საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 4 და 6-დეკემბერს პორტუგალიაში იქაურ 17-წლამდელებთან 2-ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ 0:0 დაასრულა.
http://www.gff.ge/index.php?lang_id=GEO&se...99&info_id=2261http://www.gff.ge/index.php?lang_id=GEO&se...99&info_id=2272----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
U21: ამხანაგური მატჩი
ლუქსემბურგი - საქართველო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 12 დეკემბერს ლუქსემბურგში მასპინძელთა 21-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდი ლუქსემბურგში 10 დეკემბერს, თბილისი-ვენა-ლუქსემბურგის ავიარეისით გაემგზავრება.
9 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში - ”ბასა” - შეიკრიბება და ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. თბილისში ნაკრებს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გელა შეყილაძე ავარჯიშებს, პეტარ სეგრტი კი გუნდს ლუქსემბურგში შეუერთდება. ასევე ლუქსემბურგში დაემატებიან ნაკრებს მირზა ბჟალავა და ამირან სანაია.
თბილისის ”ამერის” და რუსთავის ”ოლიმპის” მცველები გიორგი ელბაქიძე და გიორგი ნავალოვსკი ნაკრების თბილისურ ვარჯიშს გამოტოვებენ. ეს კლუბები 9 დეკემბერს გორში საქართველოს სუპერთასზე ხვდებიან ერთმანეთს.
ლუქსემბურგში თამაში სტადიონ ”გრენგელვალდზე” გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სასტუმრო ”ნოვოტელში” დაბინავდება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა პეტარ სეგრტმა ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:
მეკარეები: რევაზ თევდორაძე (”მერანი”), გიორგი ლორია (”დინამო თბილისი”)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (”ზესტაფონი”), გიორგი ნავალოვსკი (”ოლიმპი”), გულვერდ თომაშვილი (”დინამო თბილისი”), ამირან სანაია (”ლე მანი”, საფრანგეთი), გიორგი ელბაქიძე (”ამერი”), ზურაბ გვაძაბია (”ამერი”), გიორგი ჩიხრაძე (”ოლიმპი”)
ნახევარმცველები: მირზა ბჟალავა (”ლუშტენაუ”, ავსტრია), გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”), შოთა გრიგალაშვილი (”ბორჯომი”), ირაკლი კლიმიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”), მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), თემურ აფრიამაშვილი (”მესხეთი”)
თავდამსხმელები: ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”), სანდრო კობახიძე (”დინამო თბილისი”), ზაქარია ბეგლარიშვილი (”ოლიმპი აკადემია”)