ზაალის ორი სტატია. როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო. გირჩევთ, არ დაიზაროთ და გაეცნოთ

მსოფლიოზე მესამე ცდით
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეორედ გავიდნენ, სულ კი მეოთხე კამპანიაში მონაწილეობენ. გუნდმა ფრიადი გაჭირვების ჟამს დაიწყო ელიტაში მოსახვედრად ბრძოლა და თანდათან გააუმჯობესა შედეგი: თუ პირველ ჯერზე ორად ორი მატჩი გამართა, მეორეზე რვა ომი გადაიხადა და შანსი ორჯერ გაუშვა ხელიდან, მესამეზე კი 12-თამაშიანი გზა წარმატებით გალია და ჩაროზად ავსტრალიაში ოთხჯერ ირაგბა.
ირბ-ში შესასვლელად მეცადინეობა 1989 წლის ივლისში დავიწყეთ. საბჭომ წევრად 1992 წლის თებერვალში მიგვიღო და 1995 წელს, სამხრეთ აფრიკაში დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევებში ჩაგვრთო. ჩვენთან იმხანად გაგანია ომი იყო, მაგრამ ნაკრები ნასესხები ფულით მაინც გაემგზავრა პოლონეთს და თუმც ლელო ვერ გაიტანა, ორივე თამაშის მოგება შეეძლო, მაგრამ ხან არეკნი ძელს მოხვდა, ხან მოლი ვერ შევათრიეთ და ხანაც პასი ჩაგვიჭრეს.
მეორე ციკლის წინ კავშირში "გუმარის" ბიზნესმენთა ჯგუფი მოვიდა და რაგბი ფეხზე დააყენა. თამაში ეროვნულ სტადიონზე დაბრუნდა და ბორჯღალოსნებმა პირველად ძლიეს რუსეთი, მერე კი ნაბატონარს კოკისპირულ წვიმაშიც, მედგარი დაცვით საარაკო რკენა მოუგეს. ამით გადამწყვეტ სტადიაზე გავედით, მაგრამ იქ თავი იჩინა ქართულმა შინა-აშლილობამ: კაპიტანი რუმინეთთან რკენის წინ დავამხეთ და მოგებული თამაში ბეკთა მოუქნელობით წავაგეთ.
ნაკრები საფრანგეთში გადაფუძნდა
ამეების გამო რეპეშაჟშიღა მოვხვდით, იქ კი მწურთნელი ფიჯელებს ვალში დავუტოვეთ, ხოლო შინ, ტონგასთან, მთელი ძალა მოლის გორებას შევალიეთ. რაღაი იმ დროს სინბინი არ არსებობდა, მეტოქემ ზედიზედ არღვია წესი და თერნოვერებიდან გვალელოვა, ჩვენ კი მაშინღა გავტეხეთ ცხრა ზღვის გაღმელი სტუმრები, იმათ რომ მოედანზე ჩამოეძინათ. და მაინც, ორი რკენის ჯამში ბევრით წავაგეთ და გავვარდით.
მესამე ციკლის წინ მთელი ნაკრები საფრანგეთში გადაფუძნდა, საარსებო სახსარი დაიბევა და უკეთეს გარემოში აიმაღლა კლასი. რეპეშაჟში გასვლის წყალობით "ერთა თასზე" პირდაპირ ელიტაში აღმოვჩნდით და აქამდეც იქა ვსუფევთ ისე, რომ მესამე ადგილზე დაბლა ერთხელაც არ დავშვებულვართ.
ბორჯღალოსნებმა საკუთარი ძალა ირწმუნეს: კრასნოდარში ბინძური ომი მოუგეს რუსეთს, გენჩაზე კი რუმინეთს ცხვირწინ ააცალეს "ერთა თასი". აქედან დაიწყო დაღმასვლა: გაგვიჭირდა პორტუგალიაში, რუსეთმა კი დედის დღეს, ეროვნულზე უეცრად სამი ბური გამოგვიყვანა და ფრეს გამორჩა, მაგრამ ციკლის ბოლოში ირბ-მა გაუხსენა დარღვევა და შესარჩევებიდან მოხსნა.
