ჭადრაკი ჩემი უსაყვარლესი თამაშია
ცვლილება სტრატეგიაში რომელიც ამოცნობილ იქნება გამარჯვებას არ ნიშნავს
ამ პოსტის წინა ოთხი პოსტი თავის კლიპებიანად შემოწმება იყო, ისევე როგორც
ერთი და იმავე სტრატეგიის ადამიანებს შორის უკეთესია ის, ვინც პატიოსნად და გულწრფელად მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება ადვილად ამოცნობადია
მოჭადრაკისა და მისი მოწაფის დიალოგი:
მოწაფე: როდესაც ორი ადამიანი თამაშობს ვინ იგებს?
მოჭადრაკე: ის ვინც უფრო ძლიერია
მოწაფე: როდესაც ერთნაირი სიძლიერის ორი ადამიანი თამაშობს ვინ იგებს?
მოჭადრაკე: თამაში!
მოწაფე: თამაში ყოველთვის იგებს, თუნდაც იმიტომ რომ მას უკვე თამაშობენ!
მოჭადრაკე: სწორია!
მოწაფე: მაგრამ მაინც ვინ იგებს?
მოჭადრაკე:ის ვინც არ არღვევს წესს!
მოწაფე: თუ არცერთი არ არღვევს წესს?
მოჭადრაკე: იგებს ის, ვისაც ჯერ არ წაუგია!
მოწაფე: გამოდის რომ წაგება აუცილებელია!
მოჭადრაკე: დიახ!
მოწაფე: რატომ?
მოჭადრაკე: იმიტომ რომ გაიგო ძირითადი წესი!
ძირითადი წესი: იმისათვის რომ გახდე ძლიერი ეთამაშე შენზე ძლიერს
მოწაფე: მე ვიცი ეს წესი!
მოჭადრაკე: ცოდნა სხვაა, გაგება სხვა
მოწაფე: თუ მე დავიცავი ძირითადი წესი, ვეთამაშე ჩემზე ძლიერს და არ დავარღვიე წესი...... ვინ მოიგებს?
მოჭადრაკე: შენ!
მოწაფე: კი მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ როდესაც ორი ადამიანი თამაშობს იგებს ის ვინც უფრო ძლიერია!
მოჭადრაკე: ძლიერი მოთამაშე, რომელიც ვერ უგებს მასზე სუსტს, ის აგებს; ხოლო სუსტი მოთამაშე, რომელიც ეთამაშება მასზე ძლიერს ის იგებს!
მოწაფე: რატომ?
მოჭადრაკე: იმიტომ, რომ მან დაიცვა ჭადრაკის ძირითადი წესი!
P.S. ყველაფერი მართლაც რომ კარგად იქნება, უფრო სწორედ კი ისე, როგორც იქნება ნება ღვთისა
მიმაგრებული სურათი