
დინამო: ოვონო, შ. კაშია, ზელიჩი, კრშკო, დობეში, ოდიკაძე, ხმალაძე, დიღმელაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი, აკირემი
დილა გორი: კეჩხუაშვილი, ბალაშვილი, ლაცაბიძე, ხანიშვილი, ბალიაშვილი, სადაღაშვილი, ნოზაძე, შატაკიშვილი, სულთანიშვილი, ჩიტაია, სამადაშვილი
მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი
1 წთ. დოგრაშვილმა მისცა ნიშანი და გორელებმაც ბურთი თამაშში შეიყვანეს
2 წთ. პირველი რეალური საგოლე ეპიზოდი უკვე მეორე წუთზე შეიქმნა, მერებაშვილი აკეთებს მეკარის საჯარიმოში განივ პასს, ოდიკაძე ახერხებს დარტყმას, მაგრამ ბურთი გარედან ხვდება გორელთა კარს.
5 წთ. გორელებმა აქტიურად დაიწყეს შეხვედრა და ჩიტაიამ კარში თავური დარტყმაც შეძლო, მაგრამ ოვონოს არ გასჭირვებია ბურთის აღება
9 წთ. პირველი კუთხური დინამოელთა კართან
12 წთ. დინამოელთა გადაბმულ შეტევებს კუთხური მოჰყვა, ოდიკაძე ჩაუშვა ბურთი საჯარიმოში, უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ კრშკოს, აკირემმა დაასწრო, მაგრამ მისი თავური ოდნავ არაზუსტია
21 წთ. ხუციშვილს მეკარესთან პირისპირ გაყავს მერებაშვილი, გიორგის დიდი არჩევანი არა აქვს, ერთი შეხებით უნდა დაარტყას, ასეც იქცევა, მაგრამ კარში ვერ ახვედრებს ბურსტ, ყველაზე რეალური საგოლე ეპიზოდი დღევანდელ მატჩში
22 წთ. კვლავ ხუციშვილი უწევს ასისტენტობას მერებაშვილს, გიორგი ხელსაყრელ პოზიციაშია და უშეცდომოდაც ურტყავს მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გოლი: 1:0
30 წთ. მერებაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, რამდენიმე მეტოქის მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ ერთერთმა მათგანმა წააქცია და მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა
30 წთ. მიხეილ ხუციშვილის დარტყმა - მეკარეს შანსი ა აქვს გოლი: 2:0
32 წთ. შეცვლა: ნოზაძე – ტლაშაძე
33 წთ. კუთხური დინამოს კართან
41 წთ. ოდიკაძე მარჯვენა ფლანგიდან ამწვავებს სიტუაციას, აწვდის საჯარიმოში, მერებაშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ მის მიერ ერთი შეხებით დარტყმული ბურთი გადასცდა კარს
53 წთ. მერებაშვილის დუბლი, ასისტენტობა კი მას ოდიკაძემ გაუწია, დათოს გამიზნული გადაცემის შემდეგ, გიორგიმ ახლო მანძილიდან უშეცდომოდ დაარტყა გოლი: 3:0
59 წთ. შეცვლა: აკირემი – სპასოევიჩი
63 წთ. კვლავ ჩინებულად თამაშობს ოდიკაძე მარჯვენა ფლანგზე, კარგადაც აწვდის განივ პასს საჯარიმოში და ხუციშვილიც 4-მდე ზრდის ანგარიშს გოლი: 4:0
65 წთ. შეცვლა: მერებაშვილი – კობახიძე
68 წთ. შეცვლა: სამადაშვილი – დიქსონი
82 წთ. შეცვლა: შ. კაშია – გ. კაშია
88 წთ. სახიფათი ეპიზოდი დინამოელთა კართან, რომ არა დობეში, გორელები პრესტიჟის გოლის გატანას შეძლებდნენ
89 წთ. დიღმელაშვილმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მიხეილ ხუციშვილი და დინამოელთა 10-ანის ჰეთ-თრიქი გოლი: 5:0