
დინამო – სიმურგი /ზაქათალა,აზერბაიჯანი/ 1:1
24 ივლისი. დიღმის საწვრთნელი ბაზა
დინამო: ლორია /46-ოვონო/, შ. კაშია /65-ფირცხალავა/, გ. კაშია, კრშკო, დობეში /46-თომაშვილი/, დიღმელაშვილი /46-ხმალაძე/, ხუციშვილი /46-კობახიძე/, ოდიკაძე, ფეიქრიშვილი, მერებაშვილი, აკირემი /59-სპასოევიჩი/
სიმურგი: ზბარახი, სტაროსტიაკი, პოკლანსკი, მალიგინი, ტიმჩიშინი, აბდაშევი, სდაიდოვი, გუსეინოვი, ლიჩკინი, მუსაევი, მაზიარი
შეცვლაზე შევიდნენ-ალიევი, რაჯაბოვი, გამბაროვი, ნურიევი, მამედოვი, რახმანოვი, სულეიმანოვი, მარლაფერიძე
შეკრებაზე თბილისში ჩამოსვლამდე სიმურგმა ამხანაგურ მატჩში ბაკის 2-1 მოუგო, ჩვენს ქვეყანაში კი რიგით მეორე შეხვედრა გამართა. პირველი, თბილისში ჩამოსვლის დღეს 22 ივლისს ლოკომოტივთან ფრედ 4-4 დაასრულა. იმ მატჩისგან განსხვავებით, სიმურგმა /განვლილ სეზონში აზერბაიჯანის მე-9 გუნდი/ ყველა უკრაინელი ლეგიონერი ჩართო თამაშში. ასეთი კი მათ რიგებში 6 ფეხბურთელია. ცენტრფორვარდი, მეკარე და დაცვის ხაზი, რომელშიც უკრაინის ნაკრებში ნათამაშევი სტაროსტიაკი გამოირჩევა.
პირველი ხიფათი ლორიას კართან შეიქმნა, როცა აზერბაიჯანლებმა ერთ შეტევაში ორჯერ მოახერხეს თავური დარტყმა, რასაც ოდიკაძის პასუხი მოჰყვა ძლიერი, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმის სახით. კარის აღების პირველი რეალური შანსიც სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მე-14 წუთზე მუსაევი პრაქტიკულად ერთი-ერთზე გავიდა ლორიასთან, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.
30-ე წუთისთვის დინამოელების გააქტიურებას ზედიზედ მოწოდებული ოთხი კუთხური მოჰყვა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. 5 წუთში უკვე დობეშს შეეძლო გატანა, მაგრამ საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შეჭრილს, დარტყმა მეკარემ აუღო. ტაიმის ბოლოსწინა წუთზე კი გოლის გატანის დროც მოვიდა, როცა შოთა კაშიამ გაამწვავა თამაში, კარგად ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში და აკირემმა ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევრის საწყის წუთებში ორივე გუნდში რამდენიმე ცვლილება მოხდა. თავიდანვე გეტყვით, რომ ლორიას ნაცვლად შემოსულ ოვონოს თამაშში ჩართვა ორჯერ მოუხდა, როცა ჯერ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გმბაროვს აუღო, შემდეგ კი 61-ე წუთზე როცა მაზიაროვის თავური დარტყმის შედეგად ბადეში გახვეული ბურთის კარიდან გამოტანა მოუხდა. მთელი მეორე ნახევრის მანძილზე სრულ უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ. გოლის გატანა კობახიძეს, მერებაშვილს, ფეიქრიშვილს, შ.კაშიას შეეძლოთ. ორჯერ, ჯერ კობახიძის, შემდეგ კი მერებაშვილის დარტყმებისას სტუმრებს ძელი დაეხმარათ და უკომპრომისო ორთაბრძოლაც ფრედ დასრულდა.
This post has been edited by geor-gien on 25 Jul 2007, 16:28