81-ში განაღდებულია უკვე და 73-ში ქევხამ მსოფლიოზევე აიღო - ხუთეულში მოხვდა.
და დღევანდელებს რაც შეეხება, ცირეკიზეს ფინალამდე მართლა არავინ ჰყავს სერიოზული. ჟორჟოლიანს ჯგუფში მსოფლიოს ვიცხე-ჩემპიონი ჰყავს - ბრიტანელი პეტერ გუსინსი, თუმცა პირველივე მეტოქეც საშიშია იმდენად, რომ რუმინელი ბრატა ლიცენზიისთვის იბრძვის. მსოფლიოს პრეზიდენტიც რუმინელია და, წესით, არაფერია გამორიცხულია. ერთი ის თუ დაგვამშვიდებს, რომ ბრატა დიდი ვერაფერი მოჭიდავეა, არც ოლიმპიადაზე აქვს შანსები და ეგებ არც შეიწუხონ მაგისთვის თავი.
გუშინ 73-ში ვერც ფრანგმა დანიელ ფერნანდესმა აიღო ლიცენზია და ვერც - უნგრელმა აკოშ ბრაუნმა (თუმცა ამაზე ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვი). ქევხასთვის ორივე სერიოზული კონკურენტია და კარგია, ულიცენზიოდ რომ დარჩნენ. თანაც, ფერნანდესი სწორედ ქევხამ დატოვა უსაგზუროდ - მსოფლიოზეც მოუგო და ახლაც.
* * *
ჰეჰე, რეიტინგებს გადავხედე ახლა და არა მარტო ფერნანდესი დარჩა ულიცენზიოდ, ბრაუნიც და უემაცუც.

უემაცუს რომ მოეგო, მაშინ კი ინაღდებდა, მაგრამ ზუსტად იგივე ამოცანა ამოძრავებდა ფინალში მის მეტოქეს - ბელგიელ ვან ტიხელტს. იმან აიღო კიდეც საგზური. ბულგარელი ოლიმპიური პრიზიორი გეორგ გეორგიევიც უსაგზუროდ დარჩა, ებრაელი ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი იოელ რაზვოზოვიც და იტალიელი მარკო მადალონიც, ჯუზეპეს უმცროსი ძმა, ახლა რომ მესამესთვის იჭიდავა.
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".