შარშან ასე თუ ისე ნორმალური სეზონი გვქონდა.
ბოლნისის სიონმა აზერბაიჯანულ ბაკის აჯობა, რომელსაც სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ შემადგენლობით ბევრად ჩამორჩებოდა. და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მომავალ მონაწილე ბულგარულ ლევსკისთან წააგო.
თბილისის ამერმა,მეორე მეზობელი სომხეთის წარმომადგენელიც დაგვიმწუხრა

და უეფას თასისთვის ბრძოლას თამაბარ თამასში ბერლინის ჰერტასთან გამოეთიშა,
ვიტ ჯორჯიამ როგორც მახსოვს სლოვაკური გუნდი დაამარცხა საკუთარ მოედანზე ,მაგრამ გასვლაზე დათმო და გავარდა.
თბილისის დინამომ რომელიღაც სომხური გუნდისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა

და მერე ავსტრიული ბუნდესლიგის რიდთან გამოვარდა.
წელს რა ხდება , ზესტაფონი პირველივე ეტაპზე ყაზახებთან აგებს, ალბათ ასევე პირველივე ეტაპზე და ასევე ყაზახებთან წააგებს რუსთავის ოლიმპი, ვაღიაროთ და პირველ ეტაპს ალბათ ვერც ამერი გაივლის, პოლონელებს აშკარად უკეთესი გუნდი ჰყავთ და ეს გასაგებია. (პოლონეთზეა საუბარი ყაზახეთზე ხომ არა). დარჩა თბილისის დინამო .ვნახოთ...........