კარგი თამაში იყო. ხალხიც იყო და ატმოსფეროც სესაბამისად საფეხბურთო. ლოკომოტივი გამარჯვებას იმსახურებდა. იმედია რუსთავსაც მოუგებენ ...
ბორჯომი - ძირითადად გამოცდილ მოთამაშეებს ეყრდნობოდნენ. ჯოჯუამ საუკეთესოდ ითამაშა. კარგად ალაგებდა გუნდს. 90 წუთში 3 მომენტიდან 3 გამოიყენეს. ლოკომოტივის ბავშვებს უჭირდათ სტანდარტულებზე კაცებთან გამკლავება.
ვერ დაგეთანხმებით რომ ლოკომოტივის დაცვა ცუდად იდგა. უბრალოდ სტანდარტულები დასახვეწია. მკვეთრი შეცდომა არ დაუშვიათ. პირველ გოლზეც კონტრშეტევის დროს კაცი არ გაპარვიათ საჯარიმოს გარედან შეუგდეს. მე უფრო შუაში არ მომეწონა - უკეთესის სურვილს ტოვებდა საყრდენების და პლეიმეიქერების თამაში. ისე 88 ნომერმა კარგად იმუშავა.
ედიკ საჯაია - თავმოყვარე კლუბმა 120 კილოიანი ფეხბურთელი არ უნდა ათამაშო. დიდი გამოცდილება უდგას ზურგს უკან და პოზიციას სწორად არჩევდა. დალშე ტიპი ვერ დარბოდა.
27ში საინტერესო თამაშს ველი