http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...dasatsyisi.htmlსერბეთის ჩემპიონატის მეორე წრე მშვენივრად დაიწყო გიორგი მერებაშვილმა. "ვოევოდინამ" მეორე წრის პირველი შეხვედრა "იაგოდინასთან" გასვლაზე ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.
ნოვისადელთა ქართველთა შემტევმა ნახევარმცველმა გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო: "იაგოდინასთან" მატჩში გიორგიმ ანგარიში 30-ე წუთზე პენალტით გახსნა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"ვოევოდინასა" და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კმაყოფილია გუნდის წარმატებით და საკუთარი თამაშითაც:
"სეზონი კარგად დავიწყეთ. პირველი თამაში ყოველთვის მიჭირს ხოლმე და თან რთული შეხვედრა იყო, რადგან "იაგოდინა" სერბეთში ერთერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება. ამიტომ უფრო მიხარია, სეზონი გამარჯვებით, გოლით და საგოლე გადაცემით რომ დავიწყე.
მატჩი კარგად დავიწყეთ, საწყის 30 წუთში მეტოქე საკმაოდ დავჩაგრეთ. 3-4 რეალური საგოლე მომენტი კი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მერე პენალტი გავიტანე.
მასპინძლებმა გაგვითანაბრეს და დაცვაში ჩაჯდნენ. მეტოქის კარისკენ მხოლოდ ჯარიმებითა და სტანდარტულებით მივიწევდით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წესების დარღვევებით გვაჩერებდნენ, მაგრამ ერთ მომენტში კონტრშეტევაზე დავიჭირეთ, თავდასხმელი ერთი-ერთზე გავიყვანე და დავწინაურდით. გოლზე მეტად ეს საგოლე გადაცემა გამიხარდა" - გვითხრა მერებაშვილმა
ეს წინა თამაშზეა....გუშინდელზე სად ვნახოთ?
მიმაგრებული სურათი