სპორტიგივი, ნუკრი არა ვარ

)
მე მახსოვს შენი ყველა პოზიცია, მათ შორის ტოპმიოლერის ამბავშიც და გიდასტურებ, რომ შენებური სირბილის მიუხედავად, სწორი მიდგომა გქონდა...
უბრალოდ, მენტალიტეტზე საუბრობ და მეც ვიტყვი რა...
ზოგადად, მასას საქართველოში ისტორია არა აქვს - სულ ტყუილია ეგ სახალხო მონაპოვრები, რევოლუციები, საზოგადოებრივი აზრები და ასე შემდეგ...
იმიტომ, რომ მოაზროვნე მასის ისტორია, მეტიც, პრეცენდენტიც კი არა გვქონია ამ ცაფირუზხმელეთზურმუხტეთში...
შენ იცი, მე მიტინგებსა და ჩვენ ერთი გუნდი ვართ შეძახილებს მაგრად არ ვაფასებ - მაპატიე და ბითურობაა ეგენი...
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ, მაინც გარწმუნებ - ვერაფერი სახეირო გამოვა ვერც 30 პროცენტისგან, ვერც 70 პროცენტისგან - ერთი დურბინდია ორივე...
იმიტომ, რომ ისტორიას, ფეხბურთის ისტორიასაც კი ინდივიდები ქმნიან...
იცი, მთავრობებზეც ჩემი პოზიცია...
ახლა, ამ ადრე გამომცხვარებს რომ ვუყურებ, ერთი აზრი მომდის - ვფიქრობ, ეს ბიჭები ასწრებენ ხალხის მოთხოვნილებებს. ის, რაზეც მიშა, გრიშა და სასტავი ლაპარაკობს, ეგებ კარგიც იყოს მაძღარ ქვეყანაში, მაგრამ ახლა... ახლა ნაადრევია რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკი - მით უმეტეს, მომავლის ანგარიშში...
მე სოფლელი კაცი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, ახლა სხვა, მუცლისმიერი რაღაცები აწუხებს ხალხს. საქართველოს სიტუაცია არ არის თბილისური სიტუაცია და ამ მხრივ, რესპექტაბელური კვარიათიც კი, თბილისთან შედარებით, დენთის კასრზეა

რატომღაც განვითარების რუსული მოდელი აირჩია ამ ხალხმა - თბილისი, როგორც მოსკოვი, ოქროს ჯიღად ადგას დანარჩენ ნაგავს, პროვინცია თუ პერიფერია რომ ჰქვია...
გამექცა კალამი - მადეირა მეტყვის, ისევ პოლიტიკაო, მაგრამ პოლიტიკა როა თავი და თავი?
მიუხედავად იმისა, ახალკაცის სუბიექტური ოპოზიცია შემრჩა წოდებად, აქ ძალიან ცოტაა ხალხი, ვინც ჩემზე კარგად იცის (უკაცრავად ამპარტავნულად რომ გამომდის) მისი და უჩა უგულავას შესაძლებლობები - ფედერაციაში დანარჩენები ან სტატისტები, ანაც არარაობანი არიან...
უბრალოდ, ნოდარი და უჩა ცუდ დროს და ცუდ ადგილზე მოვიდნენ სამუშაოდ და გარდა ამისა, ერთი უდიდესი ბარიერი ახრჩობთ; დამოუკიდებლები ვერ არიან... მათგან შექმნეს ანგარიშვალდებული ჩინოვნიკები... მათი, როგორც შემსრულებლის ექსცესი გამორიცხულია - უბრალოდ დაიჭერენ ასეთ შემთხვევაში...
და ნოდარს მეორე ტვირთიც აწევს - ბოღმა, მას დღემდე სჯერა, რომ მამა კი არ მოუკვდა, მოუკლეს... ამ ხაფანგს ვერ გაექცევა ვერასოდეს და არც არავის გაახარებს იმათგან, ვინც კი ოდესმე მამამისს გული ატკინა...
ამიტომ ვერ დაიხარჯება იგი ფეხბურთში ბოლომდე და სათანადოდ, თორემ, პრინციპში რაც კი ევალება, ნაკრების ორგანიზების საკითხში, ვერავინ იტყვის, რომ რამეს აკლებს ამ უკლასოებს...
სხვა საკითხია სტრატეგია - გვირგვინში რომ მარგალიტი აპრიალო და ბუდე კი ქაქიანი იყოს, ისე მოსდის, მარტო ნაკრებია პრობლემა?
მაგრამ ასეთია მთავრობის დაკვეთა მეთქი და ხელისუფლებას კი თავი შვეციაში ჰგონია, კლუბები მის საქმეს თავად მიხედავენ, მთავარია ნაკრებს მიეხედოს...
არადა, როგორ მიხედავს კლუბი, ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა თავისთავს, როცა ყველანაირ ბიზნესს სახელისუფლებო ლაპა ადევს და ხალხი დაჭერით თუ არ დააშინეს, ვერც სტადიონი გარემონტდება, ვერც სპორტის სასახლე...
მადეირა იტყვის, რატო ეშინიათ მერეო და იმიტომ, რომ, დამნაშავეები არიან, დანაშაულით იშოვეს ფული და ახლასხვა ძალა არა აქვთ.. გეთანხმები, რომ ცუდია, დამნაშავეები რო აკონტროლებენ ფინანსებს, მაგრამ ის უფრო ცუდია, ხელისუფლება რომ მათთან გარიგებაზე მიდის...
იცი, რა მითხრა ერთმა მსხვილმა მოხელემ? ჩვენი მიზნები მართლა კარგია და იმისთვის, რათა ისინი შევასრულოთ, მორალისთვის გვერდის ავლა გვიწევსო...
ვინ იცის, ახალკაციც ასე ფიქრობდეს, თორემ იგი მოწოდებით მართლა არ არის უზრდელი და დამნაშავე...
დააკვირდი, როგორ ჰგავს სტრატეგია ერთმანეთს - მთავარია ნატოში შევიდეთ და თუ გინდა, ეშმაკს შევეკრათ...
მთავარია, ფინალურ სტადიაზე გავაღწიოთ და თუ გინდა, სხვა ყველაფერი დაინგრეს...
ინებე იდეოლოგიაც - განსხვავებული აზრი ჩასარეცხია...
ასე რომ, მართალი ხარ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ სად იჯდება - ანგარიშვალდებული და დაშინებული იქნება ყველა...
სხვათა შორის, უფროსი ახალკაციც დამნაშავე და დაშინებული იყო - მე ვინახავ კონტროლის პალატის იმ დასკვნას, რომელმაც მოუსწრაფა სიცოცხლე ცხონებულს...
მართალი ხარ, 16 წელია არაფერი იცვლება... იმიტომ, რომ პიროვნებები ვერ ქმნიან ფეხბურთის ისტორიას - მასა 'azrovnebs' da ager Sedegi...
* * *
ტოპმიოლერი კი უფრო მსხვილი მასშტაბის აფერისტია, ვიდრე მწვრთნელი... ნუ გაიგებთ, თითქოს ფეხბურთი არ იცისო ვწერდე...