აქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში გამოსვლა დაასრულა. ეს ის გუნდი იყო, რომელიც წინა შესარჩევში თამაშობდა და სწორედ იქიდან მოხვდა ელიტრაუნდში. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა მწვრთნელად გიორგი დევდარიანი დაინიშნა, მაგრამ რაკი წინა საკვალიფიკაციოში ამ ნაკრებს გელა შეყილაძე (ვინც აწი საქართველოს 19-წლამდელთა დამრიგებლად იმუშავებს) წვრთნიდა, ლოგიკური იყო, რომ ელიტრაუნდშიც მან უხელმძღვანელა გუნდს. დევდარიანი კი დამდეგ შესარჩევში დამოძღვრავს ჭაბუკთა ახალ ნაკრებს, რომელიც 1993-94 წლებში დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.
დევდარიანის ნაკრებს შესარჩევი ოქტომბერში ეწყება, მანამდე კი ეს გუნდი, უკეთ შეთამაშებისთვის, ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობს, 30 მარტს კი �ფონდ არველაძის� ხელშეწყობით ამსტერდამში ჩავა და ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 31 მარტს ამსტერდამის �აიაქსის�, ხოლო 4 აპრილს ესენის (გერმანია) �როტ ვაისის� თანატოლებთან. დევდარიანის ჰოლანდიური სია ასე გამოიყურება:
მეკარეები - დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი), ლაშა ბრაჭული (დინამოს აკადემია);
მცველები - ცოტნე ხარაბაძე (ტორპედო), გიორგი დრიაევი (გორი), ოთარ დოლიძე, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი (სამივე საბურთალო);
ნახევარმცველები - გიორგი ხუბუა (ბაია), სანდრო რეხვიაშვილი, ვალერიან ყაზაიშვილი (ორივე საბურთალო), ლაშა კვარაცხელია (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები - გიორგი ჭანტურია (ბარსელონა), გურამ სამუშია (ბაია), გიორგი ხარლამოვი (ოლიმპი), სანდრო მამფორია, სერგო ქავთარაძე, დათი ხოჭოლავა (სამივე საბურთალო).
�4-3-3 განლაგებით ვთამაშობთ და ნახევარმცველებზე მეტი ფორვარდი სიაში იმიტომაცაა, რომ შემტევებმა დაცვით ფაზაში კარგად თამაში აითვისონ, თანამედროვე ფეხბურთი ხომ უნივერსალიზაციისკენ მიდის�, - განგვიმარტა დევდარიანმა.
* * *
საქართველოს U17 ნაკრები ავსტრიასთან შეხვედრის წინ>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>