ამ ბოლო დროს თამაში ყველამ ისწავლა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა ვისაც ნორმალური ეკონომიკუური პირობები აქვს და მათ შორის ლიხტენშტეინი უდავოდ მოიაზრება.
ბოლო ორი წელია ლიხტენშტეინის ვადუცი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადის ხოლმე უეფას თასზე, გოლებიც ასე თუ ისე გააქვს საშუალოზე ოდნავ დაბალი ევროპული გუნდების კარში.
ჩვენი მეტოქის შარშანდელი შედეგები:
უეფას თასი, 2006/2007 წლების სეზონი.
1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპი:
უიპეშტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 0-4 ვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი)
შედით ლინკზე:
http://www.uefa.com/competitions/uefacup/h...4250/index.htmlვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი) 0-1 უიპეშტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
შედით ლინკზე:
http://www.uefa.com/competitions/uefacup/h...4251/index.htmlბუდაპეშტში პირველი მატჩის გამანადგურებელი ანგარიშით მოგების შემდეგ საპასუხო მატჩი მხოლოდ უმოტივაციობის გამო დათმო ვადუცმა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ყველა ვარიანტში გარანტირებული ჰქონდა, სადაც შეხვდა შვეიცარიულ ბაზელს.
უეფას თასი, 2006/2007 წლების სეზონი.
მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი:
ბაზელი (ბაზელი, შვეიცარია) 1-0 ვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი)
შედით ლინკზე:
http://www.uefa.com/competitions/uefacup/h...4583/index.htmlვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი) 2-1 ბაზელი (ბაზელი, შვეიცარია)
შედით ლინკზე:
http://www.uefa.com/competitions/uefacup/h...4584/index.htmlშარშან შვეიცარიის ბაზელი მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე, არადა ვისაც ახსოვეს ეგ თამაში ვადუცმა ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შეტევებში გაატარა და რამდენიმე შანსი ჰქონდა მე-3 ბურთის გატანის.
ვადუცი თანდათანობის ძლიერდება, ასე მაგალითად შარშანწინ ის უფრო სუსტი იყო ვიდრე შარშან, თუმცა ერთი ეტაპი მაინც გაიარეს, მათ ორი მატჩის ჯამში კიშინოვის გუნდი დაამარცხეს.
წელს კი გაცილებით მომზადებულები იყვნენ ვიდრე შარშან, ერთი ფეხბურთელი შვეიცარიული სენტ-გალენიდან დაიმატეს. ამ ყველაფრის ფონზე შეადარეთ წლევანდელი შედეგები:
უეფას თასი, 2007/2008 წლების სეზონი.
1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპი:
დინამო (თბილისი, საქართველო) 2-0 ვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი)
ვადუცი (ვადუცი, ლიხტენშტეინი) 0-0 დინამო (თბილისი, საქართველო)
უპრობლემო დამარცხება ვადუცის, ორი უპასუხო ბურთი თბილისში, მშრალი კარი ორივე მატჩის ჯამში. გარდა ამისა განეორებით მატჩში დინამოს საკმაოდ დიდი სათამაშო უპირატესობა, რამდენიმე საგოლე მომენტი და მერებაშვილმა ბოლო წუთებში კინაღამ სტუმრადაც მოგვაგებინა - ბურთი ძელს მოხვდა.
გადასარევიც არაფერი, მაგრამ მე უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
ისე ჩემი სუბიექტური აზრით კონკრეტულად ბელხატოვი არც თუ ბევრად ძლიერია ვადუცზე, ორივე თამაშზე ვიყავის სტადიონზე შესადარებლად. ჯამში პოლონურ ფეხბურთთან ლიხტენშტეინის ფეხბურთი რა მოსატანია, მაგრამ ბელხატოვი, რომელიც შარშან გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, ევროთასებზე ერთი მატჩიც არ ჰქონდა ნათამაშევი და მოედანზეც საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, ბოლოსდაბოლოს 3-ჯერ დაუშვეს ტექნიკური წუნი აუტის მოწოდებისას და მსაჯმა ამერს მისცა ბურთი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამერი გარეგნულად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს მე თბილისის დინამოში მეტ სიძლიერეს ვხედავ და ასე მგონია, რომ ეგ შენი გკს ბელხატოვი, რომ შეხვედროდა ან აწი, რომ შეხვდეს მის დამარცხებას შეძლებს . . .