შინაურ კალათბურთს ვინც ესწრებით, დამაკვალიანეთ
ვეძებ გარუნ აკოფოვის ენციკლოპედიას, რათა თუმნად ვიყიდო
http://www.geocities.com/krivi_olimpshi/Za...ki/BK_Garun.htmხომ არ შეგინიშნავთ ახლო-მახლო?
ოთხშაბათს მე და ჩემი ვაჟი ნიკო მივდიოდით გურამ ბაბუასთან,
ვინც არის ძველი კალათბურთელი და ნახსენებია მაგ წიგნის 73. გვერდზე
მოკლედ, უნდა გვეჩუქებინა და მერე იმას მოეთხრო, თუ
იმ ძველი ხალხიდან ვინ ვინ იყო ქალაქში,
მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა:
შანიძით რომ ჩამოვედით მელიქიშვილზე, იქედან დავაწექით ქვეითად ქაშვეთამდე და
ვერსად ვიშოვეთ, რადგან ჩვენს ნასწავლ ხელისუფლებას მოუსპია ყველა წიგნის მაღაზია:
ჩირაღდანი, ევრიკა, სამშობლო, აკადემია, საუნჯე, ნოტები, ....
კერძო, ბაღისა და ქუჩის გამყიდველებს არა ჰქონდათ.
შაბათს, ბაზრობაზე, მარტო სკოლის წიგნები და ლექსიკონები ელაგა
რატიშვილს დავურეკო და ექნება ფედერაციაში?
ან ავტორი ჯანზე როგორაა?
მე ჩემი ეგზემპლარი კი მაქვს, მაგრამ აქამდე ყოველდღე ვარჩევ,
შენიშვნებსაც ვურთავ და ძაან ვერთობი
)))