აუ ძალიან სამწუხაროა რომ ამერმა ვერ შეძლო მეტნაკლებად მისაღები შედეგით დაესრულებინა შეხვედრა.
მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი რომ ამერელები თბილისში უბრძოლველად არაფერს არ დათმობენ.
გკს ბელხატუვი 2:0 ამერი
უეფას თასი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
19/07/2007 ბელხატუვი - გსკ ბელხატუვი, 4 000 მაყურებელი
მსაჯი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)
მეგოლე: 1:0,2:0 პიეტრაშიაკი (51), (83)
გსკ ბელხატუვი (ბელხატუვი, პოლონეთი): ლეხი, პოპეკი, კეკოტი, კოვალჩუკი, შტოლარჩიკი, პიეტრაშიაკი, იარჟებოვსკი, სტრაკი, ვრობელი (მარჩინიაკი 89), რახვალი, კოსტლი (უჟეკი 83). მწვრთნელი: ორესტ ლენჩიკი
ამერი: ქვაჩახია, დავითნიძე (კობაური 90), დავითაშვილი (ტატანაშვილი 62), ჯელაძე, ბოლქვაძე, დოლიძე (შალამბერიძე 75), დობროვოლსკი, ხვადაგიანი, დიდავა, გოცირიძე, ჩიკვილაძე. მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე
გაფრთხილება: იარჟებოვსკი (71) - ჩიკვილაძე (36), დავითნიძე (86), ხვადაგიანი (90)
1:0
http://www.plikus.pl/zobacz_plik-1-0_Pietrasiak-10200.html2:0
http://www.plikus.pl/zobacz_plik-2-0_Pietrasiak-10210.htmlორმაგი სტანდარტი
შეცდომები და ბელხატუვი თბილისში უნდა გასწორდეს
მატჩამდე
...მატჩის დაწყებამდე 45 წუთით ადრე "გკს ბელხატუვის" სტადიონის ტრიბუნები სანახევროდაც არ შევსებულა, კარგი ამინდია და მასპინძელთა ქომაგობაც სტადიონის ახლო-მახლო ლუდხანებშია და თავისუფალ ადგილებს ალბათ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თუ შეავსებენ.
...ჩვენებმა უკვე მოთელვაც დაიწყეს და ტრიბუნებზე მყოფთა მისალმებაც მიიღეს. "ამერის" ძირითადი შემადგენლობა, ცხადია, უკვე ვიცით - გიორგი ჩიხრაძე ნაჩვევ ტაქტიკურ განლაგებას არ ღალატობს - თავდასხმაში სულიკო დავითაშვილი და რევაზ გოცირიძე ითამაშებენ. მათ გარდა კი ოთხ-ოთხი მცველ-ნახევარმცველი იქნება.
"ყვითლები" მოთელვას შეუდგნენ და, აგერ, "ბელხატუვიც" გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ტრიბუნებიც უფრო ახმაურდნენ და ჩანს, ნელ-ნელა "იქოქებიან". ამასობაში შემადგენლობებიც ჩამოარიგეს, "ბელხატუვის" ძირითადში არ არიან გარგულა, ნოვაკი და ხვალიბოგოვსკი, ხოლო უჟეკი სათადარიგოებში 25-ე ნომრითაა.
აქვე პირველი რეპლიკაც პრესლოჟაში - ამ ფეხბურთელების გარეშე "ბელხატუვს" გაუჭირდება.... ადგილობრივი ინფორმატორი კი ქომაგობას "ამერის" შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას აწვდის, ლაპარაკობს "ამერის" წარმატებებსა და შედეგებზე. იხსენებს "ვისლა" - "დინამოს" დაპირისპირების ამბავსაც...
ამასობაში "ამერი" ნელ-ნელა გასახდელის გზას გაუყვა, ხოლო სტადიონის ერთ-ერთ სექტორში 20-30 ქართველიც გამოჩნდა, ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშები, ისმის "ბელხატუვის" საკლუბო ჰიმნიც. ქომაგობა კი შავ-მწვანე-თეთრად შეფერილი მაისურებითა და შარფებით ფეხზე წამოდგა...
კიდევ რა ხდება, არ გაინტერესებთ?! ცენტრალურ ტრიბუნაზე საქართველო ხუთჯვრიანი დროშებია გამოფენილი - არც ერთი ქართული გუნდისა და არც ქვეყნის ნაკრების ოფიციალური მატჩებისას ასეთი არსად მინახავს...
მატჩი
გუნდები უკვე მოედანზე არიან და ფრანგი არბიტრის სასტვენის ხმაც გაისმა. თამაში მასპინძლებმა დაიწყეს... ტრიბუნებს კი ფანობა შემოემატა და იქაურობა უფრო დაიმუხტა...
ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლაა, მეტოქეები ფრთხილობენ, მასპინძლები უმალვე შტურმს მოერიდნენ, თუმცა მე-6 წუთზე კოვალჩუკმა ქვაჩახიას სახიფათოდ კი დაურტყა, ხოლო სამი წუთის შემდეგ "ბელხატუვის" მეკარე ლეხმა გოცირიძის თავური კუთხურზე მოიგერია.
რევაზ გოცირიძე გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. სულიკო დავითაშვილი მის უკან მოქმედებს და ნახევარდაცვასაც ეხმარება...
ჯერჯერობით საინტერესო არაფერი ხდება, მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ. თბილისელები მეტოქეს მჭიდროდ ეთამაშებიან. "ბელხატუვი" ფონს გასვლას მეტწილად "ამერის" საჯარიმოში ჰონდურასელი კარლო კოსტლის მისამართით ჩაწოდებებით ცდილობს, ამ თავდამსხმელმა ერთი-ორი ბურთი კი მოიგო, თუმცა ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია.
"ყვითლები" აუღელვებლად ათამაშებენ ბურთს და აგერ უკვე მესამე კუთხურის უფლება მოიპოვეს. გაათამაშეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
მარცხენა მცველი თენგიზ ჩიკვილაძე მსაჯმა მატჩის პირველ წუთებზე სიტყვიერად გააფრთხილა და ახლა ყვითელი ბარათიც უჩვენა. გიორგი დავითნიძესა და კოსტლის შორის ორთაბრძოლა 7-10 წუთია, ჩვენიანის უპირატესობით მთავრდება, ჰონდურასელს უკვე მერამდენედ ბურთი არ მიუღია. დავითნიძე ბელხატუველს დასწრებაზე ეთამაშება და მოგებული რჩება...
მეოთხე მსაჯი ტრიბუნებს აჩვენებს, რომ არბიტრმა ძირითად დროს ერთი წუთი დაამატა, დავითაშვილმა და დოლიძემ კი მასპინძელთა მეკარე აანერვიულეს და ტაიმიც აქ დამთავრდა.
ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. "ბელხატუვს" ჩვენების კართან მომენტი არ შეუქმნია და არც ისეთი გუნდი ჩანს, "ამერმა" სასურველი შედეგი ვერ მიიღოს. "ყვითლების" დაცვა და შუა ხაზი დალაგებულად, მშვიდად თამაშობს, ბევრს მოძრაობს დავითაშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, მოედნის ცენტრში ბურთის მიღება და შენარჩუნება ევალება, რაც ხან გამოსდის, ხან არა... შთაბეჭდილება იქმნება, რომ მასპინძლები ამერელთა გააქტიურებას და იქით გამოჭერას ცდილობენ.
ამ წუთებში გიორგი ჩიხრაძე და ორესტ ლენჩიკი შეგირდებს მეორე ტაიმში სათამაშოდ ამზადებენ და ვნახოთ, როგორ იქნება...
ერთი კია, "ბელხატუვმა" მარჯვენა ფლანგიდან რამდენიმე შეტევა წამოიწყო, რაც საჯარიმოში ჩაწოდებით დამთავრდა და ჩიხრაძეც ალბათ თავის მემარცხენეებს, ჩიკვილაძეს და ჯელაძეს მეტი ყურადღებით თამაშს მოსთხოვს.
მეორე ტაიმი დაიწყო, შეცვლები არც ერთი გუნდის შემადგენლობაში არ არის. ბურთი ცენტრში გოცირიძემ და დავითაშვილმა გაათამაშეს.
ერთი-ორი წუთი "ამერმა" ბურთი კარგად გაათამაშა, შემდეგ კი... ტომაშ ვრობელმა კუთხური ჩააწოდა, ბურთი მცველების და თავდამსხმელების უკან, შორეულ ძელთან ჩაეშვა, სადაც პიეტრაშიაკის ხელისშემშლელი არავინ აღმოჩნდა, მანაც შეუჩერებლად დაარტყა და გაიტანა - 1:0.
თამაშის საერთო სურათი თითქოს არანაირად არ შეცვლილა, თუმცა, სამწუხაროდ, სტუმართა ელემენტარული შეცდომის შედეგად მასპინძლებმა მაშინვე ისარგებლეს...
მოედნის განაპირას კი დიმიტრი ტატანაშვილი გამოჩნდა, თბილისელთა მწვრთნელი შეცვლას ამზადებს. ტატანაშვილი შეცვლებზე ძალიან ხშირად წარმატებით თამაშობს და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება. ტატანაშვილმა დავითაშვილი შეცვალა. ამერელთა რიგებში არანაირი ტაქტიკური გადაადგილება არ მომხდარა... თუმცა, აი, ძალიან სახიფათო მომენტიც - მასპინძელთა ბედად, ნახტომში ტატანაშვილის თავური ძელს გარედან გაეხახუნა. საგოლედ ჩინებული შანსი იყო.
