მადეირააქამდე არ იცოდი შენ ეს ამბავი ?
* * *
ეს ის უცხოელი მოთამაშეები არიან,რომლებმაც მოხსნეს კანდიდატურა:
International Players Out:
Rodrigue Beaubois, Cholet (France)
Mikheil Berishvili, BC Vita (Georgia)
Omri Casspi, Maccabi Tel Aviv (Israel)
Joe Ingles, Melbourne South Dragons (Australia)
Jonas Jerebko, Biella (Italy)
Luc Louves, Orleans (France)
Rudy Mbemba, Solna (Sweden)
Henk Norel, Alicante (Spain)
Giorgi Shermadini, Maccabi Tbilisi (Georgia)
--------------------------
მარკოიშვილს და ცინცაძეს არც შეუტანიათ არასდროს და რომ არ შექონდათ,ეს ცხადი იყო ბოლო 2 კვირაში განვითარებული მოვლენებიდან.
ასე რომ შერმადინის ძღაპარი არ შედგა,რასაც მე თავიდანვე ვიძახდი.
ჯამლეტას დაბოლებების თუკი ვინმეც ჯეროდა,მათი პრობლემაა. მე არასდროს მეჯერა მისი ზღაპრების. 2 თვეზე მეტია,ჯამლეტა აიძულებს ქართულ საკალათბურთო სამყაროს,რომ შერმადინს ნბა-ში გადასვლა მივულოცოთ. პრესკონფერებციებსა თუ უბრალო საუბრებში აცხადებს,დავამტკიცე,რომ პირდაპირ საქართველოდანაც შეიძლება ნბა-ში მოთამაშის გაშვება,აქაც არის მოსამზადებელი პირობებიო. რაკი "ლაიფ მენეჯმენტთან",ტოდ რამასარის კანტორასთან კონტრაქტი გააფორმა,ჯამლეტს მოთავებული ეგონა სადრაფტო საქმე და აცხადებდა,ვსიო,შერმადინი ნბა-ში გადადისო და ეს გოიმი ქართველი მწვრთნელებიც ულოცავდნენ. პრესაქშიც დაიწერა არაერთი სტატია ნატახტრელი ბიჭის პერსპექტივებსა და იმაზე,რომ საქართველოდან ამერიკაში პირდაპირი რეისით გადასვლა გამორჩეული ამბავია და რომ ეს მოხერხდა შერმადინის შემთხვევაში. რაც შერმა ამერიკაში წავიდა,ჯამლეტა სულ მიკიჟინებდა,ლელომ დაგასწრო,რატომ არ წერო. დასწრება რა არის,ვიცი მეთქი,ჯერ რამე ქნას გიორგიმ და არდამწერს მოუ... ყველაფერი მეთქი. ხოდა არც არაფერი დამიწერია,იმიტომ,რომ არ იყო დასაწერი. აი,ეს დავწერე 4 ივნისს:
"სარბიელი"
# 126
ხუთშაბათი, 5 ივნისი, 2008 წელი
ხვალინდელი ქათამი სჯობს
ირაკლი პერტაია
დღეს იწყება გიორგი შერმადინის გადამწყვეტი ბრძოლა დრაფტისთვის. ნბა-ს გუნდებმა უკვე გაუღეს კარი პროფისიულ ლიგაში შებიჯების მსურველ ნიჭიერ ახალგაზრდებს... ყველა სკაუტი, მენეჯერი და მწვრთნელი თავის კლუბის ბაზაზეა მობილიზებული და გულდასმით აკვირდება მათი დარბაზის სტუმარ ტალიკ-ტალიკ ბიჭებს, რომელთაგანაც რამდენიმეს თვალს დაადგავს და 27 ივნისის საღამოს "მედისონ სკვერ გარდენის" განთქმულ დარბაზში გამართულ დრაფტზე აირჩევს.
დრაფტის კანდიდატებიც ერთი კლუბის დარბაზიდან მეორეში დადიან, მესამეში და ასე შემოივლიან თითქმის მთელ ამერიკას. ყველაზე მეტი მიდი-მოდი იმას უწევს, ვისაც ნაკლები სახელი აქვს და ასე "კარდაკარ" სიარულით აწონებს კლუბთა ბოსებს თავს. ფავორიტებისთვის კი ყველაფერი იოლადაა. მათზე დრაფტის მოწინავე რიგში მდგარი გუნდები არიან ჩასაფრებულნი და ისინიც მხოლოდ ამ გუნდებს თუ შეუვლიან ხოლმე.
გიორგი შერმადინი 2 თვეზე მეტი კია, რაც ამერიკაშია, მაგრამ მისი სახელი ისე არ ქუხს, რომ თავი დაიარხეინოს და დრაფტის პირველ რაუნდში არჩევა განაღდებულად ჩათვალოს. ის კი არა, არც ერთ სადრაფტო საიტზე ქართველი გოლიათის სახელს სპეციალისტები მეორე რაუნდში სავარაუდო არჩეულთა შორისაც არ ასახელებენ. მას საკმაოდ კარგი დახასიათება კი აქვს პირად ფაილში, მაგრამ მისნაირი იქ ძალიან ბევრია, უფრო სწორად, მათ ამერიკელები მოხარშულებს იცნობენ სტუდენტურ ლიგაში გამოვლილი სეზონებიდან.
