http://www.link.ge/file/11770/gogsh.wmv.html გოგშელა - გაცალოვი.

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))).
* * *
გიორგი გოგშელიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გიორგი გოგშელიძე ფინალში იჭიდავებს.
გოგშელიძემ პირველი შეხვედრა ბულგარელ ნიკოლაი ჩირიევთან გამართა და ორი პერიოდის ჯამში, დამაჯერებლად მოუგო.
მისი შემდეგი მეტოქე, ბელორუსი რუსლან შეიხოვი იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა, ასევე, ორ სეტში დაამარცხა.
მეოთხედფინალში, გოგშელიძე მოლდოველ სპორტსმენს, ნიკოლაი ჩებანს შეხვდა. ქართველი მოჭიდავის უპირატესობა აქაც გამოკვეთილი იყო.
ნახევარფინალში, გოგშელიძეს თავისი ტრადიციული მეტოქე, რუსეთის ნაკრების ტიტულოვანი წევრი, ჰაჯიმურად გაცალოვი ელოდა. ორი სეტის ჯამში – 1:0, 4:2, გამარჯვება ქართველ მოჭიდავეს დარჩა და ის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი გიორგი ტივილოვი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ფინალამდე, გოგშელიძემ მხოლოდ 2 ქულა დაკარგა და ისიც, ნახევარფინალში. პირველ სამ შეხვედრაში, მან მეტოქეები მშრალი ანგარიშით დაამარცხა.
ფინალური შეხვედრები საღამოს 19 საათიდან დაიწყება.
GGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGGG