გარდატეხა მართლა მოხდება თუ გაფართოვდა და სისტემატიზაცია მოხდა გულშემატკივრობის დახვეწაში.
ჩვენ ამ მოძრაობით გავაგრძელებთ იმ ძალიან კარგ წამოწყებას რასაც ერქვა "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" და რომელიც ასე უნიათოდ და საცოდავად ჩაქრა ფედერაციაში მომხდარი სკანდალის შემდეგ პრეზიდენტობის ირგვლივ. რიგი მატჩების შემდეგაც მართალია... (

ყველას კარგად გახსოვთ და ხვდებით რასაც ვგულისხმობ)
გარდამტეხი მომენტია ბევრი რამის გამო და გათვალისწინებით.
ბევრი სარკაზმის და ბაქიბუქობის გარეშე შეიძლება ითქვას რო ბოლო 5 წლის მანძილზე ამაზე შთამბეჭდავი და სახელოვანი გამარჯვევებიც გვქონია და საკმაოდ დამაიმედებელ სტადიაზეც. ვგულისმობ არა "პოსლე დრაკი ვსე გეროიი" პალაჟენიას - ერთი თამაში გვჩება.
ხოდა ყველა ის მცდელობები და პატარა ბედნიერების ნაპერწკლები ისევე ჩაქრა როგორც მათი წინამორბედნი,მრავალნი და მრავალნი.
მაგრამ ეხლა გარდამტეხი პერიოდი იმიტომ დგება რომ ბევრი რამე შეიცვალა და ნაკრები ისევე როგორც გულშემატკივარი საკმაოდ დაღვინდა და გამოიბრძმედა ამ დედამო$##@% სკანდალების და იმედგაცრუებების მერე.
ვალდებულია! ! ! ის თაობა, რომელიც ეხლა მოდის ნაკრებში, ვალდებულია იყოს გაფრთხილებული და საკმაოდ დაჭკვიანებული იმისთვის რომ წარსულის შეცდეომები არ გაიზიაროს. როგორც მთლიანად ნაკრებმა, პირობითად, 22 ფეხბურთელმა, ასევე სათითაოდ ყოველივე მათმა პიროვნებამ.... ნუ იასნია თუ უნდათ რო S 23 მსგავსი მოძრაობები სტადიონზე არა მარტო ერთ სექტორში იყოს.
დაბერდნენ და წავიდნენ დამსახურებულ საპატიო შვებულებაში შოთი და მისი თაობა, წარსულს ჩაბარდა ის დროც როცა სტადიონზე ავეჯს ყიდიდნენ და ბულკის სუნი იდგა მიმდებარე ტერიოტორიაზე, გუნდის სათავეში არის ევროპის დონის საშუალო გერმანელი კარგი მწვრთვნელი (არ თქვათ რო არაა ესე) და რაც მთავარია, ყალიბდება ნელნელა ის ტენდენცია რო ქართულ სპორტსაც ნელნელა ღმერთი სწყალობს და აქეზებს რაგბიდან დაწყებული...