
დინამო: ოვონო, შ. კაშია, კრშკო, გ. კაშია, დობეში, დიღმელაშვილი (კ), ხმალაძე, კობახიძე, მერებაშვილი, ხუციშვილი, სპასოევიჩი
მაღაროელი: დოღაძე, ქირია, სამხარაძე, ბრეგვაძე, შუშაკიძე, ილურიძე, გამცემლიძე, ზაბახიძე, მუშკუდიანი, სეფერთელაძე, ტყემალაძე
მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია
1 წთ. მატჩი დაიწყო, ბურთი თამაშში სტუმრებმა შეიყვანეს
5 წთ. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, დინამოელთა შეტევით დაიწყო. მაგრამ მასპინძელთა იერიშებს საგოლე მომენტი ჯერ არ მოჰყოლია
6 წთ. მაღაროელის პირველი სწრაფი კონტრიერიში კუთხურით სრულდება
12 წთ. ხმალაძე აწვდის საჯარიმოში, სპასოევიჩი ურტყამს ეფექტურად მაკრატელათი, მაგრამ ბურთი ცდება მიზანს
13 წთ. საჯარიმოს გარედან სპასოევიჩმა მიიღო მოულოდნელად დარტკმის გადაწყვეტილება, მაგრამ დოღაძე ადგილზე დაუხვდა ბურთს
14 წთ. ხუციშვილი ურტყამს დაახლოებიტ 25 მეტრის დისტანციიდან, დოღაძეს და მაღაროელს ძელი დაეხმარა
15 წთ. ამჯერად დიღმელაშვილმა გაისროლა საჯარიმოს ხაზიდან, მაგრამ ბურთი ოდნავ აცდა კარს
17 წთ. მერებაშვილის დარტყმის ჯერიც დადგა, მაგრამ დოღაძე უშეცდომოდ თამაშობს
24 წთ. სახიფათო საჯარიმო ინიშნება სტუმართა კართან, მერებაშვილის დარტყმის შემდეგ ჭიათურლები კიდევ ერთხელ გადარჩნენ
27 წთ. კუთხური მაღაროელის კართან
30წტ. მორიგი ხიფათი ჭიათურელთა კართან
33 წთ. ყვითელი: მსაჯთან კამათის გამო სტუმართა ორი ფეხბურთელი იქნა გაფრთხილებული – ილურიძე და მუშკუდიანი
34 წთ. კუთხური მაღაროელის კართან
34 წთ. შეცვლა: ტყემალაძე - ტყებუჩავა
36 წთ. თერთმეტმეტრიანი ინიშნება მაღაროელის კარში, მერებაშვილის დარტყმა ზუსტია გოლი: 1:0
37 წთ. მსაჯთან კამათის გამო გაზევებული იქნა სეფერთელაძე
41 წთ. მაღაროელი ურტყამს საჯარიმოს, ჭიათურელი ფეხბურთელები საჯარიმოში აწვდიან ბურთს, მუშკუდიანი ურტყამს ახლო მანძილიდან მაგრამ დინამო ოვონომ იხსნა
43 წთ. დინამოელთა მრავალსვლიანი კომბინაცია, სპასოევიჩის ულამაზესი და შედეგიანი დარტყმით დასრულდა გოლი: 2:0
45 წთ. ხმალაძის სახიფათო დარტყმა კუთხურით სრულდება
49 წთ. კუთხური მაღაროელის კართან
53 წთ. შოთა კაშია აწვდის ბურთს საჯარიმოში, კობახიძე ახერხებს კარში დარტყმას, მაგრამ დოღაძე ადგილზე ხვდება ბურთს
55 წთ. ხუციშვილი არტყამს სახიფათოდ შორი დისტანციიდან, დოღაძე იგერიებს ბურთს, სპასოევიჩის განმეორებითი დარტყმა კი არაზუსტია
56 წთ. შეცვლა: სპასოევიჩი – ფეიქრიშვილი
58 წთ. კუთხური მაღაროელის კართან
61 წთ. შეცვლა: დიღმელაშვილი – ოდიკაძე
62 წთ. ყვითელი: კრშკო
64 წთ. შეცვლა: ზაბახიძე – ზ. ტყემალაძე
66 წთ. შეცვლა: გ.კაშია – თომაშვილი
78 წთ. კუთხური დინამოს კართან
79 წთ. ყვითელი: მერებაშვილი
80 წთ. კუთხური დინამოს კართან
81 წთ. კუთხური მაღაროელის კართან
81 წთ. ფეიქრიშვილის ჩინებული დარტყმა და დოღაძემ თავგანწირულ ნახტომში გადაარჩინა გუნდი
82 წთ. კუთხური მაღაროელის კართან, ოდიკაძის ჩაწოდება – ხმალაძის თავური არაზუსტია
83 წთ. ოდიკაძის უძლიერესი დაერტყმა საჯარიმოს გარედან, ბურთი ოდნავ გადასცდა მაღაროელის კარს
85 წთ. შეცვლა: ილურიძე – მგელაძე
85 წთ. კობახიძე აწვდის საჯარიმოში, ხუციშვილის თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტია
90 წთ. ყვითელი – ფეიქრიშვილი
90 წთ. კუთხური დინამოს კართან