#8591690 · 20 Feb 2008, 04:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კლემენტემ ირანის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა ესპანელმა სპეციალისტმა ხავიერ კლემენტემ, ირანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა. ამის შესახებ, ფიფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. გავრცელებულ ინფორმაციას ირანის ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს. კლემენტეს გადადგომის მიზეზი, ირანის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტის უმთავრესი პუნქტი გახდა, რომლიც ესპენელ სპეციალისტს ისლამურ ქვეყანაში ცხოვრებას ავალდებულებდა. ხელშეკრულება კლემენტეს, სამშობლოში მხოლოდ ორჯერ გამგზავრების უფლებას აძლევდა წელიწადში. თავდაპირველად, ხავიერ კლემენტემ, კონტრაქტის აღნიშნულ პუნქტს, რატომღაც დიდი ყურადღება არ მიაქცია და აცხადებდა, რომ ირანში მხოლოდ სანაკრებო მატჩების წინ ჩავიდოდა, მაგრამ ირანის ფეხბურთის ფედერაციის მკაცრი ტონის შემდეგ, აზიაში საცხოვრებლად გადაბარგებას დათანხმდა. თუმცა, როგორც სჩანს, კარგად დაფიქრების შემდეგ, ესპანელმა პირობის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია. “კლემენტემ ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მან ესპანეთში ირანის საელჩოს წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად მზად არ არის. ამჟამად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა კანდიდატურებს განვიხილავთ. ჩვენს სიაში 5-6 ადგილობრივი და 2-3 უცხოელი სპეციალისტია. ირანის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას კვირის ბოლომდე დავასახელებთ”, – აცხადებს ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალი კაფაშიანი, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციას არ სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს სხვა ქვეყნიდან მართავს. ხავიერ კლემენტე, ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, სერბეთის ნაკრებს ედგა სათავეში, სადაც, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მისი გაწვრთნილი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი უარყოფითად შეფასდა და ტურნირის ბოლოს, პოსტიდან დაითხოვეს.
ერთი ეს წააკითხოს ვინმემ! ეგებ შევიდეს რაიე მის უ... ტავში
--------------------
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები
|