ჯიგარს პლუს ჭრელი კვართები
რუმინეთს ყარაჩოხლური რაგბი გავუმართეთ და შინ მწარედ წავაგეთ, მაგრამ მანამდელი ნაჯაფრით ხელსაყრელი კალენდარი კი მაინც დავიბევეთ. ჰოდა, რუსეთი შემოდგომაზე კიდევ რომ გვეწვია, თავი დავდეთ, მოლით კლასიკური ლელო შევიტანეთ და თვისტომ მობურთალთაგან პირველები (და აქამდეც ერთადერთნი) გავედით მსოფლიო თასზე.
ავსტრალიაში, ორგანიზაციული ქაოსის გამო, სრულიად მოუმზადებელნი ჩავედით. ბიჭებს ჯიგარი არ აკლდათ, მაგრამ თავი მსოფლიოს ოდენ ჭრელ-ჭრულა კვართებით თუ დაახსომეს, ხოლო მოგებით ვერც მათებრ მიამიტ ურუგვაის მოუგეს. ერთი კია, ჩავარდნამ ჭკუა გვასწავლა და შემდეგ ციკლში საქმე უკეთ წაგვივიდა, მაგრამ ამაზე და პერსპექტივაზეც ხვალ იყოს.
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე
ანგარიშის დინამიკაში პირველი ჩვენი მონაგარი წერია
ლაშქრობა პირველი (1995)
რუსეთი 15:9 საქართველო
5ს: იაკოვლევი -
3ს: ნ.ძაგნიძე
რეფ დიუიუ (სფრ) 25/05 1993 სოპოტი (პოლ)
0:3 0:6 0:9 3:9 3:12 /
6:12 6:15 9:15
პოლონეთი 23:6 საქართველო
2ლ: პუტრა მოროზი; 2გ 3ს: ჰოდურა -
2ს: ნ.ძაგნიძე
რეფ ფანბროკელენი (ჰოლ) 27/05 1993 სოპოტი
0:3 3:3 6:3 6:6 /
6:9 6:16(65) 6:23(80)
ლაშქრობა მეორე (1999)
საქართველო 29:15 ხორვატია
3ლ: რაფავა იურინი ჯაველიძე; გ 4ს: შ.მოდებაძე -
2ლ: ლუნევიჩი მურსი; გ ს: პოშა
რეფ სტოიკა (რუმ) 12/10 1997 ეროვნული (15 ათასი)
5:0(6) 10:0(10) 13:0(15) 13:3(19) 16:3(28) 19:3(30) /
19:8(46) 19:15(52) 26:15(72) 29:15(75)
დანია 8:19 საქართველო
ლ: იესპერსენი; ს: ანდერსენი -
2ლ: იურინი მჭედლიშვილი; 3ს: მოდებაძე
რეფ მიუირი (შტლ) 18/10 1997 ფრედრიკსბერგი
0:5(4) 5:5(10) 8:5(15) 11:5(25) 11:8(38) /
14:8(44) 19:8(70)
იტალია 31:14 საქართველო
5ლ: მარტინი სავიოცი პილატი 2 როზელი; 3გ: ზკანავაკა 2 მაცარიოლი -
ლ: ბუგიანიშვილი; 2ს: მაჩიტიძე მოდებაძე; ა: მაჩიტიძე
რეფ დიუიუ (სფრ) 11/04 1998 ლაკვილა
3:0(12ა) 3:5(31) 6:5(34) 6:12(39) 6:19(40+2) /
9:19(48) 9:24 9:31 14:31(80+2)
საქართველო 12:6 რუსეთი
4ს: ურჯუკაშვილი -
2ს: რაჩკოვი
რეფ ვაითი (ინგ) 20/05 1998 ეროვნული (წვიმა)
0:3(6) 0:6(8) 3:6(26) 6:6(28) /
9:6(43) 12:6(51)
ბორჯ: იურინი (ბუგიანიშვილი) ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი (10-9) მაჩიტიძე შ.მოდებაძე (ხუციშვილი) / მთიულიშვილი ა.გიორგაძე ცაბაძე; მჭედლიშვილი რაფავა კაპ; ლაბაძე ზ.ლეჟავა (კაცაძე) კ.კობახიძე
ირლანდია 70:0 საქართველო
