საფეხბურთო კლუბი ,,ლოკომოტივი” სსრ კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით 1936 წლის 14 აგვისტოს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
კლუბი 1988-89 წლებში გამოდიოდა ”ლოკომოტივის” სახელწოდებით, ასევე,
1990-93წწ-ში ”მერანის”, 1993-95წწ-ში ”მერანი-ბაჩოს”,,ლოკომოტივი” თამაშობდა სსრკ ჩემპიონატების უმაღლეს (1938, 40), I (1939, 1946-48, 1959-70), II (1936-37, 1981-82, 1984-86, 1988-89) ლიგებში და საქართველოს სსრ ჩემპიონატის I ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-56, 1971-75, 1983). ,,ლოკომოტივი” 1990 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში: უმაღლეს (1997 წლიდან), პირველ (1991-95, 1996-97. ასევე 2010) და მეორე (1990-91) ლიგებში. საქართველოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (2001, 02) და მესამე (1999) პრიზიორი. საქართველოს თასის სამგზის მფლობელი (2000, 2002, 2005) და ფინალისტი (2001). ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობს 1999 წლიდან. უეფას თასზე ითამაშა 10 მატჩი (1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება). მეკარეები:
ბაკურ საჯაია - მეკარე (1992)
ბექა ტყემალაძე – მეკარე (1995)
გიორგი ალსამაზიშვილი – მეკარე (1994)
მცველები:
გიორგი გაბაძე – მცველი (1995)
გიორგი მაკასარაშვილი - მცველი (1995)
დათო საჯაია – მცველი (1993)
დათო მიქავა – მცველი (1993)
გივი ბაქრაძე – მცველი (1993)
გიორგი მჭედლიშვილი – მცველი (1992)
ნიკა ჭანტურია – მცველი (1995)
გერასიმე რეზესიძე – მცველი (1993)
ნახევარმცველები:
მათე ცინცაძე - ნახევარმცველი (1995)
ამირან გუგუშვილი – ნახევარმცველი (1995)
გიორგი კაპანაძე – ნახევარმცველი (1991)
გიორგი შარანგია – ნახევარმცველი (1993)
ლაშა კვარაცხელია – ნახევარმცველი (1994)
გიგა გურეშიძე – ნახევარმცველი (1995)
ანრი ძიძიგური - ნახევარმცველი (1993)
გიორგი გოროზია – ნახევარმცველი (1995)
დავით გუჯაბიძე -ნახევარმცველი (1995)
თავდამსხმელები:
დავით ბაქრაძე – თავდამსხმელი (1992)
დათო დარციმელია – თავდამსხმელი (1995)
დათო ჯიქია – თავდამსხმელი (1995)
ნუგზარ შერაზადიშვილი – თავდამსხმელი (1992)
* * *
http://www.facebook.com/LocomotiveTbilisi