თემაში - მორაგბეთა ნაკრების ფანკლუბი გამოითქვა
ბრწყინვალე იდეა, რომ ფეხბურთის ფან-კლუბი იქცეს ასევე მორაგბეთა ფან-კლუბად, ანუ გაერთიანდეს. იქაური ჩემი პოსტი გადმომაქვს აქაც..................................
მშვენიერი იდეაა!!! მაგარი იქნება, თუ გაერთიანება მოხდება და თანაც ოფიციალურ დონეზე. მაგას რა უნდა, სახელმწიფომ ამხელა პროგრამა დადო განვითარების, სადაც ფეხბურთი და რაგბი ერთ ვარიანტშია განხილული და რაღა უდგას წინ ამ გაერთიანებას?
სფფ-მ არ უნდა გაატრაკოს, რომ მათი ერთ-ერთი მონაპოვარი, ანუ ფან-კლუბი თან იქცეს რაგბის ნაკრების ფან-კლუბადაც. და რაგბის კავშირიც უნდა წამოვიდეს ამ ვარიანტზე, რომ ფეხბურთისა და რაგბის ფან-კლუბი იყოს ერთი და იგივე, თუმცა იმ განსხვავებით, როკმ რაგბი გასვლით თამაშებზე ფანებს ვერ წაიყვანს (რაც არა მგონია რამე პრობლემაა).
მე ჩავერევი ამ საქმეში მაქსიმალურად და რაც ჩემი, ანუ სპორტის დეპარტამენტის მხრიდან იქნება შესაძლებელი ყველანაირ ხერხებს გამოვიყენებ. რაგბის კავშირს ხვალვე შევთავაზებ ამ საქმეს. მერე იქნებ რაღაც დონეზე ერთმანეთს შეხვდნენ რაგბისა და ფეხბურეთის წარმომადგენლები ფედერაციების და ამ გაერთიანებაზე დაიბაზრონ. ზოგადად ეგრეა რომ რაგბი და ფეხბურთი სულ სხვადასხვა სამყაროა, მაგრამ ფანობის ამბავში ვის მოუტრიალდება ენა და ვინ იტყვის, რომ არ შეიძლება გაერთიანებაო.
ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ამ შემთხვევაში ამართლებს მგონი. ამით რაგბიც მაგრად გაპიარდება და არა მგონია ვინმე რამით უკმაყოფილო დარჩეს. რაგბის კავშირმა უნდა მოამარაგოს ფან-კლების წევრები ბილეებით და ასე შემდეგ. მოკლედ, უნდა დაიძრას ეს საქმე და რაც უფრო სოლიდური სახე ექნება მით უკეთესი. ტელევიზია ჩაერთვება, აბა ასე და ასე ვერთიანდებითო და კარგ საქმდე მოჩანს მგონი ეს ამბები................
This post has been edited by VAX-990 on 1 Nov 2007, 16:06
მიმაგრებული სურათი