10ლ: ვოლესი ჯონსი მეგსი ოშეი კოსტელო დიუინენი ბელი დემფსი 2 სქალი; 10გ: ელვუდი
რეფ დევისი (უელ) 14/11 1998 დუბლინი
0:7(7) 14(19) 21(36) 0:28(38) /
35(47) 42(51) 49(58) 56(61) 63(68) 0:70(76)
რუმინეთი 27:23 საქართველო
3ლ: ვიორეანუ ბრეზოიანუ მიტუ; 3გ 2ს: მიტუ -
2ლ: ცაბაძე ქავთარაშვილი; 2გ: ურჯუკაშვილი; 3ს: მაჩიტიძე ურჯუკაშვილი 2
რეფ კაპლანი (აფრ) 18/11 1998 დუბლინი
... 6:3 /
6:10 6:17(45) 13:17 16:17(72) 16:24 16:27 23:27(80+)
ტონგა 37:6 საქართველო
4ლ: მაფი ვუნიპოლა 2 ჰალა; 4გ: ტაუმალოლო ტონგა 3; 3ს: ტაუმალოლო -
2ს: ურჯუკაშვილი
რეფ ერიკსონი (ავს) 6/03 1999 ნუკუალოფა
0:3(3) 0:6(9) 0:13(15) 3:13(20) 3:16(35) /
6:16(54) 6:23(65) 6:30(80) 6:37(80+)
საქართველო 28:27 ტონგა
4ლ: ცაბაძე ხეხელაშვილი შველიძე კობახიძე; გ: ურჯუკაშვილი; 2ს: ურჯუკაშვილი კობახიძე წბ ურჯუკაშვილი -
5ლ: ტიუეტი ტაუმალოლო 3 ლუტუი; გ: ტაუმალოლო წბ ფაკაოსიფოლაუ
რეფ მენე (სფრ) 28/03 1999 ეროვნული (30 ათასი)
5:0(7) 5:5(13) 12:5(22) 12:10(39) ნახ (40+3) /
12:17(46) 12:22(58) 15:22(66) 15:27(68) 20:27(72) 25:27(76) წბ(79) 28:27(80+3) ბოლო (80+8)
ლაშქრობა მესამე (2003)
ჰოლანდია 3:32 საქართველო
ს: ფიხურსი -
4ლ: იაშვილი დიდებულიძე 2 ხეხელაშვილი; 3გ 2ს: ჯიმშელაძე
რეფ ფაჩოლი (იტა) 4/02 2001 ამსტერდამი
3:0 10:0 10:3 13:3 /
18:3 25:3 32:3
საქართველო 36:12 პორტუგალია
6ლ: ზედგინიძე 2 აბუსერიძე ზიბზიბაძე 2 ბოლღაშვილი; 3გ: ჯიმშელაძე -
3ს: მელეირუ; ა: პისარა
რეფ მანჩინი (იტა) 17/02 2001 ეროვნული (7 ათასი)
5:0(2) 5:3(6ა) 5:6(17) 10:6(25) 10:9(30) 17:9(38) ნახ (40+2) /
17:12(47) 24:12(57) 31:12(59) 36:12(72) ბოლო (80+2)
რუსეთი 23:25 საქართველო
3ლ: კლიმენკო გრაჩოვი კაშჩევი; გ: რაჩკოვი; 2ს: სიმონოვი სბ უამბაევი -
3ლ: საჯ (ზედგინიძე) ზედგინიძე ლაბაძე; 2გ 2ს: ჯიმშელაძე სბ ლაბაძე
რეფ პრიუვო (სფრ) 4/03 2001 კრასნოდარი
0:5(7) 3:5(21) 6:5(28) 6:12(31) სბ(38რ) 13:12(40) 13:15(40+) /
18:15(44) 18:18(59) 25:18(62) სბ(66ს) 25:23(80+)
საქართველო 43:10 ესპანეთი
6ლ: საჯ (ზედგინიძე) ურჯუკაშვილი კაცაძე აბაშიძე შველიძე ა.გიორგაძე; 5გ ს: ჯიმშელაძე -
ლ: კ.სოუტო; გ: ლასერასი; ს: კოვალენკო
რეფ მალარტიკი (სფრ) 17/03 2001 რუსთავი (12 ათასი)
7:0(2) 12:0(4) 19:0(8) 19:3(40) 22:3(40+4) /
29:3(50) 36:3(68) 43:3(78) 43:10(80+6)
რუმინეთი 20:31 საქართველო
3ლ: გიოკი კოროდეანუ 2; გ: ჩოლაკუ; ა: გონტინეაკი სბ პ.ბელანი -
