მოდი ამჟამინდელი დინამოს პლუსებზე ვილაპარაკოთ:
1.მწვრთნელი: ტყუილად ნუ მეკამათებით. ნოდარ ახალკაცის მერე დინამოს ამ დონის მწვრთნელი ნამდვილად არ ყოლია.
2.მეკარე: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეკარე არამარტო დინამოს,მთლიანად ქართული ფეხბურთის აქილევსის ქუსლად იქცა. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ - ჯერჯერობით რასაც ვუყურებ ოვონოს არაფერი დაეწუნება და ნამდვილად არ ჩამოუვარდება არავის,დაწყებული ზოიძიდან და დამთავრებული გრიშიკაშვილით ( ნუ შუაში გვარამაძით

). თუ არ ჯობია კიდე მაგათ...
3. დაცვა: აი ამაზე დავიგინები! შელია,რევიშვილი,ინალიშვილი,ლობჟანიძის მერე ასეთი კარგი დაცვა დინამოს არ ყოლია.
4.ნახევარდაცვა: ჯერჯერობით აი ეს ჩანს დინამოს შედარებით სუსტ წერტილად. კარგი ფლეიმეიქერი აკლია გუნდს,პასების დამნაწილებელი.როგორებიც გიო ქინქლაძე და ჯამარა იყვნენ,თუნდაც მუმუ ან ანჩაბაძე. აი ვთქვათ რასაც ამერში დეკანოსიძე აკეთებდა (და ბოლქვაძეც მშვენივრად ეხმარებოდა), ამას დინამოში ვერავინ აკეთებს. დიღმელა ცდილობს,მაგრამ ის მოწოდებით უფრო ჩამშლელია და არა შემქმნელი და შემოქმედი. ფეიქარა(ოდოც) უნიჭიერესია,მარა არასტაბილური. რიჟი ძალიან პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს,მხოლოდ სისწრაფეზეა ორიენტირებული და იმპროვიზაცია ჭირდება. სუფთა რაკეტაა,ფიზიკურად ძლიერი და კარგი დარტყმაც აქვს,დარწმუნებული ვარ უჰრინი მაგისგან მაგარ კაცს დააყენებს. აი ხმალაძე მე პირადად ვერ გავიგე რისთვის ყავთ...მაპატიეთ,მარა მასში პოტენციალს საერთოდ ვერ ვხედავ.
5.თავდასხმა: აკირემის სახით დინამომ იდეალური შენაძენი გააკეთა ამ ეტაპზე. მართალია ის სანდროსავით ტალანტი არ არის,მაგრამ სამაგიეროდ მას აქვს ის რაც ქართველ ფორვარდებს აკლიათ: მაღალი სისწრაფე,არანორმალური ბრძოლისუნარიანობა (რაც მაგან ვადუცს გაუტანა მაგ ტიპის გოლს 100დან 100 ქართველი ფორვარდი არათუ ვერ გაიტანდა,არამედ მაგ ბურთზე არც წავიდოდა და პარტნიორს უსაყვედურებდა ცუდი პასის გამო),ძალიან მოძრავი და ენერგიულია. მინიმუმ 1 კაცს მუდმივად "აიწებებს",რითაც შესაბამისად თანაგუნდელებს სივრცეს გამოუნთავისუფლებს. მერებაშვილი ძალიან დიდი პოტენციალის პატრონია საერთოდ და თუ თავს გაუფრთხილდა ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის მომავალში დიდი როლის თამაში შეუძლია.
6.სათადარიგოთა სკამი: სპასოევიჩი ძალიან ნიჭიერია და სერიოზულად მიკვირს დინამომ როგორ დაითრია,ნუთუ არავინ იყო დაინტერესებული მისით?? ხუციშვილი ერთ დროს ერთერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა და ჯერ კიდევ ეტყობა ნიჭი.
7.გულშემატკივრები: ესენი ჩვენ ვართ ყველანი. 15 წლის წინაც ჩვენ ვიყავით,ეხლაც და სანამ ცოცხლები ვართ მუდამ დინამოს ერთგულები ვიქნებით. დი-ნა-მო ! დი-ნა-მო !
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey