forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (13) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რამაზ ნოზაძე, წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია
katolina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1199
წევრი No.: 46222
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:20  #8692967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tsu-girl
ბოდიში რაა, რაღაც არასწორად გავიგე და.....
იზვინი... 2kiss.gif
tsu-girl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 887
წევრი No.: 19647
რეგისტრ.: 9-May 06

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:23  #8692999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
katolina
QUOTE
კარგად ხუმრობ ჩემთან დაკავშირებით, მარა ცოტა მარილი აკლია... ტო ესტ გაკლია.
სარკაზმს ცოტა მოუკელი ფისო 


თქვენთან დაკავშირებით რა ვიხუმრე და სარკაზმი სად დაინახეთ? თუ რამე გაწყენინეთ დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რას გულისხმობთ.

tavadze
QUOTE
არის მეორე მომენტიც - ნოზაძეს, როგორც სხვა წარმატებულ სპორტსმენებს, მართლაც ხშირად დაატარებენ ოფიციალურ შეხვედრებზე არასპორტულ სტრუქტურებში. მწვრთნელისა აქაც მესმის.


უბრალოდ, მეშინია მასაც "ზვიადაური" არ დაემართოს.

რა დეპრესიიდან გამოყვანაზეა საუბარი? აბ ბოლო პერიოდში იყო რამე?
katolina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1199
წევრი No.: 46222
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:28  #8693059      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tsu-girl
პიემი ნახე რაა, იქ მოგწერე და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს sad.gif
tsu-girl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 887
წევრი No.: 19647
რეგისტრ.: 9-May 06

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:35  #8693164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
katolina
QUOTE
tsu-girl
ბოდიში რაა, რაღაც არასწორად გავიგე და.....
იზვინი... 

ნამდვილად არ არის საჭირო ამდენი მობოდიშება, მეც გამიგია რაღაც არასწორად smile.gif

არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ნანოზე გავარკვიოთ რამე 2kiss.gif

QUOTE
tsu-girl
პიემი ნახე რაა, იქ მოგწერე და კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს 


ვნახე და გიპასუხეთ კიდეც 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
რამაზ ნოზაძის კომენტარი:

- ბაქოში ძალზე ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ოლიმპიადის წინა წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ასეა ხოლმე. მიხარია, რომ აზერბაიჯანიდან მედლებით “დახუნძლულნი” დავბრუნდით. ჩემი ჭიდაობითაც კმაყოფილი ვარ - ყველა ძლიერ მეტოქესთან ნორმალურად ვიბრძოლე.

- მაგრამ ფინალურ ორთაბრძოლაში ძალიან გაგიჭირდა, ლამის დამარცხების ზღვარზეც იყავი...

- ბევრი ორთაბრძოლა ჩავატარე და გადაღლილი გახლდით. თანაც, ფინალი იყო და ზედმეტ რისკს ვერიდებოდი. ამის ბრალია, მცირე სხვაობით რომ გავიმარჯვე, თორემ უკეთაც შეიძლებოდა.

- როგორც ვიცი, ჯერ ვარჯიში არ დაგიწყია...

- ცოტა ხანს დავისვენებ. შეიძლება მენისკის ოპერაციაც გავიკეთო. თან, ფორმის დაკარგვაც არ მინდა და ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ ხოლმე.

- შენმა მწვრთნელმა კი გვითხრა, რომ ჯერ ვარჯიშისთვის ვერ იცლი. უკვე მრავალი წელია, ოთარ ტატიშვილთან ვარჯიშობ და არაერთხელ გვინახავს, როგორ “შეგაფუცხუნებს” ხოლმე ორთაბრძოლისას. ჩემპიონობის შემდეგ გდებას მას უსრულებ ხოლმე...

- ხალიჩის გარედან ჭიდაობის პერიპეტიები გაცილებით კარგად ჩანს და მწვრთნელის შეძახილს არაერთხელ გამოვუფხიზლებივარ. სასიამოვნოა, როცა მწვრთნელის დავალების შესრულებას ახერხებ...

- ეგ კია სასიამოვნო, მაგრამ ბატონი ოთარი გულდაწყვეტილია - საქართველოში მწვრთნელებს სათანადოდ არ აფასებენო. ამაზე რას იტყვი? ჩემპიონები მართლაც არაერთხელ დაგაჯილდოვეს, თქვენი დამრიგებელი კი...