3ლ: აბუსერიძე ბოლღაშვილი ცაბაძე; 2გ: ჯიმშელაძე; 4ს: ჯიმშელაძე 3 ურჯუკაშვილი სბ ა.გიორგაძე
რეფ დარტიჟაზი (სფრ) 7/04 2001 ბუქარესტი
0:3(3ა) 3:3(24) 10:3(32) 13:3(40) /
13:8(49) 13:13(54) სბ(რ) 16:13(61) 23:13(66) 28:13(72) 28:20(77) 31:20(79)
ბორჯ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე კაცაძე აბაშიძე (ხეხელაშვილი) (10-9) ჯიმშელაძე აბუსერიძე / მთიულიშვილი (ნიკოლაენკო) გიორგაძე ცაბაძე კაპ (რატიანიძე დრ); ნადირაძე დიდებულიძე (მჭედლიშვილი); ბოლღაშვილი იაშვილი (ჯაველიძე) ზედგინიძე
საქართველო 88:0 ჰოლანდია
14ლ: ურჯუკაშვილი ზედგინიძე 2 მოდებაძე 2 ცაბაძე შველიძე ზიბზიბაძე ხამაშურიძე 2 ა.გიორგაძე ხეხელაშვილი ელოშვილი მაჩხანელი; 9გ: ჯიმშელაძე
რეფ ტუმა (ჩეხ) 3/02 2002 ეროვნული (10 ათასი)
5:0(8) 10(12) 17(21) 24(25) 31:0(40+2) /
36(42) 43(47) 48(49) 55(52) 62(58) 69(62) 74(67) 81(76) 88:0(80) ბოლო (80+3)
პორტუგალია 23:27 საქართველო
3ლ: ვერეირუ ეგილარი გონსალვეში; გ 2ს: ჰოფმანი -
4ლ: ხეხელაშვილი ურჯუკაშვილი ა.გიორგაძე 2; 2გ: ჯიმშელაძე; ს: ურჯუკაშვილი სბ მაგრაქველიძე რატიანიძე
რეფ პრიუვო (სფრ) 16/02 2002 ლისაბონი
0:5(5) 0:12(9) 7:12(11) 7:17(20) 12:17(35) 12:20(39) /
12:23(47) 19:23(49) 24:23(51) სბ(63 69) 27:23(75) ბოლო (80+4)
საქართველო 12:12 რუსეთი
4ს: ჯიმშელაძე -
4ს: სიმონოვი 3 რაჩკოვი
რეფ დორდოლო (იტა) 3/03 2002 ეროვნული (60 ათასი)
3:0(14) 3:3(19) 3:6(34) 6:6(38) /
6:9(47) 9:9(52) 9:12(70) 12:12(79) ბოლო (80+5)
ესპანეთი 18:34 საქართველო
3ლ: კ.სოუტო 2 კრიადო; ს: დიესი -
5ლ: ზიბზიბაძე ხამაშურიძე 2 კაცაძე ლაბაძე; 3გ ს: ჯიმშელაძე სბ მთიულიშვილი
რეფ დეფალკო (იტა) 24/03 2002 მადრიდი
7:0(5) 7:5(10) 14:5(25) /
14:10(43) 17:10(48) 17:13(52) 22:13(62) 27:13(72) 27:18(77) 34:18(80)
საქართველო 23:31 რუმინეთი
2ლ: ურჯუკაშვილი ჩხაიძე; 2გ 3ს: ურჯუკაშვილი -
3ლ: სეუანი ტინკუ ბრეზოიანუ; 2გ 3ს ა: ტოფანი სბ ტ.კონსტანტინი
რეფ მორანდინი (იტა) 6/04 2002 ეროვნული (45 ათასი)
0:5(13) 0:8(16) 0:15(18) 3:15(24) 3:18(26ა) 6:18(28) 6:21(30) 6:28(36) /
6:31(43) სბ(46) 9:31(50) 16:31(58) 23:31(74) ბოლო (80+3)
ირლანდია 63:14 საქართველო
8ლ: ჰიქი მეგსი ოდრისკოლი 2 დემფსი ს.ისთერბი ქვინლენი გ.ისთერბი; 7გ: ოგარა 5 ჰამფრიზი 2; 3ს: ოგარა -
2ლ: კაცაძე ხამაშურიძე; 2გ: ურჯუკაშვილი სბ მთიულიშვილი
რეფ ვილიამსი (უელ) 28/09 2002 დუბლინი
0:7(3) 0:10(7) 0:13(11) 0:20(14) 0:23(21) 0:30(25) 0:37(32) 0:42(40) /
