მართალია, აქ ზოგიერთები - ტემპერა, მადეირა, ჩოჩრიკა ჩემთან ქეიფს არ კადრულობენ და არც აქაურ პიკნიკებს მაგებინებენ, მაგრამ რათ მინდა მაგათი დაპატიჟება, ისეც არ მაკლია მწვადაობა. თუ არ გჯერათ და, აჰა, ფაქტები.
ეს დავათში, იანვარში - გამზადების პროცესში. იმდენად ყინავდა, სასმლს ჭიქაში რომ ვასხამდით, დალევამდე ყინულის თხელი აპკი ეკვრებოდა ზედ. მაგრამ უმაგრესი ლაშქრობა იყო.

ესეც გამზადებული

ეს თებერვალში ჩარგალში - მემწვადეთა რაზმის უფროსის რანგში

ეს - შემოდგომაზე ქიზიყში, სოფელ მაღაროში რთველზე

ეს - სექტემბერში, თუშეთში მიმავლებმა ბოთლისწყაროსთან წავუხემსეთ.

ეს - ჭილის ტბაზე ნოემბერში

ეს - ამ ყველაფრის შედეგი, როცა სასწორმა ძლივს გამიძლო.

მანამ კი იყო ეს ჭმუნვა - შევდგე? არ შევდგე? კაი ჯანდაბას - შევდგები.

დაბოლოს, განწყობისთვის და გარკვეული "ნამიოკისთვის" ორიოდე არამწვადური ფოტო.
ეს - ხადას ხეობაში გასულ ზაფხულს. გიჟი მიუშვი ნებასაო...

ეს - სამების ეკლესიიდან (ძეგვის თავზე) სამშობლოს ხედებს ვათვალიერებ

ესეც - ჭილის ტბის მიმდებარე ტყეში და ვსო, მოვრჩი ფოტოგამოფენას. გეყოფათ ამდენი სილამაზის ცქერა.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".