- ნამდვილად არ ვიცი, ვინ უთხრა მადლობა და ვინ - არა. ბატონმა ოთარმა კარგად იცის, მადლობელი რომ ვარ ამდენწლიანი მუშაობისთვის. მთავარია, რომ თავად გადავუხადე მადლობა...

- შენგან კი არა, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას ვგულისხმობ...

- რა გითხრათ? ძალით ხომ ვერავის ვათქმევინებ მადლობას(?!)...

- კარგი. დაჯილდოების შემდეგ მედალი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ჩამოჰკიდე გულზე... შეპირებული იყავი?

- ბატონი კახა გეწაძე ძალიან კარგი ადამიანია. იგი მხოლოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კი არა, ჩვენი მეგობარია და ოჯახის წევრივით გვიყვარს. ეს მედალი სწორედ მას მივუძღვენი.

- ათენში ვერცხლის მედალი მოიგე. რა იქნება პეკინში?

- წინასწარ ამის თქმა ძნელია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად მოვემზადო და ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვდე. დანარჩენს კი უშუალოდ ტურნირი გვიჩვენებს...
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25593
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:51  #8693345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tsu-girl
QUOTE
რა დეპრესიიდან გამოყვანაზეა საუბარი? აბ ბოლო პერიოდში იყო რამე?

ამ ბოლოს არაფერი - ღმერთმა აშოროს. ალბათ, იმ ავარიაზეა ლაპარაკი, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ყველანაირად ჩაბარდა წარსულს. ცხადია, ნანოს სამუდამო ტრავმად დააჩნდა, მაგრამ გადაიტანა იმ ფარგლებში, როგორც უნდა გადაეტანა.


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
tsu-girl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 887
წევრი No.: 19647
რეგისტრ.: 9-May 06

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 22:53  #8693370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
ამ ბოლოს არაფერი - ღმერთმა აშოროს. ალბათ, იმ ავარიაზეა ლაპარაკი, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ყველანაირად ჩაბარდა წარსულს. ცხადია, ნანოს სამუდამო ტრავმად დააჩნდა, მაგრამ გადაიტანა იმ ფარგლებში, როგორც უნდა გადაეტანა.


მე არაფერი ვიცოდი ავარიის შესახებ sad.gif იმედია სერიოზულად არ დაშავებულა.

და რამე ინფო ხომ არ გაქვთ მენინსკის თაობაზე?

VAX-990
ჭ ა ნ ო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2077
წევრი No.: 38792
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 23:07  #8693544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მწვრთნელი ვარ, ვისმა შეგირდმაც წლის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა შეძლო. თუმცა, ჩემი სახელი არავის უხსენებია. პატივმოყვარე ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ ჩემპიონები რომ დააჯილდოვეს, მადლობა მაინც ეთქვა ვინმეს... მწვრთნელს მადლობა და დაფასება აძლევს სტიმულს, თორემ საჩუქრები არავის სჭირდება. ნოზაძის დუბლს რომ თავი დავანებოთ, ჩემი აღზრდილებიდან წელს ერთი ევროპის ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში, ერთიც შავი ზღვის თამაშების გამარჯვებულია, მყავს ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებიც. რა ვიცი, მაინც არავის გავხსენებივარ!

- კი მაგრამ, რატომ?!

- რა მოგახსენოთ. არც სპორტის დეპარტამენტში უთქვამთ რაიმე ჩემზე, არც ფედერაციაში და არც სპორტსმენებს გამოუდიათ თავი. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში მწვრთნელი მეორეხარისხოვან ფიგურად იქცა


ეს ინტერვიუ ნამდვილად არ მინახავს, ზუსტადაა გადმოწერილი თუ რა არის? ნამდვილად რაღაც ვერაა გარკვეული....

მე ვიცი ის, რაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გადღებული. მოკლედ, ტატიშვილი სპორტის დეპარტამენტმა 2007 წლის მიწურულს დააჯილდოვა საპატიო რაინდის ორდენით, სიგელით და ძალიან სოლიდური ფულადი პრემიით კონკრეტულად რამაზ ნოზაძის აღზრდისათვის....