0:49(45) 7:49(51) 14:49(71) 14:56(77) 14:63(80)
საქართველო 17:13 რუსეთი
ლ: ცაბაძე; 4ს: ურჯუკაშვილი -
ლ: რაჩკოვი; გ ს: სიმონოვი; ა: რაჩკოვი
რეფ როლანი (ირლ) 13/10 2002 ეროვნული (50 ათასი)
0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) /
17:13(60) ბოლო (80+1)
ბორჯ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი დრ) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე (10-9) ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე); დიდებულიძე ნადირაძე; მჭედლიშვილი (ჩხაიძე) ლაბაძე ზედგინიძე კაპ
ავსტრალიაში
ინგლისი 84:6 საქართველო
12ლ: თინდოლი დოუსონი თომპსონი ბექი დალალიო გრინვუდი 2 რეგანი კოენი 2 რობინსონი ლუგერი; 9გ: ვილკინსონი 5 გრეისონი 4; 2ს: ვილკინსონი -
2ს: ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე
რეფ დელუკა (არგ) 12/10 2003 პერთი (25 501)
0:3(3) 3:3(8) 3:10(14) 3:17(19) 3:24(24) 3:31(26) 3:34(40) /
3:41(45) 3:46(50) 3:53(54) 6:53(56) 6:60(60) 6:65(64) 6:72(72) 6:79(76) 6:84(79)
სამოა 46:9 საქართველო
6ლ: ტანგითაკიმბაუ ვა სოიალო სიტიტი ფეაუნატი ლიმა; 5გ 2ს: ვა -
2ს ა: ჯიმშელაძე სბ მაჩხანელი
რეფ როლანი (ირლ) 19/10 2003 პერთი (21 507)
3:0(4) 3:7(10) 6:7(19) 6:14(24) 6:17(29) 9:17(30ა) 9:24(32) /
სბ 9:27(47) 9:34(60) 9:41(68) 9:46(71)
აფრიკა 46:19 საქართველო
7ლ: როსუ 2 ჰუხარდი ფანიკერკი ფური ბოთა ბერგერი 4გ ს: ჰუხარდი სბ სხოლცი -
ლ: დადუნაშვილი; გ: ჯიმშელაძე; 4ს: ჯიმშელაძე 3 კვირიკაშვილი სბ კვირიკაშვილი
რეფ დიკინსონი (ავს) 24/10 2003 სიდნეი (34 308)
0:3(4) 3:3(11) 3:10(13) 3:17(19) 3:24(22) 6:24(28) /
6:29(41) 9:29(43) სბ(52ა) 16:29(54) 16:36(60) 19:36(62) 19:41(68) სბ(71ს) 19:46(80)
ურუგვაი 24:12 საქართველო
3ლ: კარდოსო იამელასი ბრინიონი; 3გ: დ.აგირე 2 მენჩაკა; ს: მენჩაკა -
4ს: ურჯუკაშვილი კვირიკაშვილი 3
რეფ დიკერი (ზელ) 28/10 2003 სიდნეი (28 576)
0:3(14) 3:3(19) 3:10(24) /
6:10(45) 9:10(50) 9:17(57) 12:17(68) 12:24(78)
-------------------------------------------------------------------------------------------
კავკასიური ჯიგრით
გამეორებას პირველ-ქმნის ხიბლი აღარ ახლავს ხოლმე, მაგრამ ეგ არ ითქმის ბორჯღალოსანთა მიერ მსოფლიო თასზე ზედიზედ გასვლის გამო, რაღაი ჩვენებმა მიზანს შინ-ნაზარდი მწურთნელების ხელქვეით ხომ უწიეს და გზად ის წინაღობებიც მრავლად დაძლიეს, ზეპური რაგბის მახვშები აქამდე რომ უჩენენ მოიმედე ქვეყნებს.
