მოკლედ, მე ვიფიქრე და მივხვდი როგორ უნდა ვუშველოთ საქართველოს ნაკრებს:
პირველ ეტაპზე, ნაკრების მწვრთნელად უნდა დავნიშნოდ ვინმე კომპიუტერის მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული პედაგოგი...იმდენი უცხოელი ტრენერი გამოიცვალეს, ენები ქე იციან უკვე და დროა უკეთეს, საოფისე სამსახურზე იფიქრონ ბიჭებმა

მეკარედ უნდა დავაყენოთ გია მაისაშვილი, ამბობენ დაფრინავსო...
ცენტრალურ მცველებად უნდა დავაყენოთ "ნაით ოფისის" დაცვის ბიჭები და ვუთხრათ, რომ საჯარიმო მოედანი არის "ნაით ოფისი". 20 ლარი თუ არ გადაუხადეს ისე კაციშვილს არ შეუშვებენ შანსი არაა. სანამ მოწინააღმდეგე ფეხბურთელები ფულს მოატანინებენ ვინმეს ან ახლობლებს გამონახავენ შეგვიშვითო, 90 წუთი კი გავა მგონი...
განაპირა მცველებად უნდა ვათამაშოთ ყვითელი ავტობუსის მძღოლები. ჯერ ერთი ჩემს ფეხებს დაუბგონებენ, იქით არ დაუაბგონონ და მეორეც , რო გასკდნენ არ გაატარებენ. მაგენმა იმ დღეს ჩემი ერთი ნაცნობი არ გაატარეს, 16 წელი სროკი აქვს მოხდილი და 5 კაცი ყავს მოკლული და ვიღაცა პიჟონ კრიშტიანუსნაირებს გაატარებენ???...
საყრდენ ნახევარმცველებად თელასის გამოცდილი ინკასატორები უნდა გვყავდეს. ატანაც იციან და ჩაჭრაც. რაც მაგათ ტონობით კაბელი აქვთ ჩაჭრილი და წყევლა-გინება აქვთ ატანილი, რაცხა გრამებიან ბურთს ვერ აიტანენ და ჩაჭრიან ვითომ???...
განაპირა ნახევარმცველებს ძალიან ბევრი მოძრაობა, სისწრაფე და კარგი გადაცემა მოეთხოვებათ. ნუ ეხლა მოტყუებაც თუ შეუძლიათ ხო მთლად დახატავს. ამიტომ ერთ მხარეს მიშა სააკაშვილი დავაყენოთ ( 1. რასაც ეგ მოძრაობს და დარბის?! 2. მაგი გორში გაიქცააა, სირბილი ცოდნია იმის დედა ვატირე! 3. 40 ცალი კაგებეს აგენტი გადასცა რუსებს და ბურთს ვერ გადასცემს?! 4. მოტყუება იცის ისეთი, ტყუილის უნახავს გაგხდის) და მეორე მხარეს მამუკა ღლონტი ( 1. კაცი ყოველდღე რუსთავიდან თბილისში დარბის და 50 მეტრიან მონაკვეთზე ვერ ირბენს??? 2. გადაცემები ხო მაგის სპეციალობაა 3. რაც სტუდია მაესტრო არსებობს ერთი შვიდი გადამღები ჯგუფი გამოიცვალა, სულ ატყუებდა ხელფასს ხვალ მოგცემთ, ზეგ მოგცემთ და აჯერებდა. 4 სისწრაფე არ ვიცი აქვს თუ არა, მარა ლუკა რაზმაძეზე ნაკლები არ ექნება)
გამთამაშებელს ასევე უნდა შეეძლოს კაცის მოტყუება, ტექნიკა სისწრაფე დამოხერხებულობა უნდა ქონდეს. ხოდა, ზურა ვადაჭკორია ზედგამოჭრილია ამისთვის. მოწინააღმდეგე გუნდს კი არა საკუთარ გუნდსაც დაუმალავს ბურთს როცა გაუსწორდება მაშინ. აბა?!
თავდამსხმელი , თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნების მიხედვით, ჩემი აზრით უნდა იყოს მაღალი, ათლეტური, სწრაფი, უნდა შეეძლოს ორთაბრძოლების მოგება, მათ შორის თავითაც, ფეხით ხომ უნდა ურტყამდეს და ურტყამდეს...ამხელა მილიარდნახევრიან ჩინეთში ერთ მაღალ კუნგ-ფუისტს ვერ ვიპოვით ვითომ? დავაბაროთ ამ ნივიძიმკების, პრიგოლკების და აბადოკების გამყიდველებს და სულ კაპიკებში ჩამოგვიყვანენ...ეგ კი არადა მოქალაქეობას რომ მივცემთ აქეთ იხდიან ფულს თურმე, ოღონდ ხელი მოუწეროს ვინმემ და 5 თუ 10 ათას დოლარს იხდიანო.
რაც შეეხება იმას, როგორ მოვიზიდოთ მაყურებელი სტადიონზე:
იაფად მივაქირავოთ ეროვნული სტადიონის ტრიბუნები თაღლაურას, მშვენიერი ადგილია ლუდის დასალევად და სახინკლაოდ, მეორე იარუსი გადახურულია, მუსიკებიც არი სტადიონზე, ქვედა იარუსზე ჰაერზე დაჯდომის მსურველები განლაგდებიან და ეგაა რა, გადაჭედილი იქნება სულ, თან ფულიც შემოვა და შემოვა ქართულ ფეხბურთში.
ა, რავარია?
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey