http://www.gff.ge/index.php?lang_id=GEO&se...=2&info_id=3084 * * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
რევაზ შენგელიას ყოველწიური წიგნი 2008-09
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის ქომაგებს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა: ხვალიდან რევაზ შენგელიას ახალი, ყოველწლიური წიგნი გაიყიდება.
”ქართული ფეხბურთის ყოველწიური წიგნი 2008-09” რევაზ შენგელიას ავტორობით გამოსული საიუბილეო, მე-15 წიგნია. გულშემატკივრები განვლილი, 2007-08 წლების სეზონის შედეგებს გაეცნობიან, ასევე მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების განაცხადებს თუ სხვა საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს.
გამოცემის საკმაო ნაწილი ეთმობა განვლილ სეზონში საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს, 2007-08 წლების ევროპის საკლუბო ტურნირებს და მასში ქართული კლუბების ასპარეზობას, ასევე, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატს: გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ კონტინენტის პირველობის ყველა მონაწილე ნაკრების შესახებ საინტერესო ცნობები მოიძიონ, ასევე ფინალური ეტაპის სტატისტიკურ მასალას გაეცნონ.
შეგახსენებთ, რომ რევაზ შენგელიას ავტორობით ”ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნი” 1993 წლიდან გამოდის.
სფფ-ის პრესცენტრი
This post has been edited by shanhai7 on 27 Mar 2009, 13:47