ფეხბურთის ფედერაცია: პოსტების შეთავსება მიუღებელია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ბაქოს �ინტერის� მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, ეს უკვე გამცნეთ. აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონთან ერთად მუშაობას ცხადაძე 13 ივნისიდან შეუდგება. მანამდე კი ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს, დასაშვებია თუ არა, რომ ახალგაზრდულის დამრიგებელმა ნაკრებშიც იღვაწოს და აზერბაიჯანულ კლუბშიც...
ალბანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლითი მატჩის (1:0 მასპინძელთა სასარგებლოდ) შემდეგ ცხადაძე საქართველოში დაბრუნდა და �ლელოს� გაესაუბრა.
- ბატონო კახა, �ინტერში� თქვენმა დანიშვნამ გაურკვევლობა წარმოქმნა. ახალგაზრდული ნაკრებიდან მიდიხართ თუ შეთავსებით იმუშავებთ?
- ეს ჯერ არ ვიცი. ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და მიყვარს ყოველდღიური მუშაობა, კვირიდან კვირამდე ვარჯიშებისა და შეკრებების ლოდინი ძნელია... და ამ დროს, აზერბაიჯანიდან ძალიან საინტერესო შემოთავაზება მივიღე. �ინტერი� ძალიან ძლიერი, ამბიციური, მდიდარი, ინფრასტრუქტურით გამართული კლუბია. იქ ყოველდღიური პრაქტიკა მექნება და სწორედ ამას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მწვრთნელის განვითარებისთვის ეს აუცილებელია... თანაც, კლუბი წინააღმდეგი არ არის, რომ ნაკრებშიც ვიმუშაო, ყოველ შემთხვევაში, საქმე არ გაფუჭდება. რაც მთავარია, თანამოაზრეებთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე ჩამოვაყალიბე სისტემა, გუნდის ბირთვი და დარწმუნებული ვარ, მათთან ერთად საქმეს კარგად გავუძღვები. ჩემი გუნდი ამისთვის მზად არის.
- და ფედერაცია ამაზე თანახმაა?
- ნოდარ ახალკაცი არ იყო თბილისში და მასთან დალაპარაკება ვერ მოვახერხე. რევაზ არველაძემ და გოგი ქავთარაძემ კი ჩემი ნათქვამი საკმაოდ ნორმალურად მიიღეს. ბოლოს და ბოლოს, მგონი, მისაღები უნდა იყოს ფედერაციისთვის, რომ ქართველი მწვრთნელი გაიზარდოს. �ინტერში� წასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღე.
- ნაკრებში სელექცია დაამთავრეთ?
- სელექცია ალბანეთში დავამთავრე, უახლოესი რეზერვიც გავსინჯე...
- ალბანეთთან თამაშზე რას გვეტყოდით?
- სხვათა შორის, ბიჭებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს, თუმცა ბოლო 10-15 წუთი ძალიან დაიღალნენ. თავის გამოჩენის შანსი ყველა კანდიდატს მივეცი. სწორედ ამიტომ ვთქვი, სანაკრებო სელექცია ალბანეთში დავასრულე-მეთქი. მიხარია, რომ სანამ ბიჭებს ენერგია ჰქონდათ, დალაგებული ფეხბურთი აჩვენეს. ერთადერთი, ფორვარდებით ვარ უკმაყოფილო - უამრავი მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ, ასე არ შეიძლება. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ ნემსაძე, შონია, თარხნიშვილი, კაკუბავა, ხიდეშელი, თოთაძე, თომაშვილი, მაისურაძე... აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში კბილცეცხლაშვილი და ივანიშვილი. მხოლოდ თარგამაძისა და ფანცხავას თამაშით ვარ უკმაყოფილო. თუ მათ საქმისადმი დამოკიდებულება არ შეცვალეს, ასე წინ ვერ წავლენ, შანსი არ არის...
- რაც შეეხება - �ინტერს�. გეყოლებათ თუ არა გუნდში ქართველი ფეხბურთელი?
- დიახ, მეყოლება, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მის ვინაობას მოგვიანებით გავამხელ.
- დაბოლოს, როგორც შევიტყვეთ, კიევში პრო-ლიცენზიის აღებას შეეცდებით...
- სწავლება ოლიმპიურმა კომიტეტმა დამიფინანსა და მსურს, მის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს მადლობა გადავუხადო.
მერაბ მამულაშვილი
P.შ. პროფლიგის თავკაცმა და ამავდროულად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა პოსტების შეთავსებასთან დაკავშირებით საკმაოდ ლოიალური პოზიცია დააფიქსირა: �ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ცხადაძე ბაქოელებს მოელაპარაკება. ვფიქრობ, სანაკრებო მუშაობასთან ერთად, ჩვენს მწვრთნელებს კლუბებში ყოველდღიური სამწვრთნელო პრაქტიკაც არ აწყენდათ�, - განაცხადა რამიშვილმა.
გუშინ შუადღისას ფეხბურთის ფედერაციაში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზე იმსჯელეს და საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პოსტების შეთავსება მიუღებელია - როგორც მწვრთნელისთვის, ისე ახალგაზრდული ნაკრებისთვის.
© გაზეთი "ლელო"
* * *
Кахабер ЦХАДАДЗЕ: При мне Интер изменится очень сильно 12-06 12:13
http://azerisport.com/articles.php?item_id...338977&sec_id=2Новоиспеченный главный тренер бакинского «Интера» Кахабер Цхададзе перед отлетом в Турцию, где «банкиры» проведут первую часть подготовки к следующему сезону, ответил на вопросы корреспондента azerisport.com.
Как получилось, что вы стали главным тренером «Интера»?
На меня вышло руководство клуба, и я согласился на эту должность.
Долго думали над предложением?
Нет, но были некоторые вопросы, к которым надо было отнестись более детально.
О целях команды в новом сезоне уже говорили?
Пока нет, но «Интер» - команда, у которой может быть только одна цель: первое место в чемпионате и хорошее выступление в еврокубках.
Вы покинули Азербайджан полгода назад. Уже следили за выступлениями «Интера»?
Информация у меня есть. Следил за онлайн-трансляциями на вашем сайте, читал новости, находился в курсе всех событий. Игр, впрочем, не смотрел, но еще успею.
Насколько изменится «Интер» под вашим руководством?
В игровом плане, он изменится очень сильно.
А в плане игроков?
Сначала я должен приглядеться к ним на сборах, определить слабые места. Тогда я уже буду знать, какие позиции наиболее нуждаются в усилении. Новички, конечно, будут.
В том числе, и из вашего бывшего клуба – «Стандарда»?
Возможно.
Ваш первый матч в качестве главного тренера «Интера» попадает на еврокубки.
У нас мало времени, я это прекрасно понимаю. Мы должны хорошо подготовиться, чтобы показать хороший результат. Но моя главная задача – полноценно подготовиться к чемпионату Азербайджана.
Что можете сказать о своей бывшей команде?
Это очень молодая команда. Прогресс налицо – в прошедшем сезоне они финишировали на более высокой позиции, чем в первом. Я думаю, что ее цели будут прогрессировать с каждым годом.