საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრებს თბილისში, საცურაო აუზ "ოლიმპიკში" დაუპირისპირდება .
ზვიად დავითიანის გუნდი ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე შემოდგომით ჩაება. ქართველები შესარჩევ ჯგუფში ბრიტანელებთან და ბერძნებთან ერთად მოხვდნენ. ქართველებმა პირველი ტურის მატჩში "ოლიმპიკის" აუზში, ბრიტანელებს 9:3 მოუგეს, ბერძნებმა კი ინგლისელებს მანჩესტერში 11:2 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე, საბერძნეთის ნაკრები, მსოფლიო წყალბურთის ელიტის წარმომადგენელია. 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ელადელებმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა რუსებთან დათმეს და მე-4 ადგილს დასჯერდნენ, 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში კი ერთი ადგილით მაღლა აინაცვლეს.
2002 წელს საბერძნეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა მოიგო, შარშან შტუტგატში 1993 წელს დაბადებულთა ევროპის პირველობაზე ბერძნებმა მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმეს და II ადგილზე გავიდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე წყალბურთელთა გულშემატკივრები დღეს დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ელოდებიან.
http://www.interpressnews.ge/ge/component/...rispirdeba.htmlიმედია დღეს გავიმარჯვებთ პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში.