ესეც მეორე გამარჯვება

14:30 Великобритания Грузия 9:10 (3:4, 2:2, 0:2, 4:2) FT
დიდი ბრიტანეთი ჯგუფის აშკარა ფავოროტი გახლდათ ცნობისთვის

მალტასთან კი გვაქვს წაგებული შარშან, მაგრამ ის თამაში არაფერს წყვეტდა – უკვე გასულები ვიყავით და თანაც ჩომახიძე არ გვყავდა

ესეც ინტერვიუ

მაშინ ჯერ კიდევ რუსეთის ნაკრების წევრი იყო

რეზო ჩომახიძე: “დამანახეთ პროექტი და მოვდივარ!”[კახა გოგოხია, ”ვერსია”]
რეზო ჩომახიძე უნიკალური წყალბურთელი და პიროვნებაა. იგი სიდნეის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო წყალბურთელად.
ამას გარდა, მას დამთავრებული აქვს დიპლომატიური აკადემია, ეკონომიკური ფაკულტეტი და პოლიგლოტიცაა - ქართულის გარდა, თავისუფლად ფლობს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს.
სამწუხაროდ, რეზო ჩომახიძე, როგორც წყალბურთელი, საქართველომ ვერ გამოიყენა. რაკიღა ჩვენი წყალბურთი წლების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიგდებული, რეზომ რუსეთს მიაშურა და სწორედ ამ ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში დაიპყრო უმაღლესი მწვერვალები. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ოცნებობდა სამშობლოში დაბრუნებასა და ქართული წყალბურთის სამსახურში ჩადგომაზე. 34 წლის ვარსკვლავს, ვინძლო, კარიერის მიწურულს მაინც მოუხდეს ამდენი ხნის ნაოცნებარის ასრულება. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის, გია ნაცვლიშვილის თქმით, თუკი პრეზიდენტად აირჩევენ, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე-მწვრთნელად რევაზ ჩომახიძე წარმოუდგენია.
დანარჩენზე კი, თავად ჩომახიძე გვესაუბრება:
- რუსეთის ნაკრები უკვე დავტოვე. პეკინის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ციკლში, რუსეთის საწყალოსნო სახეობათა ფედერაციამ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უხეში შეცდომები დაუშვეს. შესაბამისად, გუნდის გამოცდილმა წევრებმა ნაკრები დავტოვეთ და ბოლოს, ისე მოხდა, რომ რუსეთი პეკინის ოლიმპიადის მიღმა დარჩა. ახია მაგათზე - წესით, ოლიმპიადაზე თავისუფლად შეეძლოთ მოხვედრა და იქაც მედლებისთვის უნდა ებრძოლათ. რუსული კლუბები ევროთასებზე მშვენივრად თამაშობენ, მაგრამ საკლუბო მაღალი დონე ნაკრების წარმატებებზე ვეღარ აისახება, რადგან ნაკრებში არასწორად უდგებიან საქმეს.
სანაკრებო კარიერა, ფაქტობრივად, დაასრულეთ. სეზონის ბოლოს, მოთამაშის კარიერის დამთავრებასაც ხომ არ გეგმავთ?
- დეკემბერში 35 წლის ვხდები. უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ. წყალბურთში ბევრს მივაღწიე და მართლაც არ გამოვრიცხავ, სეზონის ბოლოს ყველაფერს წერტილი დავუსვა. თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ წლის ბოლომდე მთელი ძალით ვითამაშებ, ასაკის მიუხედავად, ჯერ ისევ ჯანზე ვარ.
მწვრთნელებიც ასე ფიქრობენ და ძველებურად გენდობიან?
- დიახ. ყველა მატჩში მაძლევენ თავის მაქსიმალურად გამოჩენის საშუალებას. მათ უნდათ, ვეტერანმა მოთამაშეებმა ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.
საქართველოში რომ დაბრუნდეთ და თქვენს თანამემამულეებს გაუზიარიოთ გამოცდილება, ამაზე არ ფიქრობთ?
- მთელი ცხოვრება მაგაზე არ ვოცნებობ? ძალიან მწყდება გული, რომ ტიტულები საქართველოს კი არა, რუსეთის ნაკრებში მოვიპოვე. ოღონდ ეროვნული ნაკრები გვყოლოდა და იქ მეთამაშა, ტიტულებზე სულ არ ვინაღვლებდი. კი, იყო რამდენჯერმე დაპირება, რომ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ დანაპირები დღემდე ვერ შესრულდა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გია ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუკი მას აირჩევენ, ეროვნულ ნაკრებში თქვენს დანიშვნას აპირებს მოთამაშე მწვრთნელად...
- ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ აირჩიონ ნაცვლიშვილი და საქართველოს საწყალოსნო ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა, ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩემს დაბრუნება-არდაბრუნებაზე საუბარი. მხოლოდ დანაპირებით საქმე არ გაკეთდება, ახლა საქმისადმი ძალიან სერიოზული მიდგომაა საჭირო. თუკი ქართული წყალბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ, უნდა გვქონდეს ხანგრძლივ დროზე გათვლილი გრანდიოზული პროექტი. სასიცოცხლოდ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და კლუბების შექმნა, რათა გვქონდეს ნორმალური ეროვნული ჩემპიონატი, წამოვიდეს ახალი თაობა.
ნაცვლიშვილისვე თქმით, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი აქვს...
ახლა დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომ აუცილებლად ვითამაშებთ ლონდონში, მაგრამ ქართულ ხელბურთს ნაღდად აქვს დიდი პოტენციალი და თუკი საქმეს სწორად მივუდგებით, გამორიცხული არაფერია. საქართველოს ჩემპიონატის განვითარებასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბაზა და არც საკონტროლო მატჩების ნაკლებობას უნდა უჩიოდეს.
თქვენს მოთამაშე მწვრთნელობასა და საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული უცხოელების ჩამოყვანაზე რას იტყვით?
- ჩემი თამაში, ალბათ, აღარ დასჭირდება საქართველოს ნაკრებს. სიმართლე გითხრათ, ვერც უცხოელების დამატების აუცილებლობას ვხედავ. უცხოელი შეიძლება ჩამოიყვანო რაღაც დროით, თუკი ერთი კონკრეტული ამოცანა გაქვს გადასაჭრელი. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებში ქართველები უნდა თამაშობდნენ, მითუმეტეს, კადრების ნაკლებობას არ ვუჩივით და მოგვდგამს კიდეც გენში წყალბურთის თამაში. ისე, იმასაც გულახდილად გეტყვით, რომ ამჟამად, საქართველოს ნაკრებში მოთამაშეთა უმეტესობას კარგად არ ვიცნობ და როდესაც მათ თამაშს ვნახავ, მერე უფრო გამიადვილდება ამაზე ლაპარაკი.
ცხოვრებას საქართველოში აპირებთ თუ რუსეთში?
- რუსეთში მხოლოდ ვთამაშობ. რუსეთში ცხოვრება არასოდეს მსურდა. აქტიურ სპორტულ კარიერას როცა დავასრულებ, აუცილებლად სამშობლოში დავბრუნდები. საქართველოში წყალბურთში რომც ვერ ვნახო სამსახური, ისეთი სპეციალობები მაქვს, არ დავიკარგები - ეკონომიკური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, დიპლომატიური აკადემია და ქართულის გარდა, ოთხ ენასაც ვფლობ.
This post has been edited by შევარდენი1906 on 6 Sep 2009, 16:41
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!