მოახლოვდა 15 თებერვალი...

ეროვნული ნაკრები ჰერცებ-ნოვიში, 2014 წლის თებერვალი
როგორ მოვემზადეთ
ვყოფილვართ მონტენეგროში შეკრებაზე, ოღონდ ნატურალიზებული წყალბურთელების გარეშე (ცრეპულიაა, ფრანიჩევიჩი, ელაჩა, ელეზი).
გვითამაშია ოთხი ამხანაგური მონტენეგროს ჩემპიონთან, ჰერცებ-ნოვის P.V.K Jadran-თან, რომელიც ადრიატიკის ლიგაზეც გამოდის (იადრანში ორი ქართველი ანდრია ბითაძე და ხვიჩა ჯახაია ირიცხებიან)
ანგარიშები უცნობია, თუმცა ცნობილია რომ 2 მატჩი მოვიგეთ ჩვენ და 2 იადრანმა...მონტენეგროელებმა წარმატებაც გვისურვეს თურქეთთან მატჩში - i za Gruziju koja za 10-tak dana igra odlučujuće kvalifikacione utakmice za odlazak na evropsko Prvenstvo. Želimo im puno uspijeha !!!

7 თებერვალს თბილისში ოლიმპიკის აუზში ამხანაგურად გავეჯიბრეთ აზიის მოქმედ ჩემპიონს, ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატების მუდმივ მონაწილე ყაზახეთს. აქ ნატურალიზებულებიდან მხოლოდ ცრეპულია დაგვეხმარა და წავაგეთ 11-12
საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე(მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი, ფიზიოთერაპევტი: მიხეილ აბრამიშვილი
ყაზახეთთან კიდე უნდა გვეთამაშა 3(!) ამხანაგური ..მარა ანგარიშები არსად წერია (შეიძლება თურქეთს ვუმალავთ

გუშინ ქართველებს შემოუერთდნენ მარინო ფრანიჩევიჩი და მარკო ელაჩა, რომელიც წარმატების იმედით გამოეთხოვა ცოლ-შვილს

ხვალ, 11 თებერვალს მარკო ელეზი ჩამოდის
რა შეიძლება ჩაითვალოს თურქეთის უპირატესობად...ფინანსები+უკეთესი შეკრება+ამ ეტაპზე თამაშის გამოცდილება + მთავარი მწვრთნელი = ლეგენდარული ხორვატი Dragan Matotinović
სხვადასხვა დროს წვრთნიდა ესპანეთს და საფრანგეთს ..1991 წელს ესპანეთთან ერთად მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლი, 1992 წელს ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასევე ვერცხლი..1993 წელს ევროპაზე ბრინჯაო..მანამდე 1986 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი.მოაგებინა სპლიტის მორნარს....2001 წელს პირეოსის ოლიმპიაკოსთან ერთად "ოთხთა ფინალში" მეორე ადგილზე გავიდა..არაერთგზის მოიგო ხარვატიის ჩემპიონატი...2007 წელს ჩინეთს მოაგებინა აზიის ჩემპიონატი..2011 წელს Pinheiros თან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატი მოიგო..
შარშან უხმეს მატოტინოვიჩს თურქებმა და არც მეტი არც ნაკლები 2 წლიან კონტრაქტში უხდიან 2,5 მილიონ დოლარს..მთავარი მიზანი 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მოხვედრაა..

პლუს კოორდინაციას უწევს თურქეთის ყველა ასაკობრივი გუნდის წვრთნას
ანუ საქართველოს ყველა შემთხვევაში უნდა მოუგონ

თურქეთის ბოლო ტესტები
7 თებერვალი თურქეთი - ბელორუსია 15-4(1-1, 5-1, 3-1, 5-2)
გოლები: Arslan Sutalo(3), Şafak Şimşek(2), Atakan Destici, Nadir Sönmez, Bahadır Özbakış(3), Alican Çağatay(4)
TÜRKİYE : Akif Topaloğlu - Arslan Sutalo - Berk Bıyık - Can Gözüsulu - Şafak Şimşek - Osman Selim Gülenç - Yiğithan Hantal - Atakan Destici - Nadir Sönmez - Mihajlo Korolija - Bahadır Özbakış - Alican Çağatay - Berk Gezek
8 თებერვალი თურქეთი - საფრანგეთი 6-14(2-2, 0-3, 3-5, 1-4)
გოლები: Arslan Sutalo, Ege Çolak, Berk Bıyık, Bahadır Özbakış, Alican Çağatay(2)
TÜRKİYE : Akif Topaloğlu - Arslan Sutalo - Ege Çolak - Can Gözüsulu - Berk Bıyık - Osman Selim Gülenç - Ümit Pişkin - Atakan Destici - Nadir Sönmez - Mihajlo Korolija - Bahadır Özbakış - Alican Çağatay - Berk Gezek
9 თებერვალი თურქეთი - რუმინეთი 6-10(1-2, 1-3, 1-4, 3-1)
გოლები: Arslan Sutalo(3), Ege Çolak, Alican Çağatay(2) (TÜRKİYE)
TÜRKİYE : Akif Topaloğlu - Arslan Sutalo - Ege Çolak - Can Gözüsulu - Berk Bıyık - Osman Selim Gülenç - Şafak Şimşek - Atakan Destici - Nadir Sönmez - Mihajlo Korolija - Bahadır Özbakış - Alican Çağatay - Berk Gezek

დრაგან მატოტინოვიჩი თურქებთან კონტრაქტის გამორმებისას 2013 წლის მარტში....მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში შედის
მოკლედ ურთულესი ბრძოლა იქნება და თუ გავალთ ნამდვილი სასწაული...ხო 23 თებერვალს დრაგან მატოტინოვიჩს 60 წელი უსრულდება...ასე რომ ან ზე-ჯიგრულ დაბადების დღეს გადაიხდის ისტამბულში ან საერთოდ არ გადაიხდის

ჩვენზეა დამოკიდებული
სპორტული პრესა ერთობ მეჩხერად წერს ამ თემაზე და აქედან მაინც წაიღეთ მზადაა უკვე

ოღონდ თბილისის ფორუმი მიუთითეთ

შუტკა
This post has been edited by guriaaa on 10 Feb 2014, 21:28