
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, დიღმელაშვილი, ხმალაძე, ხუციშვილი, მერებაშვილი, სპასოევიჩი, აკირემი
სიონი: სტურუა, სვანიძე, ქურასბედიანი, ვაშაკიძე, ბოიომო, სანიკიძე, ნადირაძე, ოქროპირიძე, კვიტაიშვილი, ბაჯელიძე, ჩასემი
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
1 წთ. მატჩი დაიწყო, ბურთი თამაშში ბოლნისელებმა შეიყვანეს
2 წთ. პირველი დარტყმა დღევანდელ შეხვედრაში, ხუციშვილი მოულოდნელად ურტყამს, მაგრამ არაზუსტად
3 წთ. მერებაშვილის წამოწყებული კომბინაცია, დობეში ჩერთო სწრაფად შეტევაში, მაგრამ მისი ჩაწოდების შემდეგ ბურთი სტურუას ნადავლი გახდა
4 წთ. კაშიას მახვილგონივრული გადაცემა, მაგრამ აკირემს წამით დაასწრო სტურუამ
7 წთ. ჩასემის მოულოდნელი და სახიფათო დარტყმა, ბურთი მცირე მანძილით ცდება ოვონოს კარს
8 წთ. კაშია აწვდის საჯარიმოში, აკირემის თავური, სტურუამ იხსნა სიონის კარი, პირველი კუთხური
10 წთ. ოქროპირიძის სახიფათო რეიდი, მაგრამ ჩასემის მისამართით გაკეთებული გადაცემა არაზუსტია
10 წთ. კუთხური სიონის კართან
14 წთ. მერებაშვილი – ხმალაძის კომბინაცია, მაგრამ ლევანი დარტყმას ვერ ახერხებს
15 წთ. მერებაშვილი – ჩასემის ორთაბრძოლა, კამერუნელმა ბურთის ნაცვლად გიორგის უთავაზა ფეხი, პირველი ყვითელი დღევანდელ შეხვედრაში ჩასემს, მერებას კი მცირე დახმარება დაჩირდა და მოედანზე დაბრუნდა
17 წთ. პირველი რეალური საგოლე ეპიზოდი დღევანდელ შეხვედრაში, ხუციშვილის ეფექტური პასის შემდეგ აკირემი სტურუასთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ სიონი მეკარემ იხსნა
21 წთ. სპასოევიჩის გარღვევა მარჯვენა ფლანგზე, განივი პასი მეტოქის მეკარის საჯარიმოში, მერებაშვილი მიწვდა ბურთს, მაგრამ მისი კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა
22 წთ. ჩასემი აქტიურობს დინამოელთა ნახევარზე, დარტყმა 30 მეტრიდან – არაზუსტი
25 წთ. ხუციშვილის ჩინებული გადაცემა, რის შედეგადაც მან ბოლნისელთა მთელი დაცვის ხაზი მოჩრა და სპასოევიჩი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ილიას თავგანწირულ ნახტომში არ მიცეს დარტყმის საშუალება
32 წთ. მერებაშვილი – სპასოევიჩის კომბინაცია მერებაშვილის სახიფათო დარტყმით სრულდება, მაგრამ სტურუა ადგილზე ხვდება ბურთს
33 წთ. კუთხური სიონის კართან
34 წთ. კიდევ ერთი კუთხური ბოლნისელთა კართან
35 წთ. კვიტაიშვილი ურტყამს, მაგრამ ოვონო ადვილად ეუფლება ბურთს
36 წთ. მერებაშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მოატყუა ორი მცველი, შეტევა აკირემმა გნაგრძო და სპასოევიჩმა დაასრულა, ილიას დარტყმის შემდეგ ბურთი ბოლნისელთა კარის ძელმა მოიგერია, სიონი გადარჩა
37 წთ. კუთხური დინამოელთა კართან
37 წთ. სიონმა კიდევ ერთი კუთხურის უფლება მოიპოვა
42 წთ. ბაჯელიძის სახიფათო დარტყმა, ოვონო იგერიებს, მაგრამ ვერ ახერხებს ბურთის შემაგრებას და ჩასემს წამით დაასწრო კრშკომ და განმუხტა სიტუაცია
43 წთ. სპასოევიჩი ურტყამს საშუალო დისტანციიდან, ბურთი ერთ-ერთ ბოლნისელს ხვდება და კუთხურზე გადადის
44 წთ. კიდევ ერთი კუთხური დღევანდელ შეხვედრაში, ამჯერად დინამოს კართან
52 წთ. ხმალაძის ჩაწოდება, სპსოევიჩის თავური – ოდნავ არაზუსტი
54 წთ. ზელიჩის ჩაწოდება საჯარიმოში, აკირემის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია, მიხეილ ხუციშვილის დარტყმა კი შედეგიანი აღმოჩნდა გოლი:1:0
55 წთ. ხუციშვილის და სპასოევიჩის აქტიურობას სიონის კარის მიმართულებით დარტყმა მოჰყვა, მაგრამ არაზუსტი
55 წთ. შეცვლა: ბაჯელიძე – გაგუა
57 წთ. აკირემის კარგი პასი სპასოევიჩზე, ილია კარგად არჯვენა ფლანგზე, აწვდის საჯარიმოში, მაგრამ აკირემი და ხუციშვილი ვერ ახერხებენ დარტყმას
58 წთ. შეცვლა: კვიტაიშვილი – ქუცურუა
59 წთ. სტურუა კარგავს ბურთს საკუთარ საჯარიმოში, რომელსაც ხუციშვილი ეუფლება, სტურუა ვარდნაში ახერხებს ბურთის დაუფლებას, მაგრამ ხუციშვილი წაიქცა და დინამოელები პენალტს ითხოვენ, 11 მეტრიანის ნაცვლად სილაგავამ ხუციშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა
61 წთ. შეცვლა: სვანიძე – ქარდავა
62 წთ. კუთხური სიონის კართან
62 წთ. დიღმელაშვილის ჩაწოდება, სპასოევიჩის თავური ოდნავ არაზუსტია
67 წთ. შეცვლა: ხუციშვილი - კობახიძე
70 წთ. ხმალაძის წამოწყებული კომბინაცია, კობახიძემ რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა მეტოქის საჯარიმოში, კარგადაც დაარტყა მაგრამ სიონის კარი კიდევ ერთხელ იხსნა ძელმა
71 წთ. კუთხური დინამოს კართან
71 წთ. კიდევ ერთი კუთხური დინამოს კართან
72 წთ. ზედიზედ მესამე კუთხური დინამოს კართან
73 წთ. მეორე ყვითელი ჩასემი – კამერუნელი ტოვებს მოედანს, სიონი 10 კაცის შემდგენლობით რჩება
75 წთ. დობეში ჩაერთო შეტევაში, მერებაშვილი შევიდა საჯარიმოში, მოატყუა მცველი, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ცდება სიონის კარს
77 წთ. შეცვლა: დიღმელაშვილი – ოდიკაძე
79 წთ. ოდიკაძის წამოწყებული კომბინაცია, სპასოევიჩის შესანიშნავი გადაცემა და მერებაშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ურტყამს გოლი: 2:0
84 წთ. შეცვლა: შ. კაშია – გ. კაშია
89 წთ. გურამ კაშიას ჩაწოდება საჯარიმოში და აკირემის შედეგიანი თავური დარტყმა გოლი: 3:0
p.s. სპარტაკი-დინამოს წინა ტურის გოლები იხილეთ აქ:
http://www.fcdinamo.ge/videog.asp