მეც შემოგიერთდებით სპორტულ-არასპორტული თემატიკით.
ბრაზილიური სერიალი ციკლიდან "ცნობილ სპორტსმენებთან":
ბრანკოსთან. თურმე იგივე სასტუმროში ყოფილა დაბინავებული თავისი გუნდით - "ფლუმინენსეთი", მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ დილით შევეჩეხეთ, როცა სასტუმროდან გადიოდა, რომელიღაც ქალაქში მიფრინავდნენ კალენდარულ თამაშზე. მე არც მი იწცევია ყირრადღება. არადა, ჰოლში გვერდით ჩამიარა, კარებში გასვლისას. ამ დროს ჩვენი დელეგაციის ერთმა საკმაოდ ცნობილმა ბიზნესმენმა იყვირა, ე ბიჭო, ეგ ბრანკო არააო და გამოეკიდა... ბრანკოს ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ ფოტოს გადაღებაზე უპრობლემოდ დაგვეთანხმა, მერე კი საქართველო და ჩვენი ფეხბურთელებიც ეგრევე გაიხსენა. ვიღაც-ვიღაცები თვითონაც გამოგვკითხა, სად არიან, რას საქმიანობენო.
საერთოდ, ჩემდა გასაკვირად, ბრაზილიელებმა საქართველოს შესახებ ევროპელებმა ბევრად მეტი იცოდნენ.

ესეც ცნობილ ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერისთან. აწ უკვე მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (აქედან სამჯერ - პირადში) მძიმეწონოსანიც ჩვენს სასტუმროში ცხოვრობდა. ეგ ფოტო დილით აუზზეა გადაღებული, სადაც თავის გოგოსთან ერთად ჩამოდიოდა. ეგეც გასაოცრად უბრალო ადამიანი აღმოჩნდა. არც იმაზე გამოუთქვამს პრეტენზია, როცა აუზზე იმ გოგოსთან ერთად ფოტოს ვუღებდი, მერე ჩვენთან გადაღებასაც უპრობლემოდ დათანხმდა. სასტუმროში ერთი კვირა ვუყურებდი მის ქცევას, დამოკიდებულებას სხვებთან - თანაგუნდელებთან, კონკურენტებთან, რიგით ადამიანებთან... თავისუფალ სამყაროში თავისუფალი იდეებით გაზრდილი ადამიანი. ამასთან, პიროვნული თვისებებით შემკული, რომელსაც არ აქვს ვარსკვლავური ავადმყოფობა.

ძაან უბრალო კაცის შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც არ ყოყლოჩინობს თავისი წარმატებებით თუ მომავალი პერსპექტივით... სასიამოვნოა ასეთებთან ურთიერთობა.

ეს ფოტო ისე, გან წყობისთვის - შაქრის მთა, რომელიც ჯერ ასე ნისლებით შეგვხვდა, მაგრამ მერე დაგვდო პატივი, ნისლები გადაიყარა და მოგვცა საშუალება რიოს ულამაზესი ხედებით დავმტკბარიყავით. დაბლა, ფერხთით წყნარი ლაგუნა განრთხმულიყო, რომელსაც ძველი, პორტუგალიელ კოლონიზატორთა მიერ გაშენებული დასახლება ამშვენებდა (ერთადერთი ადგილი რიოში, რომელიც არქიტექტურის თვალსაზრისით მომეწონა), იქით სამხრეთ ამერიკის ყველაზე გრძელი - 40-კილომეტრიანი ხიდის კონტურები, ლაგუნის სიღრმეში - იახტ-კლუბში თეთრი მძივებივით მიმოფანტული იახტები, მთელ თვალსაწიერზე გადაშლილი ლურჯად მოლივლივე ოკეანე, მეორე მხარეს რიოს განთქმული სანაპირო - კოპაკაბანა, წითელი და თეთრი პლაჟები, კონკოვარდოს მთა რიოს განთქმული ქანდაკებით... მოკლედ, ჩამოსვლა არ მინდოდა მაგ მთიდან, თუმცა დაბლაც არანაკლები სიამოვნება იყო - ტურისტული ბილიკი ტროპიკულ ტყეში ჩადის, იქაურობა კი ცალკე სიამოვნებაა. სამწუხაროდ, თვითონ კონკოვარდომ არ გვცა ასეთი პატივი - წვიმდა და ისეთი ნისლი იყო, ქრისტეს ქანდაკების ძირში ვიდექით და სახე არ ჩანდა. 5-7 წუთით ძლივს გადაიყარა ნისლები, ის სახე რომ დაგვენახა, მაგრამ ეს არ იყო ქანდაკება - მაცხოვარს იმდენად მეტყველი სახე აქვს, თითქოს საკაცობრიო ჭმუნვით შეპყრობილი ცოცხალი არსება დაგყურებს თავზე.

დაბოლოს, მშობლიური ბახმაროს მთებიდან: ჩვენ გაგვიმარჯოს, სპორტის ბრიგადას!:up:
* * *
უპს - მთავარი ფოტო დამვიწყებია!
მარაკანაზე!
მართლაც საოცარი ადგილია. პირველად თამაშზე ვიყავი - "ბოტაფოგომ" "კრუზეიროს" 3:1 მოუგო, მეორედ კი ტურისტად მივედი... მგონი, მაშინ უფრო ლამაზი იყო იქაურობა, ვიდრე - თამაშისას. კი, ისიც მაგარი იყო - სტადიონის გუგუნი ახლაც ყურში ჩამესმის; გარინჩას ბიუსტთან დაკავშირებული არასასიამოვნო მოგონება დღესაც არ გამნელებია იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი გავარკვიე, მაგრამ არასათამაშო ვითარებაში ეს დიდებული სტადიონი ლამაზ ქალს ჰგავდა, შთამბეჭდავად გარინდებულს, რომელიც გიზიდავს თავისკენ... მინდორზე ჩვენს იმავე გვირაბით აგვიყვანეს, რომლითაც ფეხბურთელები გადიან და მე და დავით კილაძე, ჯპს-ს პრეზიდენტი და ბრაზილიური ფეხბურთის ქომაგი, ემოციისგან კინაღამ გავფრინდით. ჩემს ტავს ფანს არ ვუწოდებ, რადგან არ მაქვს ფანური უკიდურესობები, მაგრამ იქ დაახლოებით მაინც გავუგე ფანებს, საიდან მოდის მათი ემოცია და რატომ კარგავენ საკუთარ თავზე კონტროლს. ყველაფერი დაგვათვალიერებინეს - გასახდელ-მოსახდელი, საშხაპე ოთახებიც კი და ასე მეგონა, აგერ-აგერ სადრაც რომელიმე ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი შემომხდება-მეთქი.
This post has been edited by tavadze on 5 Nov 2010, 14:33
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".