ჩემი აზრით ჩვენებს შესწევთ ჩეხებთან არ წაგების ძალა, მთავარია ჩვეული ჩამოძინებები და კონცეტრაციის დაკარგვა არ დაემართოთ, ბოლო წუთებზე გვემართება განსაკუთრებით ...
* * *
U19: ევრო 2009-ის შესარჩევი ტურნირი
კვიპროსი 0:0 საქართველო
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დღეს მეორე შეხვედრა ჩაატარა - ზაურ სვანაძის გუნდის და კვიპროსის ნაკრების დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანის ექვსი(!) რეალური შანსი ვერ გამოიყენეს: საგოლე მომენტები გააცუდეს თარხნიშვილმა, შონიამ, ქანთარია, შეყილაძემ. მატჩის მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა.
”საგოლე მომენტების გამოუყენებლობა ძალიან ძვირად გვიჯდება. მატჩი, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი ჩვენი სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მხოლოდ მეორე ნახევარში გოლის გატანის ოთხი ძალიან რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ,” - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრას 27 ნოემბერს ჩაატარებს ლარნაკაში, სტადიონზე ”გიუნას სილოგოს ზენონი” - ქართველი ჭაბუკები ჩეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
http://www.gff.ge/index.php?lang_id=GEO&se...47&info_id=2954 * * *
ევრო 2009-ის შესარჩევი ტურნირი. 24 ნოემბერი, 2008. კვიპროსი, ფამაგუსტა, ”ეთნიკოს ახნასი”. 500
კვიპროსი 0:0 საქართველო
საქართველო: გ.მაკარიძე, დ.რიგვავა (ი.ხუციძე 46), გ.გეთიაშვილი, გ.კაჭკაჭიშვილი, ი,გამრეკლიძე, თ.თარხნიშვილი (კაპ), თ.შონია, ლ.კაკუბავა, ი.შეყილაძე, ზ.ქანთარია (მ.ხოკერაშვილი 72), გ.სალარიძე
მწვრთნელი: ზაურ სვანაძე
მსაჯები: ი.რ.ბრინსი; დ.როუზი, გ.ჩამბერსი (შოტლანდია)