კი ნამდვილად... ვგიჟდებოდი იქაურობაზე, მართალია სულ რაღაც ორჯერ ვიყავი, მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით და აი მართლა მე და ის ხო მაგარ დროს ვატარებდით და ისეც ძალიან მიხაროდა ჩოგბურთს რაღაც ყურადღება რო ექცეოდა, ტელევიზიები და ა.შ. მე კიდე ჯერ ტოკიო ოუფენს ვუყურებდი დილით, მერე მესხის კორტებზე მოვდიოდი

იქაურობა აკლებული მქონდა სერიოზულად

მოხუცი კაცები მოდიოდნენ ხოლმე თამაშზე და ჯერ მიცინეს, რო უი რა კარგი გოგო ხარ, ცოტა ჩუმად, მერე უკვე რო აღარ ვისვენებდი ყველა ქულაზე ვყვიროდი, სურათებს ვიღებდი ისე რო ლამის კორტზე გადავედი, ვიღაც ჰოლანდიელი მაყვდა ამოჩემებული და რაც არ უნდა გაეკეთებინა ყველაფერზე ტაშს ვუკრავდი... მერე კალაშნიკოვასთან მივედი და ბურთზე ხელი მოვაწერინე, გოგო გამოშტერდა, ნამდვილად მე მეუბნებიო

ა მერე მსაჯმა მითხრა როგორმე დაწყნარდიო და ის მოხუცი კაცებიც მეჩხუბენ... კი არადა გამლანძღეს ლამის

უამრავი სურათი მაქვს ამ ტურნირის კომპიტერში, ადრეც მინდოდა დადება, უბრალოდ ვერ ავტვირთე ვერაფრით
* * *
აი სურათები
კალაშნიკოვა ვარჯიშობს

ამის სახელი არ ვიცი...

ძალიან კარგი ჩაწოდება ქონდა, მაგრამ იმ ჩემ ჯოლანდიელთან დამარცხდა 3 სეტში

აი ჩემი ჰოლანდიელი


ეს უკვე ფინალის სურათებია

შაფათავა

კალაშნიკოვა

შაფათავა თავის თამაშს თითონ უკეთებდა ძალიან საინტერესო კომენტარებს...