ანანიძის მსგავსად ფანცხავაც არ შეერთებია ახალგაზრდულს.
ფანცხავა ახალგაზრდულში არ გამოცხადდა - გაბელია: უეფას მის დასჯას მოვთხოვთ
მერაბ მამულაშვილი
10 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ლიტვაში გაემგზავრნენ, სადაც 12 აგვისტოს იქაურ თანატოლებს ამხანაგურად შეეტოქებიან. მატჩი შიაულიაიში, ჩვენი დროით 20:30 საათზე დაიწყება. დავუკავშირდით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს, რომელმაც ლიტვური ამბები გვიამბო:
?თითქმის ყველა ფეხბურთელი ადგილზეა, მხოლოდ ოთხ მოთამაშეს - გიორგი გუგავას (?გრანადა?, გრანადა), გიორგი ივანიშვილს (?ვოლენი?, შვეიცარია), გიორგი მაკარიძესა (?ლე მანი?, საფრანგეთი) და ვახტანგ ფანცხავას (?მეტალისტი? ხარკოვი, უკრაინა) ველოდებით. დანარჩენები შიაულიაიში არიან, ტრავმირებული არ გვყავს. 18:30 საათზე ვივარჯიშებთ, ისევე, როგორც სამშაბათს. ლიტვის საელჩომ დაგვიანებით გასცა ვიზა და ამის გამო, მხოლოდ დღეს ჩამოვა მეკარეთა მწვრთნელი დავით გვარამაძე. ძალიან ლამაზ და კომფორტულ სასტუმროში დავბინავდით. მოსამზადებლად საკმაოდ კარგი პირობებია?.
შემდეგ ნაკრების თავკაც ოთარ გაბელიასაც გავესაუბრეთ: ?გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. დღეს კრება ჩავატარეთ. ფეხბურთელებს მარტივი რამ ვუთხარი - თითოეული მათგანისთვის ლიტვასთან მატჩი, ოფიციალურ შეხვედრებამდე, თავის გამოჩენისა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების ბოლო შანსია. 12 აგვისტოს მატჩიდან და ეროვნული ჩემპიონატიდან გამომდინარე, შევარჩევ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 5 სექტემბერს ესტონეთთან, 9 სექტემბერს კი თურქეთთან ითამაშებენ. მე არ ვაპირებ, ასე ვთქვათ, სახელების მიწვევას, მხოლოდ ის ფეხბურთელები დამჭირდებიან, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში საუკეთესო ფორმაში იქნებიან. დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ეს მშვენივრად ესმით. საბედნიეროდ, ტრავმა არავის აწუხებს. ეგ არის მხოლოდ, რომ მათე ვაწაძის წამოყვანა გვსურდა, მაგრამ ბელგრადში ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს. ახლა ოთხის ნაცვლად, 3 თავდამსხმელი გვეყოლება. თუმცა მიმაჩნია, რომ ივანიშვილი, ფანცხავა და ჭედია საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელები არიან და ძლიერი შეტევის ხაზიც გვეყოლება. სანაიას გამოძახებაც მსურდა, მაგრამ ამირანს კუპერმა ეროვნულ გუნდში უხმო?.
როგორც ხედავთ, გაბელიას ფანცხავას იმედიც ჰქონდა, მაგრამ აი, რა გაირკვა, როცა ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელს საღამოს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ბატონი ოთარი აღშფოთებას ვერ მალავდა:
?საღამოს უცხოეთში მოთამაშე მხოლოდ 3 ლეგიონერი ჩამოვიდა. შეკრებაზე არ გამოცხადდა ხარკოვის ?მეტალისტის? თავდამსხმელი ვახტანგ ფანცხავა. თავიდან ვიფიქრე, აეროპორტში ხომ არ შეყოვნდა-მეთქი. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ის ლიტვაში არ ჩამოფრენილა. დავუკავშირდით და არ იკითხავთ, მიზეზად რა დაგვისახელა? - ხარკოვში საქმეები მაქვს და ამის გამო დავრჩიო. არ მესმის, ფეხბურთელს ნაკრებში თამაშზე მეტი რა საქმე უნდა ჰქონდეს?! ასე როგორ შეიძლება?! 17 კაცის ამარა ჩამოვედით, მათგან კი 3 მეკარეა. ეს ნაკრების ღალატია! ამისთვის ფანცხავას მკაცრად დავსჯით და უეფასგანაც იგივეს მოვითხოვთ?.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/187/187-2.htm