"ლელო "
# 248
20 ოქტომბერი, სამშაბათი, 2009 წელი
ფავორიტით ვიწყებთ
ლევან ჯანეზაშვილი
დღეს შოტლანდიაში ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის მე-10 ჯგუფის მატჩები დაიწყება. შეგახსენებთ, მასპინძელთა გარდა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პორტუგალია და კვიპროსი იქნებიან. დღეს გიორგი დევდარიანის გუნდი ჯგუფის ფავორიტ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ელიტრაუნდში ასპარეზობის უფლებას ორი გმუნდი მოიპოვებს.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დღეს თბილისის დროით ღამის 11-ის ნახევარზე დაიწყება სტირლინგის �ფორტბანკ სთედიუმზე�. შეხვედრის არბიტრი მოლდოველი გენადი სიდენკო იქნება, რომელსაც თანამემამულე ოლეგ მოლჩეანოვი და შოტლანდიელი ენდი ტეიტი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი შოტლანდიელი ჯონ ბიტონი იქნება. უეფას დელეგატისა და მსაჯთა დამკვირვებლის ფუნქციებს ნორვეგიელი იონ სკიევორდი შეასრულებს.
დღესვე, იმავე დროს, დანფერმლაინის �ისტენდ პარკზე� გაიმართება შოტლანდიისა და კვიპროსის მატჩი.
მომდევნო შეხვედრების განრიგი ასეთია:
22 ოქტომბერი. 22:30 კირკეიდლი საქართველო-შოტლანდია; 22:30. მეტჰილი. პორტუგალია-კვიპროსი
25 ოქტომბერი: 18:00 სტირლინგი. საქართველო-კვიპროსი; 18:00 კირკეიდლი: შოტლანდია-პორტუგალია
გიორგი დევდარიანმა შოტლანდიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი იახლა:
- დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი), ლევან ტყეშელაშვილი (დინამოს აკადემია);
- არჩილ ტვილდიანი (საბურთალო), ოთარ დოლიძე (საბურთალო), გიორგი გაგნიძე (ნორჩი დინამოელი), ცოტნე ხარაბაძე (ტორპედო), რევაზ მაჭავარიანი (საბურთალო), გიორგი დრიაევი (დილა);
- გიორგი ხუბუა (ბაია), ლაშა პარუნაშვილი (საბურთალო), ვაკო ყაზაიშვილი (საბურთალო), სანდრო რეხვიაშვილი (საბურთალო), კოტე ზარნაძე (ოლიმპი), ლევან არველაძე (დნიპრო, უკრაინა);
- დავით ხოჭოლავა (საბურთალო), დავით სხირტლაძე (ნორჩი დინამოელი), ლევან კოშაძე (საბურთალო), გიორგი ჭანტურია (ბარსელონა, ესპანეთი).
თბილისის აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ერთი დღის დაგვიანებით, თბილისი-მიუნხენი-მანჩესტერის რეისით გაემგზავრა და მანჩესტერიდან ედინბურგამდე ავტობუსით ჩააღწია.
* * *
The Scotland players selected for the above tournament are:
Goalkeepers
Marc McCallum (Dundee United)
Robbie Thomson (Celtic)
Defenders
Adam Hunter (Rangers)
Nicholas Main (Rangers)
Graham Hutchison (Lincoln City)
Fraser Kerr (Birmingham City)
Kevin McHattie (Dunfermline Athletic)
Fraser Mullen (Heart of Midlothian)
John Young (Celtic)
Midfielders
Fraser Fyvie (Aberdeen)
Dylan McGeouch (Rangers)
Callum McGregor (Celtic)
Graeme MacGregor (Bolton Wanderers)
Forwards
Islam Feruz (Celtic)
Kyle McAusland (Rangers)
Connor Ramsay (St Mirren)
David Smith (Heart of Midlothian)
Jamie Walker (Heart of Midlothian)
This post has been edited by uefa08_geo on 20 Oct 2009, 09:32