რუსთაველზე დედა შვილს ასეირნებდა, როცა ქუჩიდან ცოფიანი პიტბული გამოვარდა და პირდაპირ მათკენ გაეშურა. ამ დროს, როცა უკვე ქალი ფიქრობდა რომ შვილთან ერთად იღუპებოდა, გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც კისერში ძლიერი დარტყმით მოკლა ძაღლი. ამ დროს მეორე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც ჟურნალისტი ყოფილა და თქვა:
-მე ხვალ სტატიას დავწერ სახელწოდებით: დინამოს ფანმა დედა-შვილი სიკვდილისაგან იხსნა
-არა, მე დინამოს ფანი არა ვარ...
-კარგი, მაშინ ლოკომოტივის ფანმა
-არა, არც ლოკომოტივის. მე ზესტას ფანი ვარ...
მეორე დღეს გაზეთში სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით
"ს.კ. "ზესტაფონის" ფანმა ვერაგულად მოკლა ოჯახის წყნარი ძაღლი"
ბეუქლიშვილი მოკვდება და მიადგება სამოთხის ჭიშკარს. იქ ერთერთი წმინდანი დახვდება და კითხავს:
-რამე ძალიან კარგი გაგიკეთებია ცხოვრებაში?
ის დაფიქრდება და უპასუხებს
-არა, არამგონია.
-კარგი, მაშინ მიპასუხე, როდესმე მაგრად თუ გიყოჩაღია?
-კი, ერთხელ
-და რა გააკეთე?
-"დინამო" - "ზესტას" მატჩის დროს არარსებული თერთმეტმეტრიანი დავნიშნე ზესტას კართან...
-მშვენიერია!!! თუ გახსოვს, შეგიძლია მითხრა ეს როდის მოხდა?
-3 წუთის წინ...
ანუ რა ხდება ეხლა, სასაცილო არაა, მარა აზრს ხო ჩაწვდით არა?

"დინამო" - "ზესტას" თამაშისას თბილისელთა დაცვამ დაიჭირა ორი ფანი, რომელიც ღობეზე გადაძრომას ცდილობდნენ.
პოლიციელმა ერთ-ერთს საყელოში წაავლო ხელი და დაუღრიალა:
"ახლავე მობრუნდით და უყურეთ თამაშს, სანამ არ დამთავრდება"
აცდაჩი-მ ვერ მოახერხა თამაშზე თავის დროზე მისვლა და მე-60 წუთზე მიუსწრო. მან დინამოფან-ს ჰკითხა:
-რა ანგარიშია?
-0:0
-პირველი ტაიმი როგორ დამთავრდა?
ერთს გადავაკეთებ

"ზესტას" ფანი, ნიკუშა მოკვდება და მიადგება ჯოჯოხეთის კარს. იქ ეშმაკი გაიჩითება და ეუბნება:
-ვერანაირად ვერ შეგიშვებ ჯოჯოხეთში, არ ხარ ღირსი
-აუ კაი რა, რას ვერ შემიშვებ, მე ხომ "ზესტა"-ს ფანი ვიყავი(

)
-მერე რა, ეგ არაა საკმარისი...
მაშინ ნიკუშა ეშმაკს სთხოვს ახლოს მივიდეს, რო ყურში რაღაც უთხრას. ეშმაკიც დათანხმდება...
"ზესტას" ფანმა რაღაც ჩასჩურჩულა. ეშმაკმა გაოცებულა შეხედა და სასოწარკვეთილს აღმოხდა:
-კაი რაააა ნიკუშ, ღმერთი არა გწამს...