ავსტრალიური მარცხის შემდეგ კავშირის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელობამ ალიანსი გაწყვიტა მარიფათიან ფრანგ გურუსთან და შინაურ კვარტეტს მიენდო, ახალი ხელისუფლება კი წინამორბედთა კურსს გაყვა და თანამდებობის წყალობით, ბორჯღალოსნებს სახელმწიფოს თანადგომაც დაუბევა.
კადრების საფრანგეთში გადინება არათუ გაგრძელდა, კიდევ უფრო გაცხოველდა. ბორჯღალოსნები დაღვინდნენ და ახალი თაობაც წამოიჩიტა. ჩვენს კავშირსაც ქველი სახელი გაუვარდა მსოფლიო ირბ-ისა და ევროპულ არე-ში, მაგრამ რამდენჯერაც საქმე საქმეზე მიდგა, უცხოელმა ოღრაშებმა დებულება ჩვენს საზიანოდ შეცვალეს, არა-კეთილ-მოსურნე მსაჯები დაგვინიშნეს და სამომავლოდაც მალე გამოგვიტანენ სასტიკ განაჩენს ჩვენ-ნაირებთან ერთად.
წინა ოთხ-წლედის დარად, შესარჩევი ციკლი ახლაც მოიცავდა 10-მატჩა, ორ-წრიან "ერთა თასს". ამ შეჯიბრში შინ ხუთივე თამაში მოვიგეთ და რუმინეთს მეოთხე ცდით პირველად ავართვით "ანთიმოზ ივერიელის თასი", მაგრამ პორტუგალიაში იტალიელმა რეფმა მოგვითავა ხელი. მერე, საკუთრივ შესარჩევებში, ინგლისელმა მსტვენელმა არ დაგვანება რუმინული რაგბის ზეიმის ჩაშლა, ირბ-მა კი ლობის მყოლ პორტუგალიასთან ორ მატჩზე ზუსტად ის მსაჯები დაგვინიშნა, რომელთა ხელშიც "ერთა თასზე" წავაგეთ ორი თამაში.
თასისთვის მზადა ვართ
ბარაქალა ბორჯღალოსნებს, რომ ასეთ პირობებშიც არ შედრკნენ და მიზანს მაინც უწიეს. რეფები ლუზიტანთა ქრონიკულ დარღვევებს არ იმჩნევდნენ და კავკასიელებს ასინბინებდნენ, მაგრამ ჩვენებს ჯიგარმა (ახალ, პრომო-კლიპში მცდარად რომ ჰქვია "ენერგია"; არადა, "ქართული ჯიგარი" ბევრად უკეთა ჟღერს და ინგლისურადაც მარკეტინგული "ჯოჯან გათს"-ია) და ღონემ მაინც გაატანინა ლელო და პორტუგალია რეპეშაჟში გაასტუმრებინა.
მთავარ საქმეს რომ დაედგა თავი, ნაკრები ექსპერიმენტებზე გადავიდა, სულ მეორედ, ხოლო სტუმრად პირველად მოიპოვა "ანთიმოზი" და ირბ-ის მიერ დაფინანსებულ ბუქარესტის მოთელვაზეც ღირსეულად იასპარეზა. მერე ბიჭებმა წრთობის კურსი გაიარეს, საფრანგეთშიც გამართეს ერთ-თვიანი შეკრება და ოთხი წლის წინდელისგან განსხვავებით, თასისთვის მზად არიან, რაღაი საქმეს უკვე მოხმარდა 260 ათასი გირვანქა და მილიონ 200 ათასი ლარი.
ვალუტა ირბ-მა გამოყო და თასის შემდეგ ბოლო 50 ათასსაც მოგვცემს, უკვე ათვისებული თანხა კი ფრანგ მაწრთობს და ირბ-ელ დაცვის, სტატიკისა და დარტყმის რეპეტიტორებს მოხმარდათ. ამით დუბლინის კანტორა მესამე დონის ქვეყნებზე (საქართველო პორტუგალია ნამიბია) ზრუნვასაც უსვამს ხაზს, თორემ იმას კი არ ახსენებს საზოგადოებას, რომ "ერთა თასზე" ჩვენს მთავარ კონკურენტს, მეორე დონის რუმინეთს ბარემ ხუთჯერ (!) მსუყედ ასაზრდოებს.
