იდოს..........
სულ ახალია

ნიკა ჭანტურია - გასინჯვაზე ლონდონის "არსენალში"
6.08.2012 02:30
ნიკა ჭანტურია არსენ ვენგერის თვალთახედვის არეშიც იქნება
ბადრი კეთილაძის ფოტო
17 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალშია" გასინჯვაზე. ფეხბურთელი კვირას ჩაფრინდა ლონდონში, ორშაბათს კი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ქართველი ჭაბუკი სააგენტო FA PLAYERS AGENTS-მა ჩაიყვანა "არსენალში", კერძოდ, გუგა კაჭახიძემ, მალხაზ მუსერიძემ და ბესო აბაშიძემ.
ჭანტურია სარეზერვოების გარდა, "არსენალის" მთავარ გუნდთანაც ივარჯიშებს. ქართველი იქ ორი კვირის განმავლობაში დარჩება და "მეთოფეების" პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ჭანტურია ფრანგი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თვალთახედვის არეშიც იქნება. ვენგერი, როგორც წესი, "არსენალის" რეზერვებსა და ასაკობრივ გუნდებს აკონტროლებს.
თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ჭანტურია 19 იანვარს ხდება 18 წლის. ეს ფეხბურთელი ქართველი გულშემატკივრებისთვის უცხო სულაც არაა: ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდე ნაკრების კაპიტანი გახლდათ.
გეცოდინებათ, ჭანტურია და ამავე ნაკრების ფორვარდი დავით ჯიქია გერმანული "ფრაიბურგის" 19-წლამდელებში ვარჯიშობდნენ ერთი კვირის განმავლობაში. და "არსენალის" ვარიანტიც გამოჩნდა.
ილია ნანობაშვილი
This post has been edited by ვალენსია on 6 Aug 2012, 03:35
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...