სახლში 1:1 რომ მორჩა მაშინ ირლანდიის მწვრთნელმა პრესკონფერეციაზე თქვა: თქვენი 10 ნომერი პრემიერლიგის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდაო ...
10 ასათიანი იყო , დასანანია რომ მოსკოვის ლოკომოტივი დაამშვენა მხოლოდ და ეხლა ისიც სახვეწარი აქვს
* * *
"ლელო "
# 28
ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2009 წელი
მარცხი მილანელის გოლით
სლოვენია-საქართველო 3:2
1:0 ჩრნიჩი (15), 1:1 ძალამიძე (19. ელიზბარაშვილის პასით), 1:2 ჩაფიძე (35. კობახიძის პასით), 2:2 ლონზარიჩი (70), 3:2 პალიბრკი (80)
საქართველო: აზნიაშვილი, კვეკვესკირი, კობახიძე, მირცხულავა, აფაქიძე (73. ხარაბაძე), ელიზბარაშვილი, სირბილაძე (70. ხოჭოლავა), ძალამიძე, კუხიანიძე (73. ჩელებაძე), დეკანოიძე (50. ჭანტურია), ჩაფიძე.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიაში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გელა შეყილაძის ჭაბუკები ადგილობრივ თანატოლებთან 3:2 დამარცხდნენ. ცნობისთვის, საქართველოს დარად, ელიტრაუნდში სლოვენიის 17-წლამდელთა გუნდიც იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ჯგუფის მასპინძელი რუსები 1:0 დაამარცხეს, 2 ქულით გაუსწრეს და �ელიტაში� თურქეთთან ერთად მოხვდნენ.
რაც შეეხება თამაშს, იმ დღეს სლოვენიაში გადაუღებლად წვიმდა და შეხვედრა ხელოვნურსაფრიან მოედანზე გადაიტანეს. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თან - არაერთი.
ჩვენებს ანგარიშის გახსნა დასაწყისშივე შეეძლოთ. მე-2 წუთზე ელიზბარაშვილმა სირბილაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარს მცირედით გადააცილა. მალე მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და თავადაც შეუტიეს. მათი პირველივე სერიოზული იერიში გოლით დასრულდა - ჩრნიჩმა დებიუტანტი მეკარის აზნიაშვილის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა - 1:0. სლოვენიას მალევე შეეძლო სხვაობის ორამდე გაზრდა, მაგრამ აზნიაშვილი ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
ამასობაში ჩვენებმა უპირატესობა მოიპოვეს და წონასწორობაც აღადგინეს. მე-19 წუთზე ელიზბარაშვილი ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ორი მეტოქე ჩამოიცილა და მოძებნა ძალამიძე, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა - 1:1. შეყილაძის ბიჭებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და დაწინაურდნენ კიდეც. 35-ე წუთზე, კუხიანიძის კუთხურისას, კობახიძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი ჩაფიძეს დაუგდო და ქართველები წინ გაიჭრნენ - 2:1.
მეორე ტაიმის სტარტიდან თამაშს კვლავ ქართველები აკონტროლებდნენ. ამ პერიოდში ჩაფიძემ და ძალამიძემ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, უტევდნენ მასპინძლებიც და 70-ე წუთზე გაუმართლათ კიდეც - კუთხურის შემდეგ ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლონზარიჩმა ისარგებლა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 2:2.
ამის შემდეგ ჩვენებს ისევ შეეძლოთ დაწინაურება - ხოჭოლავა ხელსაყრელი პოზიციიდან თითქმის ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ ბოლო წამს ბურთს მცველი გადაეღობა. გოლი არ მოჰყოლია გიორგი ჭანტურიას აქტიურობასაც... მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი ქართველებს მასპინძელთა კონტრშეტევა გაეპარათ და პალიბრკმა, რომელიც �მილანის� 16-წლამდელთა გუნდის ფორვარდია, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.
�ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მასპინძლებზე მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. შუა და უკანა ხაზებს მეტი საიმედოობა მოეთხოვებათ. საგოლე მომენტების რეალიზებაზეც უნდა ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, სლოვენიელებთან მეორე შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ�, - გვითხრა შეყილაძემ.
ბოლოს კი დავძენთ, რომ ამ გუნდებს შორის დღეს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი შედგება. თბილისის დროით თამაში 18:30 საათზე დაიწყება.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/028/028-8.htm