მილარის კვალი ნათელი
ახლანდელი ირბ-ის ელიტა რაგბის გლობალიზაციას რომ აფერხებს, ბევრჯერ დაგვიწერია. საბჭოს მხცოვანი შეფი, ირლანდიელი დოქტორი სიდ მილარი პენსიაზე გასვლის წინ კუდის ბოლოჯერ მოქნევასაც გეგმავს, რათა "კვალი ნათელი" დაუტოვოს შთამომავლობას - პროფესიონალები და მოყვარულები (ამ კატეგორიაში საფრანგეთში ფულზე მოთამაშე ბორჯღალოსნებიც ხვდებიან) საბოლოოდ გამიჯნოს და მსოფლიო თასი ოციდან 16 გუნდამდე შეკვეცოს.
მკითხველმა მიკერძოება რომ არ დაგვწამოს, სხვა სპორტთა მაგალითს შევახსენებთ. ფეხბურთი, კალათბურთი, ჰოკეი, ხელბურთი, ფრენბურთი შეუქცევლად აფართოებენ თავ-თავიანთ მსოფლიოსა და კონტინენტურ პირველობებს, რაგბი კი, "ექვსი ერის" ეგოისტურ მისწრაფებათა გამო, ევროპის ჩემპიონატის დაწესებას ხომ ეწინააღმდეგება და ახლა მსოფლიო თასსაც მეთოდურად ხშირავს.
მიზეზი მილარის გარემოცვის უმაქნისობაა. შემდეგი, მეშვიდე, 2011 წლის მსოფლიო თასი ოღრაშთა საძმომ დალხენილი და საათივით აწყობილი იაპონიის ნაცვლად რაგბზე გადაგებულ, მაგრამ მცირე და მოუწყობელ ზელანდიას რომ უბოძა, ამით რაგბეთის მზარდსა და მოიმედე მასას ცივი წყალი ხომ გადაასახა თავზე და ახლა შეცდომის გამოსწორებას ხარჯის შემცირებით ლამობს.
ვერ დაიბლოკება
თავად განსაჯეთ. უფალი მილარი ახალი წლიდან ყოველი საჯარო გამოსვლისას იმეორებს, მსოფლიო თასის დონე უნდა ავამაღლოთ და საამისოდ ფინალისტთა რიცხვი უნდა შევამციროთო, ახლახანს კი გაცხადდა, რომ ინიციატივა სწორედ რომ ზელანდიიდან მოდის: ფრანგული რაგბის მამამ, ბერნარ ლაპასემ გაამხილა, კივებს 16-გუნდა ტურნირი ურჩევნიათ, რადგან სხვა რომ არა იყოს რა, მაგით პულური სტადია 40 თამაშიდან 24 მატჩამდე მოკლდებაო.
ლაპასემ ეგეც თქვა, რომ ირბ-ის აღმასკომმა საკითხი 16 აგვისტოს განიხილა, ბოგანოთა მოსხეპვას კი ფინალის წინა დღით, 19 ოქტომბერს უყრის კენჭს. თავად ბოგანოებს ამაზე აზრს არავინ ჰკითხავს და კენჭის ყრაზეც წინადადება ვერასგზით ვერ დაიბლოკება, რაღაი ირბ-ის რვა სახლიკაცს ერთად 16 ხმა აქვს, ხოლო დანარჩენ რაგბეთს (ასზე მეტ ქვეყანას) ოდენ ათი.
ამასობაში ზელანდია მომჭირნეობის განხრით უბერავს. ტურნირის მთავარი ასპარეზი, ოკლენდის "იდენ პარკი" განახლების შემდეგ ოდენ 62-ათასა იქნება. მასზე ფინალი "შრომის დღის უიკენდზე" უკვე დაინიშნა, ახლა კი მამები იმაზეც შედგომიან მსჯელობას, რომ ორივე ნახევარფინალი იქვე ჩაატარონ, ხოლო მომცრო არენების მქონე ველინგტონსა და ქრაისთჩერჩს მეოთხედფინალებიღა გაამართვინონ.