ამიტომაც, თუ მართლაც განსაკუთრებული მონაცემებისა არ არის, ევროპელს ამერიკელებისგან განსხვავებით უჭირს წინასადრაფტო სახელის დაგდება. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში საკმარისზე მეტი არაამერიკელი აირჩიეს მოწინავე ნომრებად, მაგრამ მათგან ბევრმა არ გაამართლა გაცემული ავანსები და ახლა ვითარება დიამეტრიალურად შეიცვალა. შარშანდელ დრაფტზე ყველაზე მაღალ ნომრად არჩეული ევროპელი მარკო ბელინელი იყო, რომელიც მე-18 საფეხურზე მდგარმა "გოლდენ სტეიტმა" შეიმატა და იტალიელმა მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. არაფერს ვამბობთ იმის წინა დრაფტზე პირველ ნომრად აყვანილ, მაგრამ ამ ნომრისთვის სრულიად შეუფერებელ ასევე იტალიელ ანდრე ბარნანიზე.
წლეულსაც გაძვირებულია სადრაფტო ადგილები არაამერიკელებისთვის. ათეულში მოხვედრას სპეციალისტები მხოლოდ იტალიელ ჯუზეპე გალინარის უწინასწარმეტყველებენ, ხოლო ევროპაში ყველაზე მზარდი ცენტრი, ჩერნოგორიელი ნიკოლა პეკოვიჩი სულაც მეორე რაუნდშია გადასროლილი. პეკოვიჩი გასულ სეზონში ბელგრადის "პარტიზანში" თამაშობდა და ამ გუნდმა რომ ევროლიგის პირველ-მეორე ჯგუფური ეტაპები გადალახა და პლეი ოფში ითამაშა, პეკოვიჩის დიდი დამსახურებაა. ჩერნოგორიელი ცენტრი არაერთხელ დასახელდა ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ და ასეთ ბიჭს წელებზე ფეხების დადგმა სჭირდება, რომ დრაფტის პირველ წრეში (30-ეულში) მოხვდეს.
შერმადინი კი საქართველოს ჩემპიონატის უსუსტეს გუნდ "მაკაბიში" თამაშობდა და აქ ჩაგდებული 60 და 70 ქულები ამერიკელებისთვის რამდენად მომხიბვლელი იქნება, მალე გამოჩნდება. შერმადინი 6 ივნისს იტალიაში, ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმომადგენლობით კემპზე უნდა იყოს, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი დაენახვება ამერიკელ სკაუტებს - გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი.
ტრევიზოში გამგზავრებამდე შერმადინს "პორტლენდში" უნდა ევარჯიშა. პორტლენდელებმა გუშინწინ გახსნეს წინასადრაფტო კემპი და 23 ივნისამდე 51 ახალგაზრდას გამოცდიან. პირველ დღეს ორეგონელებმა სამი დრაფტ-კანდიდატი შეამოწმეს: შვედი რუდი მბენგა, ფრანგი როდრიგ ბუბისი და ამერიკელი მაიკ გრინი.
როგორც პორტლენდული პრესა წერს, "ბლეიზერსი" ამ ბიჭებს დრაფტის მეორე რაუნდის ჭრილში განიხილავს, რაკი პირველში ორეგონელები სტუდენტური ლიგის ფინალში გსდფ-ს გამყვან კევინ ლავს უმიზნებენ. თუმცა ამ ყოჩაღ ფორვარდზე დრაფტზე "პორტლენდის" (მე-13 ადგილი) წინ მდგარი გუნდებიც არიან ჩასაფრებულები და "ბლეიზერსს" სამარქაფო კანდიდატებიც შეუგულებია. მათ შორის, სამწუხაროდ, პორტლენდელი ჟურნალისტები არ ასახელებენ გიორგი შერმადინს. აი, ისინიც: რასელ ვესტბრუკი, ტაივონ ლიუსონი, დი ჯეი ოგუსტინი, ბრენდონ რაში, რობინ ლოპესი და დარელ არტური.
"ბლეიზერსს" მეორე რაუნდში ყველაზე მეტი, 3 არჩევნის უფლება აქვს (33, 36, 56) და ამიტომაც დაპატიჟა თავის ვარჯიშებზე ამდენი (51) მოთამაშე. შერმადინი სხვა კანდიდატებთან ერთად სწორედ მეორე რაუნდისთვის მოიაზრება. "თუკი ისინი კლუბის ბოსებს თავს მოაწონებენ, მეორე რაუნდში არჩევის კარგი შანსი ექნებათ" - ვარაუდობს გაზეთ "ჰუპსვორლდის" ჟურნალისტი და შერმადინთან ერთად რამდენიმე არაამერიკელ მოთამაშეს ასახელებს.
