მოკლედ...ქართული ფეხბურთი დაიმპოტენტებულია და რამე ვიაგრა ჭირდება

მოდი ობიექტურად ვიმსჯელოთ იმენნა ნაკრებზე,ჩვენი სუსტი წერტილები ჩვენვე დავინახოთ. მე ამას ვხედავ:
1. თავდასხმაში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს! სანაკრებო დონეზე თავდამსხმელები(მეგოლეები),საერთოდ არ გვყავს. არცერთი ჩვენი ფორვარდი არ არიცხება არათუ საკუთარი ჩემპიონატის,კლუბის ბომბარდირთა რიგებშიც კი. თავდამსხმელი,რომელიც სეზონში 10 გოლსაც კი ვერ გაიტანს,ძალიან დაბალი კლასისაა.
2. ნახევრადაცვა. ამაზეც რა ვთქვა...ერთი კობია და მაგის კარგი თამაშიც მე პირადად კაი ხანია აღარ მახსოვს ნაკრებში, ასათიანს თუ თამაში არ წაუვიდა კაპიკია ჩვენი ნახევარდაცვის ფასიც. როდემდე უნდა ვიყოთ უგუნდო და მობერებული ცქიტიშვილის იმედად,რომელიც ისედაც არასოდეს იყო ლიდერი და ვარსკვლავი. მუჯირიც რაღაც ვერ იხსნება სანაკრებოდ.
3. დაცვაში თითქოს არ უნდა გვქონდეს პრობლემები,მაგრამ ძალიან შეუთანხმებლად თამაშობს ჩვენი დაცვიხ ხაზი, განსაკუთრებით ხიზანა ურევს ხოლმე და ვერ გავიგე რატო...
4. მეკარე...არა უშავს,მაგრამ არც ისეთი გვყავს თამაშების გადარჩენაა შეეძლოს და მის იმედზე ვიყოთ.
5.მწვრთნელი. მგონი უკვე დროა შეეშვას ექსპერიმენტებს და რეზულტატზე იმუშაოს.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey