ballack13
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13215
წევრი No.: 37602
რეგისტრ.: 3-July 07
|
#26323940 · 6 Jul 2011, 10:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
“სპარტაკმა” “გაგრა” კვიპროსამდე გააფრთხილა
თბილისის “მერანის” სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ცხინვალის “სპარტაკმა” 1:0 სძლია “გაგრას”. ეს ერთადერთი ბურთი მე-7 წუთზე გავიდა, როცა ვალერი კილასონიამ ჯარიმა ჩააწოდა და მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა ზუსტად დაარტყა. “სპარტაკი”-“გაგრა” 1:0 (1:0) სპარტაკი: ზარქუა, ფრიდოლინი, გივი კავარაცხელია (კაპიტანი), ტეტუნაშვილი, ციმაკურიძე, კილასონია, შონია, ბუზალაძე, შალამბერიძე, რევაზ ჯიქია, მეტრეველი. შეცვლაზე შევიდნენ: ძაგანია, მამუჩიშვილი, ალავიძე, თუხარელი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ბურძენაძე, ზერეკიძე, ხაჭვანი, გიორგი სეფიაშვილი. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია. გაგრა: კონსტანტინე სეფიაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი (კაპიტანი), ზვიად ჩხეტიანი, კალანდაძე, ჯიშკარიანი, ნაკონეჩნი, შარიქაძე, ორდინსკი, კვანტალიანი, სიჭინავა. შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ჭკუასელი, ხუბუა, გაბედავა, კობერიძე, გაბუნია, ქართველიშვილი, ციცხვაია, ზვიადაძე, დავით გიგაური, ყურულაშვილი. მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი. გოლი: 1:0 ტეტუნაშვილი (7). როგორც “სპარტაკის” პრესატაშე დავით ცაბაძემ გვაცნობა, გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ბესიკ დეკანოიძემ თამაში მსუბუქი ტრავმის გამო გამოტოვა – კუნთი აქვს დაჭიმული. რაც შეეხება თამაშს, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ეგაა, უფრო აქტიურნი ცხინვალელები იყვნენ, საგოლე მომენტები კი ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. “სპარტაკიდან” გატანა შეეძლოთ ზვიად მეტრეველს (ორჯერ), კობა შალამბერიძეს, დავით ზერეკიძესა და რევაზ ჯიქიას, ხოლო “გაგრადან” უკრაინელ ორდინსკის, ზვიად ჩხეტიანსა და შალვა კვანტალიანს ჰქონდათ ყველაზე რეალური შანსი. “სპარტაკი” ოთხშაბათს სტუ-ს, ხოლო პარასკევს საჩხერის “ჩიხურას” შეხვდება. ეს ორივე მატჩი თბილისის “ოლიმპიკის” ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მინდორზე გაიმართება. 10-22 ივლისს ბადრი კვარაცხელიას გუნდი ურეკში იქნება დაბანაკებული, სადაც ოთხ, ან ხუთ ტესტ-მატჩს გამართავს: 12 ივლისს ზუგდიდის “ბაიასთან”, 14-ში ბათუმის “ადელთან”, 18-ში ბათუმის “დინამოსთან” და 21-ში “ჩიხურასთან”. შესაძლოა, “სპარტაკმა” 16 ივლისსაც ითამაშოს, თუმცა ვისთან, ჯერ არაა გადაწყვეტილი. რაც შეეხება “გაგრას”, ანატოლი პისკოვეცის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოახლოებულია – 14 ივლისს სტუმრად კვიპროსულ “ანორთოსისთან” ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე. ილია ნანობაშვილი “სპარტაკის” პრესსამსახურის ფოტოები
--------------------
www.soccerway.com
|