ღმერთმა სულ ერთად და ბედნიერად გამყოფოთ, რა მაგარი ვარ ისე, მივხვდი
გოგუა როდის მოიშუშებს ნეტა ტრავმას, იმედია მალე გაასწრებს რუსეთს და სადმე ევოპაში სერიოზულ ფეხბურთს ითამაშებს...
* * *
გოგუამ ვარჯიში განაახლა
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველმა ლეგიონერმა გოგიტა გოგუამ, რომელმაც განვლილი ტური გაციების მიზეზით გამოტოვა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ამის შესახებ, რუსული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა championat-ი იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ძირითად შემადგენლობასთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მომდევნო ტურში, საკუთარი მოედანზე, სამარას “კრილია სოვეტოვთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, რომ მომავალ მატჩში, “სპარტაკს” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც წინა ტურში “ტომთან” დაპირისპირების დროს, თავი გაიტეხა და 10 ნაკერი დაადეს.