ჩილეში მესამედაც?
რას სთავზობს ირბ თასიდან მოსაკვეთ ლიანგს? რასა და 2010 წელს გასამართ "მსოფლიო ალაფაზე" (ტროფი) რაგბობას. მილარის ჩანაფიქრით, თუ ზელანდიაში 16-გუნდა მსოფლიო თასი მოეწყობა, მისი 12 მონაწილე საფრანგეთშივე გამოვლინდება და შესარჩევებში მონაწილეობა (ოთხ წელში ორად-ორი ზედმეტი თამაშის გამართვა!) აცდება, ხოლო ოთხ ვაკანსიას ალაფაზე გაითამაშებს რვა ქვეყანა.
ეს რომ ასე იქნება, ჭაბუკთა რაგბის რეორგანიზაციაც გვაფიქრებინებს. ირბ-მა ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა, რომ ამიერიდან უქმდება 19 და 21 წლამდელთა მსოფლიო თასები და მათ ნაცვლად ერთ ასაკშიღა, 20 წლამდელთათვის მოეწყობა 16-გუნდა მსოფლიო თასი და 8-გუნდა ალაფა.
რესტრუქტურიზებული თასი 2008 წლის ივნისში მოეწყობა და მის მასპინძელს მამები კაცთა მსოფლიო თასის ჩამთავრების შემდეგღა გამოაცხადებენ, 2008 წლის აპრილში დანიშნული ალაფა კი ირბ-მა აგვისტოს ბოლოს უბოძა ჩილეს და რვიდან ხუთი მონაწილეც დაასახელა. ეგენი არიან საქართველო, ურუგვაი, ჩილე, იამაიკა და ნამიბია, დანარჩენი სამი საგზური კი ევროპის, ზღვისრეთისა და აზიის პირველობებში გათამაშდება.
სპორტულ პრინციპს არღვევენ
ევროპის 8-გუნდა პირველობას 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე უმასპინძლებს ბელგია. ტურნირი სრული ოლიმპიური სისტემით, სამ რაუნდად მოეწყობა. სტარტზე ერთმანეთს ხვდებიან რუმინეთი - ბელგია, რუსეთი - ჰოლანდია / ესპანეთი - პოლონეთი და პორტუგალია - გერმანია, საქართველო კი დასში იმად აღარ წერია, რომ ალაფაზე პირდაპირაა დაშვებული.
კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ეგეც სათქმელია, რომ ის, რაც ირბ-მა მოწყალებად მოგვასაღა, სინამდვილეში აშკარა და ურცხვი დამცრობაა. მამათა თქმით, საგაისო 16-გუნდა თასის დასი წლეულს, ბელფასტში გამართული 19-წლამდელთა თასის შედეგთა მიხედვით დადგინდა, იმ ტურნირში კი ჯამური მე-16 (მეორე ჯგუფში მეოთხე) ადგილი ჩვენ დავიკავეთ.
აქედან გამომდინარე, თასზე ჩვენ უნდა ვითამაშოთ, მაგრამ რაღაი ციცქნა ტონგა (კაცი ვერ გეტყვით, რის გამო) მეორე დონის ქვეყანაა, ხოლო საქართველო მესამე დონისა, ირბ-მა XXI საუკუნეში ეს უკვე მეორედ (პირველად 2004 წელს) დაარღვია სპორტული პრინციპი და თუ არ შევეწინააღმდეგეთ, კიდევ ბევრჯერ დაგვაჩიავებს.
დასასრულ, ცოტაც წავიოცნებოთ: ვთქვათ და საფრანგეთში არგენტინა ვძლიეთ, პულში მესამე ადგილი დავიჭირეთ და 12-ეულში მოვხვდით. რას იმაზს მაშინ ირბ? ისევ ჩამოგვაქვეითებს და პუმებს ძალად ჩასვამს 2011 წლის ფინალისტთა სიაში? სხვაფრივ, მამები საგაისო თასსა და ალაფას სამ მილიონ გირვანქას ახარჯავენ, ჩილეში კი ჩვენმა ჭაბუკებმა 1997 და 2001 წლებში უკვე ირაგბეს, პირველი ადგილები დაიჭირეს და თითო დივიზიონით აღზევდნენ.