ეხლა 38 მილიონზე რომ წერენ ამ ფორუმზე.... ყველანი!
გუშინ ვიყავი ჭადრაკის სასახლეში (ფილარმონიასთან).... საქართველოს მთავარი საჭადრაკო მეკაა!
საქართველოს ჩემპიონატი ტარდება კაცებსა და ქალებს შორის... წესით წლის ყველაზე მთავარი შეჯიბრებაა!
ახალგაზრდების წყვილი ისხდნენ შესასვლელთან ... არ იცოდნენ, რომ ჭადრაკის სასახლის წინ ისხდნენ.
ფოიე ჩაბნელებული, ბინდ ბუნდში, ქალები ისხდნენ და იდგნენ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ვთხოვე შუქი შაერთოთ, რომ შედეგების ცხრილი მენახა. 6 ლამფიდან 1 ლამფა აანთეს, მაინც თვალებს დაითხრი რომ რამე გაარჩიო.
ამ დროს მიღაცა ლანდმა გაირბინა: ჩაბნელებული დერეფანიდან გამოვარდა და მაკრატელივით გაშლილი ფეხებით კიბეებზე მეორე სართულზე ავარდა. მერე ვნახე მონაწილე ყოფილა. ეტყობა საპირფარეშოა პირველზე და წამების დასაზოგად საფეხურებს ახტებოდა დაფაზე მისასწრებლად.
მოგვიანებით მეც ავედი მეორეზე. ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანი, მარტო დერეფნის ბოლოს ანთია შუქი და იქ 2-3 ადამიანია შეკრებილი. სათამაშო დარბაზს გავცდი (უცებ ვერც მიხვდები რომელია), შევეკითხე და მიმითითეს.
შევედი... გრძელი ოდნავ შემთბარი დარბაზი. თავში მსაჯთა ტრიო ზის პალტოეფში გახვეული. დარბაზის ბოლოშია რამდენიმე დაფა. დაფები შორიდანვე შემოღობილია თასმით, რომ მაყურებელი არ მიუახლოვდეს! მაყურებელიო?

...
ჩემს გარდა კიდევ ერთი (1) კაცი იყო... ან მწვრთნელი, ან ნათესავ-ძმაკაცი
არც პარტიების დემონსტრაცია ხდება და მითუმეტეს კომენტირება (ეს უკვე არნახული თავხედობაა ალბათ ქართული რეალობიდან გამომდინარე).
რა ხდება დაფაზე არა ჩანს! ან ვის რაში სჭირდება დანახვა... წამოვედი! ჩუმათ წამოვედი...
ათობით საერთაშორისო ტურნირები მაქვს ჩატარებული. უკანასკნელი 22 წლის უკან! რაც ვნახე არის სულ ცოტა 40 წლის უკან გადადგმული ნაბიჯი. სოფლის კლუბი... ესე უფრო გასაგები იქნება
დღეს ესე მოყვარულებში არ ატარებენ 8 მარტს მიძღვნილ ტურნირებს....
არადა საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გამოზარდოს ძლიერი, წარჩინებული და წარმატებული მოჭადრაკეები! რომების მსოფლიოში გაითქვამენ თავს და გაუთქვამენ სახელს საქართველოს!
მართლა მისახედია ჭადრაკი საქართველოში! შედეგიც ბეევრად მალე დაიდება ვიდრე სპორტის ნებისმიერ სხვა სახეში.
გაამაგრეთ საჭადრაკო სკოლები რაიონის ცენტრებში, რეგულარულად ჩაატარეთ საშუალო დონის მოჭადრაკეებისთვის (იმიტომ რომ ეს ყველაზე დიდ რიცხოვანი არმიაა მსოფლიოში) ტურნირები და... ეს პოპულარობაცა, ეს ტურიზმიცაა და შემოსავალი!
38 მილიონი? არ ვიცი ბევრია თუ ცოტაა! აი ყველამ იცით
მე კი არ ვიცი

....
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...