არადა, შერმადინის აღმზრდელ ჯამლეტ ხუხაშვილს უპირველესად სწორედ "პორტლენდის" ეიმედებოდა. "ბლეიზერსი" ძალიან დაინტერესებულია გიორგით და არ სურს, რომ ის სხვა გუნდმა აირჩიოსო - ამბობდა შერმადინის ამერიკაში გამგზავრებამდე ხუხაშვილი.
ორიოდ დღის წინ კი "მაკაბის" მწვრთნელმა ასეთი რამ გვითხრა: "თუკი იმის გარანტია არ გვექნება, რომ შერმადინს პირველ წრეში აირჩევენ, წლევანდელი დრაფტიდან მის კანდიდატურას მოვხსნით. ამ სეზონს გიორგი რომელიმე ევროპულ კლუბში ითამაშებს, კლასს აიმაღლებს და მომავალი წლის დრაფტზე დადგება".
აქვე განვმარტოთ, რომ დრაფტზე დამდგარ კანდიდატებს განაცხადის უკან გამოტანა 16 ივნისამდე შეუძლიათ. საერთოდ კი, თუ განაცხადს შეიტან, კანდიდატურის მოხსნა ერთხელ შეიძლება, ხოლო ასაკობრივი ცენზი 22 წელია. შერმადინის 22 წლამდე ჯერ შორია, თუმც თუ წლეულს კანდიდატურას მოხსნის, მომდევნო ჯერზე აუცილებლად უნდა დაელოდოს დრაფტის შედეგებს.
"პორტლენდის" გარდა გიორგის მენეჯერ ტოდ რამასარს სხვა გუნდებიც ეყოლება შეგულებული, სადაც მას 16 ივნისამდე სავარჯიშოდ მიიყვანს. მანამდე კი გრანდიოზული ტრევიზოს კემპია, სადაც ნბა-ს თითქმის ყველა კლუბის დამკვირვებლებთან ერთად ევროპელი სპეციალისტებიც მრავლად იქნებიან
------------------------------------------
ხოდა,რაც ამ სტატიაში პათოსია,ის გამართლდა. მანამდე კიდე ჯამლეტას ფანტასმაგორიული ოცნებებზე უნდა დაწერილიყო,რაც აგე,გამოჩნდა,რომ ტრუხაა

ახლა იძახოს ჯამლეტამ, პირდაპირ საქართველოდანო. ახლა შერმამ ევროპაში უნდა ითამაშოს ეს სეზონი,კლასი აიმაღლოს და გამოცდილება მიიღოს, რათა მართლა კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს დრაფტზე მდგომი მოთამაშეებისთვის. აქაც ჩაიფუშა ჯამლეტას იდეა,რაკი თუ შერმადინი წავა ნბა-ში,ევროპული კლუბიდან გააკეთებს ამას.
ჩემის მხრივ,შერმადინს ყველაფერ კარგს ვუსურვებ.ძალიან კაი ბიჭია,უთქმელი და ალალი. პროსტა ძალიან საცოდავი იყო ჯამლეტას გავლენის ქვეშ. ვწხუხვარ, რომ მისი ნბა-ში გადასვლა წლეულს არ გამოვიდა. იმედია,მომავალ წელს გამოუვა ეს. გააჩნია,რას იზავს მომავალ სეზონში ევროპულ გუნდში.
ჯამლეტაც მეცოდება,ღამეები არ მძინავსო,იმ დღეს მითხრა. დაჟე მეორე წრეში აყვანის გარანტია რო მომცა,დავტოვებდი დრაფტზეო. არადა,1 თვის წინ ამბობდა,პირველი რაუნდის გარანტიის არქონის შემთხვევაში არ დავტოვებო.
ერთი სიტყვით,შერმადინომანია დასრულებულია. ჯამლეტასგან მთელი საკალათბურთო სამყარო დაისვენებს. თქვენ არ იცით,რა ხდებოდა სუპერლიგის მატჩებში. ჯამლეტა თითოეულ ქულას,მოხსნას და დაფარებას დაჰკანკალებდა და თამაში არ დამთავრებულა ისე,სტატისტიკის მთვლელ გოგოებს არ შეკამათებოდა: მოხსნა,პასი,დაფარება დააკელითო. საბოლოოდ ისე გააკეთა,რომ მართლაც ფანტასტიკური სტატისტიკა დაუგროვდა გიორგის,მაგრამ ამერიკელებისთვის ეს რომ არაფერს ნიშნავს,გამოჩნდა კიდეც. ცქიტიშვილს მგონი 5 ქულაც არ ქონდა საქასრთველოს ჩემპიონატში,მაგრამ რო შეხედავდი,მონაცემების ბუკეტი იყო და ამიტომაც აიყვანეს დრაფტზე მე-5 ნომრად. შერმადინმა კი მე-60 ნომრის გარანტიაც კი ვერ მიიღო და ჯამლეტამ საკუთარი განადგურების ფასად გამოიტანა "ერლი ენთაია ლისთიდან" შერმადინის სადრაფტო განაცხადი.
ადიოს,ჯამლეტ,მომავალ ივნისს შევხვდებით მედ. სკ. გარდენში
This post has been edited by ira rava xar on 17 Jun 2008, 09:59