სპარტაკი (ცხინვალი) - ინტერი (ბაქო) 0:0
ცხინვალელთა რიგებში ორივე ახალწვეულმა კოტ დივუარელმა შეცვლაზე ითამაშა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სპარტაკი ინტერს დაუზავდა
ლევან ჯანეზაშვილი
თბილისურ შეკრებაზე მყოფმა ბაქოს ?ინტერმა? მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ?დინამოს? შემდეგ კახა ცხადაძის გუნდი ცხინვალის ?სპარტაკს? დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომელიც ?ოლიმპიკის? საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გაიმართა, 0:0 დასრულდა.
მშრალი ანგარიშის მიუხედავად, თამაში სულაც არ ყოფილა მოსაწყენი. მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში, ორმხრივი იერიშებით წარიმართა, ამბიციურ აზერბაიჯანელებს სპარტაკელებმა არაფერი დაუთმეს. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იაქტიურა, კარგი საგოლე შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს ჩირიკაშვილმა და ცხადაძე-უმცროსმა. ?ინტერის? შემადგენლობაში კი მიზანთან ახლოს გამოცდილი ლიტველი პოშკუსი და ?სპარტაკიდან? გადასული ოდიკაძე იყვნენ.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
სპარტაკი: შეყრილაძე _ პ. დათუნაიშვილი, გ. კვახაძე, ბოიომო, ლ. დეკანოსიძე _ შალამბერიძე, ჩივაძე (46. მანწკავა), დიდავა (46. ზონი), ჩირიკაშვილი (46. მაისურაძე) - ბ. ცხადაძე (65. ტიერი), რ. გოცირიძე.
ინტერი (სასტარტო): ვილსონი _ ისმაილოვი, კუბიცა, ასიოლი, მჟავანაძე _ ოდიკაძე, ჩერვენკო, მამედოვი, ზლოტინოვი, გუტიერესი _ პოშკუსი.
როგორც ხედავთ, ?სპარტაკის? შემადგენლობაში ორმა კოტდივუარელმა ფეხბურთელმა ითამაშა. იქვე ისინჯება ირანიდან დაბრუნებული გიორგი მანწკავა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ?ზესტაფონის? შემადგენლობაში ცდილობდა დამკვიდრებას.
ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე ?სპარტაკი? საკონტროლო მატჩს აღარ ჩაატარებს. მეექვსე ტურის შეხვედრაში 12 სექტემბერს ხაჩიძის გუნდი ?სამტრედიას? უმასპინძლებს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/211/211-5.htm