ჩიხრაძე კიდევ ერთ შეცვლას აპირებს, მან ახალწვეულ კობა შალამბერიძეს უხმო და ალბათ გრიგოლ დოლიძის ნაცვლად ათამაშებს. დიახ, შალამბერიძემ მარჯვენა ჰავბეკის პოზიცია დაიკავა და იქნებ ჩვენების შეტევები ასე უფრო გამწვავდეს...
მატჩის დამთავრებამდე ათი წუთი დარჩა, მოედანზე კი აღსანიშნავი არაფერი ხდება. სცენარი იგივეა. ბურთი ხშირად გადადის მეტოქისგან მეტოქისკენ, მეკარეებს მაინცდამაინც ბევრი საქმე არ აქვთ.
აქ კი ლენჩიკი შეცვლას აკეთებს, მეორე ტაიმში აშკარად პასიური კოსტლის ნაცვლად უჟეკი შეჰყავს.
"ბელხატუვი" ჯარიმის შესასრულებლად ემზადება. პაველ სტრაკის ჩაწოდებული ბურთი დაახლოებით ისევ იმ ადგილას ჩაეშვა, საიდანაც პიეტრაშიაკმა პირველი გოლი გაიტანა. ახლაც იგივე მოხდა - პიეტრაშიაკის დარტყმული ბურთი ისევ იქ აღმოჩნდა, სადაც მანამდე - მისგან ახლო კუთხეში - 2:0.
"ამერს" რამდენჯერმე შეეძლო მეტოქისთვის სახიფათო შეტევით ეპასუხა და ეგებ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გოლიც გაეტანა. მაგრამ მასპინძელთა მცველები კეკოტი და პიეტრაშიაკი ყურადღებით თამაშობენ.
სამი დამატებული წუთიც და თამაშიც დამთავრდა. თუმცა "ბელხატუვ" - "ამერის" დუელი არ დამთავრებულა. ორი კვირის შემდეგ მასპინძელი "ამერი" იქნება. ახლა მთავარია, თბილისელებმა რწმენა არ დაკარგონ. "ბელხატუვი" არაფრით გამორჩეული გუნდი არ არის და სრულიად შესაძლოა ორბურთიანი სხვაობის "მიხეილ მესხზე" გაბათილება. სადღეისოდ კი, 2:0 "ბელხატუვის" სასარგებლოდ...
ნამატჩევს
გიორგი ჩიხრაძე: ვულოცავ მეტოქეს - ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა და პირველივე მატჩი მოიგო. საინტერესო და დაძაბული თამაში იყო. მართალია, 0:2 წავაგეთ, მაგრამ საპასუხო მატჩი გველის და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც მაშინ გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, თბილისშიც არანაკლებ საინტერესო თამაში იქნება. რატომ არ დავაყენე ტატანაშვილი ძირითადში? ასე ჩავთვალე საჭიროდ და იმიტომ.
ედვარდ კეკოტი: ჭკვიანურად ვითამაშეთ, შანსს დაველოდეთ და შედეგიც მივიღეთ. 2:0 კარგი ანგარიშია, მაგრამ ეს მომდევნო ეტაპზე გასვლას ჯერ არ ნიშნავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კმაყოფილები ვართ. "ამერმა" რამდენჯერმე კი შემოგვიტია, მაგრამ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ევროდებიუტი წარმატებული გამოდგა.
- სტანდარტულებს ყოველთვის ასე შედეგიანად ასრულებთ ხოლმე?
- ხან როგორ და ხან როგორ. სტანდარტულებიდან ადრეც გაგვიტანია, თუმცა, ცხადია, ისეც მომხდარა, რომ ვერ გამოგვიყენებია. ამჯერად ყველაფერი კარგად გავაკეთეთ და ყოჩაღ პიეტრაშიაკს, რომელიც ორივე ეპიზოდში ბურთს საჭირო ადგილზე დახვდა.
გიორგი დავითნიძე: თანაბარი თამაში იყო, ბურთი "ბელხატუვს" კი ჰქონდა, მაგრამ ასეთი ანგარიშით მაინც არ უნდა წაგვეგო. ორი უხეში შეცდომა ამად დაგვიჯდა და ახლა ყველაფრის გამოსწორებას თბილისში უნდა ვეცადოთ.
- მაინც რისი ბრალი იყო დღევანდელი მარცხი?
- სითამამე გვაკლდა. უფრო თამამად უნდა შეგვეტია.
- ბოლო წუთზე ტრავმის გამო შეგცვალეს და რაიმე სერიოზულია?
- მეტოქემ იდაყვი განგებ ჩამარტყა ცხვირში, მაგრამ საშიში არაფერია. ახლა კარგად ვარ.
This post has been edited by geor-gien on 20 Jul 2007, 14:15