
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, ოდიკაძე, ხმალაძე, დიღმელაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი, აკირემი
ლოკომოტივი: გვარამაძე, კობიაშვილი, ფოფხაძე, კვახაძე, ქუხილავა, ბუდაღაშვილი, ლაღაძე, ბერიძე, გულორდავა, მიქაძე, ჩაგელიშვილი
მთავარი მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი
1 წთ. ბურთი თამაშში სტუმრებმა შეიყვანეს
4 წთ. ოდიკაძის გადაცემის შემდეგ მერებაშვილი ურტყამს ხელსაყრელი პოზიციიდან და გოლი: 1:0 დინამო დაწინაურდა
7 წთ. მერებაშვილი ამჯერად უკვე დიღმელაშვილის მშვენიერი პასით დაემუქრა სტუმართა კარს, რომელიც გვარამაძემ იხსნა
8 წთ. უხეში შეცდომა დაცვაში და აკირემმა მიუსწრო მცველის მიერ მეკარისკენ გაგზავნილ ბურთს, შეტევა ხუციშვილმა განაგრძო და ისევ მერებაშვილმა კარის აღების ჩინებული შანსი დაკარგა
11 წთ. ხუციშვილმა ითამაშა კარგად მოედნის ცენტრში და თავისი წამოწყებული კომბინაცია ბრწყინვალე დარტყმით დაასრულა გოლი: 2:0
16 წთ. ლოკომოტივის პირველი დარტყმა, რომელიც ბუდაღაშვილმა შეასრულა არაზუსტი გამოდგა
17 წთ. დიღმელაშვილმა გაამწვავა აკირემის მისამართით გადაცემული ბურთით მდგომარეობა, ჯორჯმა კი პრაკტიკულად ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო მდგომი მერებაშვილი მონახა და გოლი: 3:0
26 წთ. შეცვლა: ხმალაძე – კობახიძე
35 წთ. მიუხედავად იმისა რომ მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, სახიფათო ეპიზოდები ორივე კართან იქმნება, დინამოელთაგან მეტ-ნაკლები ხიფათი გვარამაძის კართან ხუციშვილის, მერებაშვილის და აკირემის დარტყმების შემდეგ შეიქმნა. თამაშში ჩართვა ოვონოსაც მოუხდა, რომელმაც ორჯერ აუღო გულორდავას.
40 წთ. ქუხილავას საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დ. ჩაგელიშვილმა ტექნიკური დარტყმით ადგილი დინამოელთა კარის ბადეში მიუჩინა გოლი: 3:1
50 წთ. ოდიკაძე ურტყამს ჯარიმას, გვარამაძე თამაშობს დამაჯერებლად
59 წთ. დიღმელაშვილი აწვდის მარჯვნივ ხუციშვილს, ხუციშვილი ცენტრისკენ აბრუნებს ბურთს მერებაშვილისკენ, რომელსაც მეკარესთან პირისპირ გაჰყავს აკირემი, ჯორჯი ვერ ახერხებს დარტყმას, მაგრამ შეტევას მერებაშვილი აგვირგვინებს – გიორგი ჰეთ-თრიქი გოლი: 4:1
60 წთ. კუთხური ლოკომოტივის კართან
61 წთ. შეცვლა: მიქაძე – იმედაძე
62 წთ. კუთხური ისევ ლოკომოტივის კართან, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ჯერ დიღმელაშვილი ურტყამს, შემდეგ კი ხუციშვილი მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა
64 წთ. კრშკო ჩაერთო შეტევაში და აკირემი გაიყვანა გვარამაძესთან პირისპირ, მაგრამ სტუმართა კარი მეკარემ იხსნა - კუთხური
65 წთ. ოდიკაძის შესანიშნავი დარტყმა შორი მანძილიდან და გოლი: 5:1 – გვარამაძე უძლურია
69 წთ. ხუციშვილმა გაუწია ასისტენტობა დიღმელაშვილს და გოლი: 6:1, მაგრამ მანამდე აკირემს უნდა გაეტანა, რომელმაც გვარამაძეს ვერ გადაუგდო ბურთი თავზე
69 წთ. შეცვლა: ჰეთ-თრიკის ავტორი მერებაშვილის ნაცვლად გიორგი ფეიქრიშვილი
76 წთ. შეცვლა: შ. კაშია – თომაშვილი
80 წთ. გოლი: 6:2 – ჩაგელიშვილი
81 წთ. შეცვლა: გულორდავა – ჟღენტი
84 წთ. ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ ფეიქრიშვილს ორჯერ მოეცარა ხელი
85 წთ. კუთხური ლოკომოტივის კართან, ოდიკაძემ ჩააწოდა დიღმელაშვილს, დინამოელთა კაპიტანმა ძლიერად დაარტყა, გვარამაძემ კუთხრზე მოიგერია ბურთი
87 წთ. თომაშვილი კარგად ჩაერთო შეტევაში, ჩაწოდება საჯარიმოში და დიღმელაშვილის შედეგიანი თავური დარტყმა გოლი: 7:2