ჩემპიონთა ლიგა: თბილისის "ლოკომოტივი" ჯგუფში ჩარჩა

თბილისის ლოკომოტივი და ბუდაპეშტის OSC

თბილისის ლოკომოტივი და მარსელი
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში 12 კლუბი ჩაება, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ. C ჯგუფს გასულ უქმეებზე თბილისის საწყლოსნო კომპლექსმა "ოლიმპიკმა" უმასპინძლა. აქ ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" , ჰანოვერის "ვასპო-98" , ბუდაპეშტის OSC და "მარსელი" დაუპირისპირდნენ.
დედაქალაქის "ლოკომოტივმა", რომლის ღირსებას, უმთავრესად, საქართველოს ნაკრების წევრები იცავენ, ამ ტურნირისთვის შემადგენლობა უცხოელი წყალბურთელებით (სრდან აქსვეთიჯევიჩი, ფილიპ კლაჯევიჩი, დრაგან დრაშკოვიჩი) გააძლიერა. თანამემამულეების დახმარება გადაწყვიტა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა რევაზ ჩომახიძემ. მან პირველ ტურში საფრანგეთის "მარსელის" კარში გოლიც კი გაიტანა (დანარჩენ ორ ტურში არ უთამაშია), მაგრამ რკინიგზელებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.
სასტარტო შეხვედრის პირველ პერიოდში მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ფრანგებს. ამის მიუხედავად, პირველი რვაწუთიანი მონაკვეთი მაინც დათმეს - 4:5. მესამე პერიოდი მოიგეს კიდეც - 3:2, თუმცა მეორესა და მეოთხეში გაშვებულ 5-5 ბურთს მხოლოდ 2-ით უპასუხეს და ორთაბრძოლაც 9:17 წააგეს. მეორე ტურში "ლოკომოტივმა" ტურნირის საბოლოო გამარჯვებულ "ჰანოვერის" წინააღმდეგ უკეთ ითამაშა, მაგრამ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა - 9:11. ბოლო ტურის წინ ევროლიგაზე თამაშის შანსი რჩებოდა. უნგრელებმა მასპინძელთა იმედებს ცივი შხაპი გადაავლეს - პაექრობა დიდი ანგარიშით მოიგეს - 15:3 და გერმანელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. ფრანგები ევროლიგაზე მოსინჯავენ ძალებს, ჩვენს რკინიგზელებს კი საამისოდ ერთი წლით დაცდა მოუწევთ.
I ტური
ლოკომოტივი-მარსელი 9:17
4:5, 0:5, 3:2, 2:5
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე (1), ბექა ქავთარაძე (1), სრდან აქსვეთიჯევიჩი (1), ფილიპ კლაჯევიჩი (1), დრაგან დრაშკოვიჩი (4), ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"მარსელი": რემი გარსაუ, ლოგან პიოტი, მათიას ოლივონი (2), ნიკოლას კონსტანტინ ბიკარი (4), სებასტიან მონერეტი (3), თიბაუტ შიმონი (1), უგო კროუსილატი (5), გუილიან დინო (1), ჩარლზ კანონე, იგორ კოვაჩევიჩი, დავიდ კაუმეტე, ალექსანდრ კამარასა (1), არშაკ ჰოვანისიანი, მთავარი მწვრთნელი ოლივერ ჩანდიუ.
II ტური
ლოკომოტივი-ჰანოვერი 9:11
2:2, 2:4, 2:4, 3:1
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი (2), კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია (1), ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე, ბექა ქავთარაძე, სრდან აქსვეთიჯევიჩი (3), ფილიპ კლაჯევიჩი (2), დრაგან დრაშკოვიჩი, ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"ჰანოვერი": როჯერ კონგი, ანდრეას შლოტერბეკი, ერიკ ბუკოვსკი (1), მარინ ბანი (1), მარეკ ტკაჩი (1), დავიდ კლეინი, პრედრაგ ჯოკიჩი (2), პერი ესტრანი (1), ალექსანდრ რადოვიჩი (5), ბენც ტოტი, მარკო ბოლოვიჩი, მეტე ბალატონი, ბოიან პაუნოვიჩი, მარტონ საგი, მთავარი მწვრთნელი კარსტენ შეჰაფერი.
III ტური
ლოკომოტივი-ბუდაპეშტი 3:15
1:4, 0:3, 0:6, 2:2
"ლოკომოტივი": ნიკოლოზ შუბლაძე, ზურაბ რურუა (1), გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი (1), მიხეილ ბაღათურია (1), ლევან ჩიქვინიძე, რევაზ ჩომახიძე, ბექა ქავთარაძე, სრდან აქსვეთიჯევიჩი, ფილიპ კლაჯევიჩი, დრაგან დრაშკოვიჩი, ალექსანდრე რუსიშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი.
"ბუდაპეშტი": დავიდ ბისტრიტსანი, ადამ დეკერი (3), ბენეშ ბატორი, ტონი ნემეტი (1), ზოლტ ჯუჰაში (1), გაბორ კოვაჩი (4), გაბორ ჰეგედუში (1), კევინ გრანამი, ფერენც სალამონი (2), მიკლოშ გორ-ნაგი, ერიკ ბუნდშუნი (3), დრასკო ბრგულიანი, ბოტონდ ბარაბაში, მთავარი მწვრთნელი ბალაშ ვინცე.

თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ გამარჯვებული ბუდაპეშტის OSC
სატურნირო მდგომარეობა
1. ვასპო-98 ჰანოვერი (გერმანია) - 7 (28:24)
2. OSC ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 5 (32:20)
3. მარსელი (საფრანგეთი) - 4 (35:29)
4. ლოკომოტივი თბილისი (საქართველო) - 0 (21:43)
თბილისის თასი თურქეთის ნაკრებმა მოიგო
საწყლოსნო კომპლექსს "ოლიმპიკში" დასრულდა "თბილისის თასის" გათამაშება, რომელშიც საქართველოს. თურქეთის, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებები და თბილისის "ლოკომოტივის" გუნდი მონაწილეობდნენ. საქართველომ 24-8 მოუგო აზერბაიჯანს (ბითაძე-4, მაგრაქველიძე-4, ბაღათურია-3
ჯახაია-3, ფურცელაძე-3, ცრეპულია-3, რურუა-2, ჩიკვაიძე-1, გეგელაშვილი-1), 12-13 წააგო თურქეთთან (რურუა-3, ხვედელიანი-3, ცრეპულია-2
გეგელაშვილი-1, ჯახაია-1, ბაღათურია-1, ქავთარაძე-1), 18-10 მოუგო "ლოკომოტივს" (რურუა-4, ბაღათურია-3, ცრეპულია-3
მაგრაქველიძე-3, ბითაძე-2, გეგელაშვილი-1, ქავთარაძე-1, ჩიკვაიძე-1) და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.
თბილისის თასი თურქეთმა მოიპოვა, რომელმაც საქართველოს გარდა დაამარცხა აზერბაიჯანი 20-9 და ლოკომოტივი 16-4. თბილისის ლოკომოტივი მესამე ადგილზე გავიდა, აუტსაიდერ აზერბაიჯანს 21-11 მოუგო (ქენქაძე-5, ჩიქვინიძე-5, კოტარია-3, კახეთელიძე-2, ურუშაძე-2, კლაჯევიჩი-2
მოსაშვილი-1, სულაძე-1).
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თბილისის თასი ევროპის შესარჩევი ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ტურისათვის სამზადისის ერთ-ერთი ეტაპი იყო. გუნდი 16 სექტემბრიდან უკვე სერბეთში იმყოფება, 24 სექტემბერს კი ისრაელს ეწვევა, სადაც საკვალიფიკაციო ტური ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფის მეტოქეები არიან: ჰოლანდია, ლიტვა და მასპინძელი ისრაელი. მატჩები 25-26-27 სექტემბერს გაიმართება.
და ისტორიული მატჩი თურქეთთან - ორივე ტაიმი