#47754621 · 7 May 2016, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
თბილისში მიმდინარე შეჯიბრის მორიგ ტურში ახალგაზრდა ქართველი წყალბურთელები ბელარუსს დაუპირისპირდნენ და ისევ იოლი გამარჯვება იზეიმეს – 15:4. შეგახსენებთ, რომ მანამდე, მასპინძლებმა საფრანგეთს (13:4) და სლოვაკეთსაც (13:5) დამაჯერებლად აჯობეს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ციკლში დასკვნით შეხვედრას 7 მაისს ფინეთთან ჩაატარებს. მატჩი “ოლიმპიკში” 11:30 საათზე დაიწყება.
ისიც ვთქვათ, რომ 2016 წლის ევროპის პირველობის ფინალური ეტაპი 11-18 სექტემბერს, ჰოლანდიურ ალფენში გაიმართება.
--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:
-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად; -სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.
"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
|