ყველა ტურის ყველა თამაშზე გაათამაშონ მანქები ბილეთის ნომრის მიხედვით. ცოტა ძვირი იდეაა - 91 მანქანის ფასი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასწრება გაცილებით მაღალი იქნება. ყველა რაიონის სტადიონი გადაიჭედება.
მერე კი, კაცი რო ერთი გუნდის თამაშზე ათჯერ მივა, თუნდაც მარტო მანქანის მოგების სურვილით, იმედია ნელ-ნელა სპორტული ინტერესიც გაუჩნდება.
რა ვიცი რა ვიცი...
* * *
ისე მანქანებს თავი დავანებოთ და გუნდებმა ბილეთის ნომრების მიხედვით მაიკები და კაშნები რომ გაათამაშონ ამით ისევ თვითონ მოიგებენ. ტრიბუნებს ნელ-ნელა გუნდის ფერები დაეტყობა და შავებში ჩაცმული ხალხი მოაკლდება