ახალკაცი და ტოპმიოლერი კონსტრუქციულ საუბარზე გადავიდნენსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კლაუს ტოპმიოლერის ფრანკფურტში შეხვედრის შემდეგ, სფფ-ს ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის ბოლო დროს გაჩენილი გაუგებრობები აღმოიფხვრა და ხვალ, დიალოგი პროდუქტიულად და კონსტრუქციულად გაგრძელდება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ნოდარ ახალკაცმა განუცხადა.
სფფ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ტოპმიოლერის ნაკრების მწვრთნელად დარჩენის შესახებ, საზოგადოებაში ბოლო დროს არსებული განწყობის გათვალისწინებითა და სფფ-ს აღმასკომთან შეთანხმების შედეგად იქნება მიღებული.
ნოდარ ახალკაცი: მთელი დღის განმავლობაში, არსებულ საკითხებთან დაკავშირებით კლაუს ტოპმიოლერთან გულწრფელი საუბარი გვქონდა. როგორც ჩვენ, ისე ტოპმიოლერიც ინფორმირებულია საზოგადოებრივი აზრის შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა და ორივე მხარე საზოგადოების აზრს სრულად გაითვალისწინებს. სწორედ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
ტოპმიოლერთან ყველა იმ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, რომელიც არსებობს და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქართული ფეხბურთის კეთილდღეობას წაადგება. ასე იყო ადრე, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის კორექტულობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, აღმასკომის ჩართვას ვგულისხმობ და საბოლოო პასუხიც აღმასკომის წევრებთან საუბრის შემდეგ გვექნება.
როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი საუბრის შედეგი, გარდა პარტნიორული ურთიერთობისა, ჩვენ ტოპმიოლერთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა და ყველა საკითხი ამ ჭრილში იქნება განხილული და არა როგორც მოსარჩლისა და მოპასუხის ჭრილში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ტოპმიოლერთან ხვალ საუბრები გაგრძელდება და როდესაც საქართველოში დავბრუნდებით, ყველა დეტალს აღმასკომთან ერთად განვიხილავთ, როგორც ამას ფორმალური მხარე მოითხოვს”.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ტოპმიოლერი სასამართლოში სარჩელს აღარ შეიტანს?
- ამ საკითხზე ვისაუბრეთ და ყველაფერი დიალოგის რეჟიმში მოგვარდება.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტოპმიოლერთან კონტრაქტი გაგრძელდება?
- მოდით ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას ნუ მოვახდენთ. ეს ისეთი საკითხია, რომელიც შესაბამის პროცედურებს მოითხოვს. აუცილებელია, რომ ჩვენს მოლაპარაკებაში აღმასკომი ჩაერთოს. ამჯერად დეტალებზე მოლაპარაკებას ვაგრძელებთ, პროდუქტიული და კონსტრუქციული საუბარი გვაქვს და ის ხვალაც გაგრძელდება. ჩვენს შორის თუ რაიმე გაუგებრობა არსებობდა, ყველა საკითხი შესაბამისად დალაგდა და საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აღმასკომთან შეთანხმებით, ერთობლივად გაჟღერდება. ცალმხრივი გადაწყვეტილება ფედერაციის ხელმძღვანელობას არასდროს მიუღია.
http://www.msofsport.com/detals.aspx?id=4854*****************************************************************************************************************
მორჩა კინო არავინ არსად არ მიდის.
ერთი რამე გამაგებინეთ თუ არ იცით რას ამბობთ???
This post has been edited by t-mustaevi on 1 Apr 2008, 00:22
ბარსელონა მართლა მირჩევნია დინამოსაც და საქართველოს ნაკრებსაც.
ბარსას წარმატებები უფრო მიხარია და წარუმატებლობა უფრო მწყინს @harton
ბედი რომ გვქონოდა საქართველოში არ დავიბადებოდით@Mesaflave
ესპანეთის ფანი კი ვარ მაგრამ ძალიან მინდა საქართველომ მოიგოს@zabzu