ოთარ ტატიშვილი სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე 2007 წლის 30 დეკემბერს რესტორან მონოპოლში

This post has been edited by VAX-990 on 29 Feb 2008, 23:08

მიმაგრებული სურათი
_MG_0933.jpg


--------------------
ყველაზე მაგარი კაცი არის მკლავჭიდელი ჯონ ბზენკი და აბა ვინმემ თქვას არაო!!!
tsu-girl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 887
წევრი No.: 19647
რეგისტრ.: 9-May 06

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 23:18  #8693708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
VAX-990
QUOTE
ეს ინტერვიუ ნამდვილად არ მინახავს, ზუსტადაა გადმოწერილი თუ რა არის? ნამდვილად რაღაც ვერაა გარკვეული....


ჩემი ინტერპრეტაციით ნამდვილად არ არის გავრცობილი, ამის დასადასტურებლად ინებეთ ლინკი კვირის პალიტრა

QUOTE
ოთარ ტატიშვილი სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე 2007 წლის 30 დეკემბერს რესტორან მონოპოლში


ეს ალბათ მერე იყო smile.gif
VAX-990
ჭ ა ნ ო


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2077
წევრი No.: 38792
რეგისტრ.: 24-July 07

გამოგზავნილია: 29 Feb 2008, 23:31  #8693869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tsu-girl
QUOTE
ჩემი ინტერპრეტაციით ნამდვილად არ არის გავრცობილი, ამის დასადასტურებლად ინებეთ ლინკი კვირის პალიტრა


ოკ, არც მიგულისხმია, რომ ინტერპრეტაციით იყო გავრცობილი, უბრალოდ ვიფიქრე ახალი იყო, რაკი თარიღი არ ჩანდა.

ახლა დავაკვირდი, ინტერვიუში ასეთი წინადადებაა - ათენის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა რამაზ ნოზაძემ წელს “ოქროს დუბლი” შეასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალიც მიუმატა.

ასე რომ, ესაა 2007 წლის სექტემბრის მეორე ნახევრის პერიოდის ინტერვიუ და ბუნებრივია დაჯილდოვებაც და ყველაფერიც მერე იყო war.gif

This post has been edited by VAX-990 on 29 Feb 2008, 23:33
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25593
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 1 Mar 2008, 13:37  #8697540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
VAX-990
QUOTE
ასე რომ, ესაა 2007 წლის სექტემბრის მეორე ნახევრის პერიოდის ინტერვიუ და ბუნებრივია დაჯილდოვებაც და ყველაფერიც მერე იყო

კი, ჭანო, ეგ დაჯილდოებები მერე იყო - მაგ ინტერვიუდან საკმაო ხნის სემდეგ, მაგრამ პირველ ხანებში ტატიშვილს მართლა არსად იწვევდნენ. ფედერაციაში პრესკონფერენცია რომ გამართეს მსოფლიოსთან დაკავშირებით, იქაც კი არ მიუწვევიათ. ცუდია, რომ შარშან არავის - არც დეპარტამენტს და არც სსჟა-ს საუკეთესო მწვრთნელი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, მაგ ტიტულს სწორედ ტატიშვილი იმსახურებდა. გასაგებია ბეგი დარჩიას მტავარი მწვრთნელობა, გასაგებია შოთა ხაბარელის ნაკრების წარმატებები, მაგრამ ეგენი მაინც ნაკრებებს ავარჯიშებენ ანუ სხვისი მომზადებული სპორტსმენები მიჰყავთ ბოლო კონდიციამდე, მაგრამ ის სპორტსმენები დიდწილად მაინც პირად მწვრთნელებთან ემზადებიან. ანუ, ნოზაძის დუბლში ლომის წილი ტატიშვილზე მოდის.
irakli88
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8810
წევრი No.: 25655
რეგისტრ.: 15-November 06

გამოგზავნილია: 1 Mar 2008, 14:54  #8698048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რამაზ ნოზაძე

ამის იმედი მაქვს ოლიმპიადაზე smile.gif
სუხიშვილები
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7407
წევრი No.: 40767
რეგისტრ.: 28-August 07

გამოგზავნილია: 1 Mar 2008, 20:26  #8698466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და როგორც თქვეს შეყვარებული ყოლია კი და ამერიკაშია ის გოგო ჰარვარდში სწავლობსო, ასე რომ მგონი მართლა მცდარი ინფოა ცოლის მოყვანა...

http://www.myspace.com/qetato აი ესაა ის გოგო მგონი, მასე თქვეს ყოველშემთხვევაში.



