
დინამო: ლორია, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, ოდიკაძე, ხმალაძე, დიღმელაშვილი (კ), ფეიქრიშვილი, ხუციშვილი, აკირემი
ბორჯომი: შეყრილაძე, ღონღაძე, ჭელიძე, მერებაშვილი, ქარქუზაშვილი, ყველაშვილი, ჯიქია, მემარნიშვილი (კ), ხანიშვილი, გოგიჩაიშვილი, თედიაშვილი
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
1 წთ. მატჩი დაიწყო ბურთი თამაშში დინამოელებმა შეიყვანეს
6 წთ. გიორგი მემარნიშვილის მოულოდნელი და ეფექტური დარტყმა საჯარიმოს გარედან, ლორია უძლური აღმოჩნდა გოლი: 1:0
12 წთ. ხმალაძის შესანიშნავი გადაცემა, ფეიქრიშვილი ურტყამს მახვილი კუთხიდან, მეკარე ნახტომში კუთხურზე იგერიებს ბურთს
13 წთ. კუთხურს ხუციშვილის დარტყმა მოჰყვა, და ისევ შეყრილაძე ერთვება თამაშში და კვლავ კუთხური
14 წთ. კიდევ ერთი კუთხური ბორჯომის კართან
19 წთ. დინამოელთა სახიფათო იერიში, აკირემის დარტყმა – მეკარე ახერხებს ბურთის მოგერიებას
20 წთ. მორიგი საგოლე ეპიზოდი ბორჯომის კართან, ამჯერად ფეიქრიშვილის დარტყმული ბურთი არ შედის მასპინძელთა კარში
23 წთ. კუთხური ბორჯომის კართან
25 წთ. ოდიკაძე ურტყამს ერთი შეხებით ახლო მანძილიდან ოდნავ არაზუსტად
28 წთ. ოდიკაძე დაშავდა, იგი ვერ ახერხებს თამაშის გაგრძელებას და მის ნაცვლად შეხვედრაში მერებაშვილი ჩაერთო
29 წთ. კუთხური ბორჯომის კართან
30 წთ. ფეიქრიშვილის თავური დარტყმა, მაგრამ არაზუსტი
31 წთ. მეორე კუთხური ბორჯომის კართან
43 წთ. მერებაშვილი აქტიურობს მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ კარში დარტყმას ვერ ახერხებს
45 წთ. მემარნიშვილის დარტყმა, კრშკოს ცარიელი კარიდან გამოაქვს ბურთი – კუთხური
46 წთ. შეცვლა: გოგიჩაიშვილი – დევიძე
53 წთ. მასპინძელთა მცველების შეცდომით ვერ ისარგებლა აკირემმა, რომელსაც მეკარემ აჯობა
56 წთ. შოთა კაშიას გრძელი პასი, აკირემის დიდებული გადაცემა მეკარის საჯარიმოს წინა ხაზთან და მერებაშვილის აუღებელი დარტყმა – გოლი: 1:1
58 წთ. შეცვლა: დიღმელაშვილი – კობახიძე, კაპიტნის სამკლაური ხუციშვილმა გაიკეთა
66 წთ. კობახიძე თამაშობს კარგად, პრაქტიკულად ერთიერთზე გაჰყავს მეკარესთან აკირემი, მაგრამ ჯორჯის დარტყმა უშედეგოა
73 წთ. ყვითელი: ბორჯომელი ლევან მერებაშვილი
74 წთ. კუთხური ბორჯომის კართან
75 წთ. შეცვლა: აკირემი – სპასოევიჩი
76 წთ. კაშიას ჩაწოდება საჯატრიმოში, ხუციშვილის არაზუსტი თავური დარტყმა
79 წთ. სპასოევიჩი შედის საჯარიმოში, უძლიერესი დარტყმა მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და გოლი: 1:2
82 წთ. ჯიქია ურტყავს საშუალო დისტანციიდან, ლორია უშეცდომოდ თამაშობს
86 წთ. შეცვლა: ჯიქია – გასყიდაშვილი
87 წთ. დინამოელთა კომბინაცია, რომელშიც დობეში და სპასოევიჩი მონაწილეობდნენ მერებაშვილის სახიფათო დარტყმით სრულდება, მაგრამ შეყრილაძე ახრეხებს ბურთის კუთხურზე მოგერიებას
88 წთ. ყვითელი: მემარნიშვილი
90 წთ. მერებაშვილის რამდენიმე ცრუ მოძრაობა მეტოქის საჯარიმოში, დარტყმა კარის მიმართულებით, ბურთი მცირე მანძილით ცდება მასპინძელთა კარს
"І прийде час, коли один скаже: "Слава Україні! ", а мільйони відповідатимуть "Героям слава!"