ოხ რა ხართ ეს გოგოები ასეთიჭორაობაზე გიჟდებით რაა biggrin.gif
smile.gif ქეთის მე ვიცნობ smile.gifმართლმადიდებლურ ფორუმზე პოსტავს, ძალიან კარგი ადამიანია, როგორც ვიცი შეყვარებული არ ყავს, იგივე მსმენია ნოზაძეზე ამიტომ მგონი ეს წმინდა წყლის ტყუილი უნდა იყოს, თუმცა თუ სიმართლეა ღმერთმა ბედნიერნი ამყოფოს ორივე მაგრამ ჩემი აზრით ეს იმათი პირად ცხოვრება და მათი საქმეა, მგონი არაა ლამაზი ვიღაცის პირად ცხოვრებაში ქექვა, არ მგონია ეს პოსტი რომ ენახა რომელიმეს მოსწონებოდა ასე გაფორუმება. მგონი ეს პოსტი და ლინქი უადგილოა და კარგი იქნება მოდერატორი თუ წაშლიდა და ჩემს ამ პოსტსაც მიაყოლებდა.
რამაზის კი რაც შეეხება კარგი მოჭიდავეა და წარმატებები smile.gif

This post has been edited by sukhishvilebi on 1 Mar 2008, 20:31
ქრისტინა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 45858
რეგისტრ.: 6-November 07

გამოგზავნილია: 6 Mar 2008, 18:31  #8741740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ოხ რა ხართ ეს გოგოები ასეთიჭორაობაზე გიჟდებით რაა

biggrin.gif ხოხ რას ამბობ ბიჭები საერთოდ არ ჭორაობთ ხო? biggrin.gif

QUOTE
, მგონი არაა ლამაზი ვიღაცის პირად ცხოვრებაში ქექვა, არ მგონია ეს პოსტი რომ ენახა რომელიმეს მოსწონებოდა ასე გაფორუმება. მგონი ეს პოსტი და ლინქი უადგილოა და კარგი იქნება მოდერატორი თუ წაშლიდა და ჩემს ამ პოსტსაც მიაყოლებდა.

ცუდი ხომ არავის არაფერი უთქვამს და რა მოხდა? რას იზავ ახლა აბა ზაზა ფაჩულიას თემაშიც დევს ეს ლინკები და არავინ გადარეულა, ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ smile.gif.
ხოდა რავი წაშალონ თუ უნდათ არაა პრობლემა მე ვერ ვშლი თოემ წავშლიდი.


--------------------
When the solution is simple, God is answering.
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25593
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2008, 16:01  #8750870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ, დღეს ვნახე ნოზაძე და საბოლოოდ გავარკვიე, რომ ცოლი არ მოუყვანია. მასაც გაუგია ეს ხმები და გაგიჟებულია, საიდან მოიტანეს, რა ცოლი, რის ცოლი, მაგისთვის მცალია ახლა, ამ ოლიმპიადისთვისო... gigi.gif
და კიდევ - ქაშუეთის ეკლესიის მრევლი ვარო...
მადეირა
უნარჩევესი


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 52103
წევრი No.: 19632
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 7 Mar 2008, 17:13  #8751677      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
tavadze
აგაშენა ღმერთმა.. მეტი პაპსა შეკითხვები ამ თემაზე არ ვნახო აქ smile.gif


--------------------
* ან ხალხმა გაუბერა, ან მე
* მაშინ Y ვიყავი, ვაღიარებ. მეტი რაღა ვთქვა?
* გადაფურთხებულს არასოდეს ვლოკავ რახან ვთქვი არა, ე.ი. არა და წერტილი!
* სააკაშვილის წინააღმდეგ, არჩევნებში ჩემი ცოლის საყვარელსაც მივცემდი ხმას.
* თბილისში ყველაზე დიდი მოსიარულე ფეისპალმი ხარ (ეს მე მითხრა)
© ტანკე
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0473 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]